Tag Archives: #ჰესი

შპს „ენგურჰესის“ ორგანიზებით, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა შედგა.

შპს „ენგურჰესის“ ორგანიზებით, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან, საბალანსო და დამხმარე ბაზრებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა შედგა. თითოეულმა მონაწილე მხარემ აღნიშნული თემების შესახებ საკუთარი მოსაზრება პრეზენტაციის სახით წარადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მოსალოდნელი შედეგები და თითოეული მონაწილე ორგანიზაციის როლი განიხილეს. სამუშაო შეხვედრას შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია, ამავე ორგანიზაციის დირექტორთა ...

Read More »
მტკვარის ჰესის მშენებლობის განახლების სამუშაოების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება

ახლადაშენებული სადგურების წილად გამომუშავებული ელექტროენერგიის ~25% მეტი მოდის

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 2021 წლის 11 თვეში თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ესკოს მონაცემების თანახმად, 2021 წლის 11 თვის მანძილზე თბო, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 11452,2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია. გამომუშავებული ელექტროენერგიიდან 72,4 მლნ კვტ.სთ ქართლის ქარის სადგურის, 1878,6 მლნ კვტ.სთ თბოსადგურების, ხოლო 9495,3 მლნ კვტ.სთ ჰიდროსადგურების წილად მოდის. მიმდინარე წლის 11 თვეში ...

Read More »

“აჭარისწყალი ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს ახალი დირექტორები ჰყავს

„შუახევი ჰესის“ მფლობელი კომპანიის, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორებად ასბიორნ გრუნდტი და ტრონ ენგბრეტსენი წარადგინეს. ასბიორნ გრუნდტს აქვს საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის იყო ევროპის ქარისა და მზის ბაზრის ოპერატორი (EVP), IT და მუშაობდა საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკის საკითხებზე Statkraft-ში. ის ასევე მუშაობდა ექვსი წლის განმავლობაში Norsk Hydro-ს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერაციებზე. ასბიორნ გრუნდტი ასევე იყო SN Power-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ...

Read More »

“2022 წელს მოსალოდნელია 10 ახალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა”

2022 წელს გაგრძელდება ახალი პროექტები ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის: მოსალოდნელია 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა – დაახლოებით 30 მგვტ დადგმული სიმძლავრით; ეს არის 120 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია, – Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებით. ...

Read More »

ნათია თურნავა: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნამახვანჰესი“ სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით აშენდება

„ნამახვანჰესის“ არსებობა საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური პროექტის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „ნამახვანიჰესი“, ისევე როგორც სხვა მსხვილი წყალსაცავიანი ჰესები, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იგეგმებოდა და შემდეგ სხვადასხვა პერიოდში ან დაიწყო განხორციელება, ან ჯერ იგეგმება, ასეთია ხუდონი, ნენსკრა, ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული აქტივი. ისეთივე სტრატეგიული, როგორიც ...

Read More »

“ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე „ენკას“ გადაწყვეტილება ძალაშია”

კომპანია “ენკას”, რომელსაც “ნამახვანჰესი” უნდა აეშენებინა, საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს მივა თუ არა საქმე არბიტრაჟამდე. „ნამახვანზე ბევრს და ახალ ვერაფერს გეტყვით. „ენკას“ გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე დღემდე ძალაშია და ამ მიმართულებით, ჯერ არაფერი შეცვლილა. წავა თუ არა საქმე საერთაშორისო არბიტრაჟში, არც ეს ვიცით“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა “ბიზნეს ფორმულას” ...

Read More »

„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, რომ ევროკავშირის ენერგოგაერთიანება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკუთარ შეფასებებს პროექტის განახლების შემთხვევაში გამოაქვეყნებს

ევროკავშირის ენერგოგაერთიანება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკუთარ შეფასებებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, თუ პროექტი განახლდება. ექვსთვიანი მედიაციის პროცესი დასრულდა, თუმცა რა ბედი ელის ნამახვანჰესის პროექტს, უცნობია. სწორედ ამ საკითხზე გაიმართა დღეს დისკუსია, რომელსაც მედიაციის პროცესის მონაწილე მხარეები ესწრებოდნენ. როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, მედიაციის გარდა ამ ექვსი თვის განმავლობაში ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელობით დაიგეგმა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხელახალი, დამოუკიდებელი შესწავლა. თუმცა, მიმდინარე წლის ...

Read More »

“ვღვრით ღმერთის მიერ მოცემულ სიმდიდრეს. არც იმის შნო გვაქვს, რამე სხვა შევქმნათ”

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავზობთ: “საქართველო, დიდი ხანია, ეგზოტიკური ქვეყანაა, რომელსაც საუკუნეებია, სახელმწიფოებრიობის განცდა არ აქვს. ამ ეგზოტიკურობას მოსახლეობის დარდიმანდობა კვებავს, რაც პირველ რიგში, კარგად და სხვის ხარჯზე ცხოვრების სურვილს გულისხმობს. საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ კარგად ცხოვრება კარგია. ისიც იცის, როგორია კარგი ცხოვრება, მაგრამ არ იცის, რა არის საჭირო ამ კარგი ცხოვრებისთვის. არა, მთლად ...

Read More »

თელავის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მიმდებარედ, მდინარე ლოპოტას ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, შპს „ართანა-ლოპოტას“ წარმომადგნელებმა ხეობაში ერთი ტრაქტორი და დამხმარე ნაგებობების ასაგებად რკინის კონსტრუქციები მიიტანეს, რაც მათი განცხადებით, ჰესის მშენებლობის დაწყებას ნიშნავს. კომპანიის პროექტის მენეჯერი აცხადებს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან გააჩნია მშენებლობის ნებართვა და მშენებლობას იწყებს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ კომპანია „ართანა-ლოპოტა“ თვითნებურად, ...

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

ენგურზე გენერირებული ელექტრონერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 40/60% პრინციპით განაწილდება

აფხაზეთის ენერგომომარაგება ძველ რეჟიმს უბრუნდება. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონთან დენი 40/60-ზე პროპორციით განაწილდება. ენერგეტიკოსების განცხადებით, ამიერიდან დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვა არ გახდება საჭირო აფხაზეთისთვის, დანაკლისის შევსება მას თვითონვე მოუწევს. კერძოდ, რუსეთისგან შეიძენს. მხარეებს შორის შეთანხმება 90-იან წლებში ზეპირად დაიდო და ამ ეტაპზეც, ელექტროენერგიის განაწილების საკითხი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. როგორც აღმოჩნდა, ინიციატივა ენერგეტიკოსებს ეკუთვნით, რაც მთავრობის მხრიდან პრაქტიკულად მხარდაჭერილია. შესაბამისად, ...

Read More »