Tag Archives: #ნავთობი

ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ცნობილია, რა მოცულობის ნავთობი გადაიზიდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2006-2022 წლებში

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 2006 წლიდან (კომერციული მიწოდების დაწყებიდან) 2022 წლის ბოლომდე, 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანზიტი 5 250 ტანკერით განხორციელდა. BTC-მ მსოფლიო ბაზრებს 2021 წელს 200 მილიონ ბარელზე მეტი, ხოლო 2022 წელს 224,4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი.  

Read More »

საფრანგეთში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიოგაზის ქარხანა ამუშავდა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით (160 გვტ.სთ-მდე სიმძლავრის) ბიოგაზის უდიდესი ქარხანა ამუშავდა. ამის შესახებ კომპანია TotalEnergies-მა დღეს განაცხადა. ქარხანა, BioBéarn-ი ქალაქ პაუს მახლობლად მდებარეობს, რომლის კვების წყაროც ორგანული ნარჩენებია, ძირითადად სიმინდი. ეს არის მე-18 ბიოგაზის ქარხანა, რომელსაც TotalEnergies-ი ფლობს. „2023 წელს ქარხანა 69 გიგავატ/სთ ენერგიას გამოიმუსავებს და წარმოების ზრდას განაგრძობს. რის შედეგადაც 220 ათასი ტონა ბიომასა გადამუშავდება 200 ათას ტონა ორგანულ ნარჩენად, რომელიც ბუნებრივი ...

Read More »

აშშ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს

აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ნათქვამია The Wall Street Journal-ის მასალაში, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა. კერძოდ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს სურთ ნავთობპროდუქტების ფასის ორი ზღვარი დააწესონ. ერთი ფასი დაწესდება ძვირადღირებულ ნავთობპროდუქტებზე, მეორე – იაფზე. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლები ევროპაში შეხვედრებს მართავენ და მომავალი სანქიცების დეტალებს განიხილავენ. სანქციები 5 თებერვლიდან ამოქმედდება. ისევე, ...

Read More »
შარშან საქართველოში ნავთობისა და გაზის სექტორში $76 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო

საქართველოს ნავთობის და გაზის სექტორში ინვესტიციები 17%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს ნავთობის და გაზის სექტორში ინვესტიციები 17%-ით გაიზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობის და გაზის სააგენტოს დირექტორმა განუცხადა, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი მოდის სხვადასხვა კომპანიაზე – გასულ წელს ინტესიური სამუშაოები ჩატარდა ახალი ე.წ. გვერდითი ლულის ჭაბურღილების გაბურღვაზე. „ეს ის მეთოდია, რომელიც ალბათ, დღეს სჭირდება დამუშავებაში მყოფ ჩვენს საბადოებს და შედეგიც, როგორც უკვე ვნახეთ გამოჩნდა – მკვეთრად მოიმატა გაზის მოპოვებამ – დაახლოებით ...

Read More »

2023 წელს ნავთობის ფასი 105 დოლარს მიაღწევს – Goldman Sachs

საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის თანახმად, 2023 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შედეგად ფასებიც მოიმატებს და 100 აშშ დოლარსაც გადააჭარბებს, Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება კი მეოთხე კვარტალში 105 დოლარამდე იქნება. ბანკის პროგნოზით, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა წელს დღეში 2.7 მილიონი ბარელით გაიზრდება და ბაზარზე დეფიციტი წლის მეორე ნახევარში გაჩნდება. ჩინეთის მიერ ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნამ და ნავთობის იმპორტზე კვოტების დაწესებამ გაზარდა მოლოდინი, რომ ...

Read More »

ნავთობის ფასის ზრდას აგრძელებს

2023 წლის 11 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.10  (+  0.45)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.12  (+   0,49)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ყულევში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და თიზ-ს SOCAR-ის მონაცვლე "ფაზის ოილი" ააშენებს

Samsung-ი კატარში ნავთობქიმიურ ქარხანას ააშენებს

კომპანიამ Samsung Engineering, რომელიც არის სამხრეთ-კორეული სამრეწველო გიგანტის Samsung Group-ის განყოფილება, ტაივანურ კომპანია CTCI Corporatio-თან ერთად კატარში ნავთობქიმიური ქარხნის მშენებლობის ტენდერი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამხრეთ-კორეული კომპანია ავრცელებს. კონტრაქტი შეფასებულია 2,5 მლრდ დოლარად. ტენდერის პირობების თანახმად Samsung Engineering პასუხისმგებელი იქნება ეთილენის მწარმოებელი ქარხნის შექმნაზე, ხოლო ტაივანური კომპანია ქარხნის დანარჩენს ინფრასტრუქტურას ააშენებს. მოსალოდნელია, რომ სამშენებლო სამუშაოები 2026 წლისთვის დასრულდება. „აღსანიშნავია, ...

Read More »

რუსული ნავთობი, ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება

რუსული ნავთობი, მსოფლიო ბაზარზე G7-ის მიერ შემოღებულ ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება. ამის შესახებ Bloomberg დამოუკიდებელი ფასების სააგენტო Argus-ის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ცნობით, 6 იანვარს პრიმორსკის პორტში ვაჭრობისას „ურალის“ ბრენდის ნავთობი (ბარელი) $37,80 გაიყიდა, როცა მსოფლიო სტანდარტის Brent-ის ტიპის (ბარელი) ნავთობი იმავე დღეს $78,57 დოლარი ღირდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ემბარგომ და რუსულ ნედლეულზე დანახარჯების შეზღუდვამ რუსეთი ჩინეთსა და ინდოეთზე ...

Read More »

ყოველდღიურად რამდენ მილიონ დოლარს კარგავს რუსეთი ნავთობზე ფასის ჭერის დაწესების შემდეგ

ჰელსინკის ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) თანახმად, დასავლეთის მიერ დაწესებული ფასის ჭერი რუსულ ნავთობზე კრემლს ყოველდღიურად 160 მილიონი ევრო (172 მილიონი დოლარი) უჯდება.  ეს მაჩვენებელი, 5 თებერვლიდან, როდესაც შეზღუდვა ნავთობპროდუქტებზე გავრცელდა, დღეში 280 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. CREA-ს თანახმად, თუ ფასის ზღვარი კიდევ შემცირდება 60 დოლარიდან 25-35 დოლარამდე ბარელზე, ეს შეამცირებს რუსეთის ნავთობის შემოსავალს მინიმუმ €100 მილიონით. სხვა შემოთავაზებული ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,03 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 84,63 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »