Tag Archives: #რუსეთი

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან გაზის ერთობლივი ბაზრის ჩამოყალიბება ფერხდება

ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან ერთობლივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბება ფერხდება. მისი თქმით, საკავშირო პროგრამა „კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს“, რომელიც არ განხორციელებულა. „ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე და როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია? – სვავს კითხვას ბელორუსის პრეზიდენტი. რუსეთი და ბელორუსი, საკავშირო სახელმწიფოში გაზის ერთიანი ბაზრის შექმნაზე 2021 წლის სექტემბერში შეთანხმდნენ. შესაბამისი დოკუმენტი 2023 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. „გარდა ამისა, გათვალისწინებულია ...

Read More »

სერბეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს

სერბეთი განიხილავს მეზობელ ქვეყნებთან გაზის კავშირების გაფართოებას, რათა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე. ამ ინფორმაციას Bloomberg 16 დეკემბერს ავრცელებს. სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება. მისი თქმით, სერბეთი “ასობით მილიონი ევროს ღირებულების” პროექტებს განახორციელებს გაზის ისეთი ქვეყნებიდან შესაძენად, როგორიცაა აზერბაიჯანი, ასევე საბერძნეთის თხევადი გაზის ტერმინალებთან დასაკავშირებლად. გარდა ამისა, სერბეთი მონაწილეობს ბულგარეთთან 93 ...

Read More »

დენის შმიგალი: რუსეთის მიზანი უკრაინელების სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვებაა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინელების სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვებაა. „მათ დასახეს მიზანი, უკრაინელები სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვონ. მსოფლიომ აუცილებლად უნდა უპასუხოს რუსეთის ამ ქმედებებს სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯებით“, – აღნიშნა დენის შმიგალმა. დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რიგით მეცხრე ფართომასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმის ...

Read More »

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, ხარკოვი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დარჩა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, ხარკოვი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა. „ინფრასტრუქტურას, პირველ რიგში, ენერგეტიკულ სისტემას უზარმაზარი ზიანი მიადგა“, – აღნიშნა ქალაქის მერმა. უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმის ფარგლებში, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 76 რაკეტა გაუშვა. აქედან 60 რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, კრივოი-როგში რუსული ძალების ...

Read More »
„გაზპრომმა“ რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი "როსნეფტს" დაუთმო

გაზპრომისა და როსნეფტის თანამშრომლებს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ

რუსული ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიების ზოგიერთ თანამშრომელს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალა, ირწმუნება რუსული მედიაგამომცემა „ვიორსტკა“ „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ წყაროებზე დაყრდნობით. პირველ შემთხვევაში საუბარია ყველა თანამშრომელზე, მეორეში – მხოლოდ ხელმძღვანელობაზე. „არაოფიციალურად აგვიკრძალეს“ გამგზავრება „თუნდაც თურქეთში“ და ეს ეხება თანამშრომლების უახლოეს ნათესავებსაც კი – მეუღლეებსა და შვილებს, – განუცხადა გამოცემას „გაზპრომის“ სანქტ-პეტერბურგის ოფისის საშუალო რგოლის მენეჯერმა. „ბევრმა უკვე იყიდა ბილეთები და დაჯავშნა ...

Read More »

აფეთქების შედეგად, რუსეთში ციმბირის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

ირკუტსკის ოლქში, ანგარსკის ნავთობქიმიური კომპანიის (ANHK) ტერიტორიაზე ხანძარს ორი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი დაშავებულია. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა თქვა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩააქრეს. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში აფეთქების მიზეზი ქარხნის სისტემების გაზით დაბინძურება გახდა. თუმცა, მაშველები აფეთქების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის ბაიკალის ფილიალის სპეციალისტებმა მიწისძვრა ...

Read More »

„პუტინის უფლება არ აქვს, მიგვითითოს“: მოლდოვა რუსულ „გაზპომთან“ დავას იწყებს

მოლდოვა რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ უჩივლებს ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისის ხელოვნურად პროვოცირებისთვის,– ამის შესახებ მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მინისტრის თქმით, ადვოკატები უკვე ამზადებენ სარჩელს. „რუსული „გაზპრომი“დამნაშავეა იმაში, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ, ვიყიდოთ გაზი და ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვემზადებით საჩივარს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, რადგან მათი ბრალეულობით ვართ იძულებულები, გადავამისამართოთ თანხები, ავიღოთ ...

Read More »

დაანგრევს თუ არა რუსეთის ეკონომიკას რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგო?

დასავლეთი რუსული ნავთობ-დოლარების მიმართ უპრეცედენტო სანქციებს აწესებს. ევროკავშირის ემბარგო და G7-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული  ფასის ზღვარი ერთდროულად ამოქმედდება. გაუძლებს თუ არა რუსეთის ეკონომიკა ასეთ დარტყმას? – ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.   რა ხდება?   უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის კიდევ ერთი სადამსჯელო ღონისძიება 5 დეკემბერს ძალაში შევიდა. კონკრეტულად კი, ეს ნავთობის ემბარგოს გულისხმობს. აკრძალვა ეხება საზღვაო ...

Read More »

ყაზახეთი რუსეთთან „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის საკითხი არ განიხილავს

ყაზახეთი, რუსეთი და უზბეკეთი გაზის ტრანსპორტირების სისტემების ტექნიკურ შესაძლებლობებს განიხილავენ, თუმცა  „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნაზე საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა. „ფაქტობრივად, არ იყო განხილული  „სამმხრივი გაზის კავშირის“  შექმნის საკითხი. ყველა დისკუსია იყო ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ვთქვათ, ყაზახეთი რუსეთის ფედერაციასთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან. ეს არ იყო განხილული სამმხრივ ფორმატში. განვიხილეთ ჩვენი სისტემების ტექნიკური შესაძლებლობები – გაზის ...

Read More »

რუსულ გაზზე საბოლოოდ გათავისუფლებისთვის, ევროკავშირში ენერგეტიკაში ინვესტიციების ახალი ფონდის შექმნა სურთ

ევროკავშირმა ბიუჯეტს უნდა გადახედოს და დამატებითი ენერგეტიკული ინვესტიციებისთვის ახალი ფონდის შექმნა განიხილოს, რომ ბლოკის ქვეყნებმა რუსულ გაზზე უარის თქმა შეძლონ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, – იტყობინება Reuters-ი. „საკითხი მდგომარეობს იმაში, შეესაბამება თუ არა ევროკავშირის ბიუჯეტი თავის დანიშნულებას. ბიუჯეტის შუალედურ განხილვაში ახალი ხედვა სუვერენული ფონდის შექმნას გაუხსნიდა კარს“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა არ ...

Read More »