Tag Archives: #აზერბაიჯანი

ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

სამხრეთ კავკასიის მილსადენის საექსპლუატაციო ხარჯებმა 49 მლნ დოლარი შეადგინა

წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის საექსპლუატაციო ხარჯებმა დაახლოებით $49 მილიონი, ხოლო კაპიტალურმა დანახარჯებმა $4 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ bp-ის მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ანგარიშშია ნათქვამი. წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის საშუალო დღიური გამტარუნარიანობა ექსპორტისთვის 56.1 მილიონი კუბ/მ იყო. bp-ს ინფორმაციით, კასპიის ზღვაში შაჰ დენიზის კონდესირებული გაზის უდიდესი საბადოს აღმოჩენამ და განვითარებამ და სამხრეთ კავკასიის ...

Read More »

აზერბაიჯანული გაზის დილემა – ბაქოს ევროპისგან მილიარდობით დოლარი და მტკიცე გარანტიები სურს

2027 წლიდან აზერბაიჯანი მზად არის გააორმაგოს გაზის მიწოდება ევროპაში, რითაც „ლურჯი საწვავის“ ექსპორტი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. მაგრამ ამისთვის ოფიციალურმა ბრიუსელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალში არ იტყვის უარს აზერბაიჯანთან ხელშეკრულებებზე და არ დაუბრუნდება რუსეთიდან იაფი საწვავის შეძენას. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ევროკავშირსა და ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

უნგრულმა კომპანიებმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტზე მოლაპარაკებები დაიწყეს

უნგრეთი ნამდვილად არის დაინტერესებული აზერბაიჯანული გაზით, ამის შესახებ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ტამაშ ტორმამ 3 ნოემბერს Trend-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემა მალე იქნება მზად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მისაღებად. ამასთანავე, ელჩის თქმით, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე უნგრეთისთვის, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ამოცანაა. „სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ჩვენი შესაძლო გაზის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები ...

Read More »
ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

აზერბაიჯანს შეუძლია გაზი თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო ჰაბს მიაწოდოს

აზერბაიჯანი მზად არის მიაწოდოს გაზი თურქეთში დაანონსებულ „გაზის ჰაბს“, თუ ასეთი მიწოდება ქვეყანაში მოქმედი უცხოური კომპანიებისთვის სასარგებლო იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სულთანოვმა განუცხადა. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ქვეყანაში გაზის მოპოვების ძირითადი წილი შაჰ დენიზის საერთაშორისო კონსორციუმზე მოდის. „ეს არის ახალი ინიციატივა, რა თქმა უნდა, შევხედავთ. აზერბაიჯანში გაზს ძირითადად კონსორციუმი აწარმოებს, რომელშიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) ...

Read More »

გახდება თუ არა აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი?

უკრაინაში რუსეთის ომმა ევროპის ენერგოუსაფრთხოება დააზარალა, რამაც ბებერი კონტინენტი აიძულა, ბუნებრივი გაზის ალტერნატიული მიმწოდებლები მოძებნოს. ერთ–ერთი ასეთი აზერბაიჯანია. აზერბაიჯანელი მკვლევარი გუბად იბადოღლუ, რომელიც ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების მოწვეული მთავარი სპეციალისტია, გამოცემისთვის The Loop ქვეყნის გაზის სატრანსპორტო და საწარმოო სიმძლავრეებს და მის პოტენციალს იკვლევს. ევროკომისიასა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ბაქო იღებს ვალდებულებას, გააორმაგოს ევროპისთვის მიწოდებული გაზის მიწოდება ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე სულ 32 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობია ექსპორტირებული. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი – 2022“ (OGT-2022) განაცხადა. ამასთან, ნაჯაფის თქმით, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის,  კასპიის ზღვაში დოსტლუგის საბადოს ნახშირწყალბადების ერთობლივი გამოკვლევის, განვითარებისა და ექსპლუატაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც  ორ ქვეყანას გაზის სექტორში, ორმხრივად ...

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

გია არაბიძე: ალიევი ამბობს, რომ 2027 წლისთვის ის შეძლებს 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს 30 მილიარდამდე

ალიევი ამბობს, რომ 2027 წლისთვის ის შეძლებს 20 მილიარდი კუბური მეტრი მილიარდი გაზი მიაწოდოს ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს 30 მილიარდამდე, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, 30 მილიარდის 5 %-ი 1,5 მილიარდია, რაც არის ის ოფციური გაზი, რომელსაც საქართველო გატარების შედეგად მიიღებს. „50%-ით გვეზრდება გატარებული გაზის რაოდენობა, რაც ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

აზერბაიჯანმა საქართველოში გაზის ექსპორტი 57%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა 16%-ით გაიზარდა და 5,2 მილიარდი კუბ/მ შეადგინა. როგორც SOCAR-ში აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში ქართულ ბაზარზე 174 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მეზობელ ქვეყანაში (საქართველოში) ექსპორტირებული გაზის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,8%-ით გაიზარდა. წყარო: commersant.ge

Read More »

აზერბაიჯანიდან შემოსული ბუნებრივი ურანის კონცენტრატით დატვირთულ ვაგონებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ყაზატომპრომის“ კუთვნილი პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს: უწყების ცნობით, აღნიშნული ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად, მოექცა ტრანზიტის პროცედურაში და შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, განთავსდა ერთ-ერთ საბაჟო საწყობში: „მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „გარდაბანი“, კერძოდ, სარკინიგზო სადგურზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა ბუნებრივი ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები (საერთო წონით 787 ტონა), რომელიც გადაადგილდებოდა ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი კვლავაც იზრდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,67 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 96,73 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »