Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

„ენგურჰესის“ რეაბილიტაცია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია”

„ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროექტი მაშტაბური და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მასშტაბური პროექტი 2021 წლის 20 იანვარს დაიწყება, ხოლო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის 1-ელ მაისსაა დაგეგმილი. „ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის ...

Read More »

თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან

თბილისის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც 23 ადამიანი იმსხვერპლა, გეოლოგები, მსგავსი სტიქიის პრევენციის მიზნით, მდინარე ვერეზე კაშხლის აგების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. მაშინდელი წყალდიდობის გამომწვევი მეწყრული ზონა დღესაც აქტიურია. სტერეოტიპს – „ადამიანი უძლურია სტიქიის წინაშე“ – პრაქტიკულად ანგრევს კაშხლების დანიშნულება, რომელთა მეშვეობით წყალდიდობების დროს ჭარბი ჰიდრორესურსის აკუმულირება ხდება წყალსაცავში და შედარებით მშრალ სეზონზე შესაძლებელია ამ რესურსის გამოყენება როგორც ელექტროენერგიის გენერაციისთვის, ისე სარწყავი ...

Read More »

„ენგურჰესზე“ სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა შეზღუდულ ვადებში მოხდეს „ენგურჰესის“ დროული ამუშავება”

ჰიდროელექტროსადგური – „ენგურჰესი“ სარეაბილიტაციო – სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო – სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ენგურჰესის“ მნიშვნელობას საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის. უწყების ცნობით, საქართველოს უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მე-20 საუკუნის ...

Read More »

20 იანვრიდან “ენგურჰესი” ჩერდება, როგორ გააგრძელებს მუშაობას “ვარდნილჰესი”

საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება. რაც შეეხება „ვარდნილჰესს“, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, ,,ვარდნილჰესი“ ამ პერიოდში მისი სრული სიმძლავრის მხოლოდ ოთხნახევარჯერ ნაკლები ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ,,ენგურჰესის” გაჩერება უნდა მომხდარიყო თებერვალში, თუმცა რომ არ დაგვეკარგა უხვწყლიანი თვე, თარიღი გადმოვწიეთ და გეგმის მიხედვით 20 იანვრიდან 1-ლი მაისის ჩათვლით მოხდება სადერივაციო გვირაბის ...

Read More »

რიონის ხეობის სოფლებში ჰესების მშენებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა

მდინარე რიონის ხეობის მოსახლეობამ აქციები გამართა. სოფელ ოფურჩხეთში მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა სახელწოდებით „არ გააჩერო ნამახვანჰესი“. მათი თქმით,ჰესის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან. „ვითხოვთ მთავრობის მხარდაჭერას. გვინდა, განვითარებულ სოფლებში ცხოვრება. ჰესის მშენებლობის შემდეგ ადამიანები დასაქმდებიან და ეს ჩვენი იმედია. დაიხურა სკოლები და დაიცალა სოფლები მოსახლეობისგან. თუ ...

Read More »

“არ გვაქვს ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ ჰესებზე, რომლებიც გარემოს დიდ ზიანს არ აყენებენ”

“არ გვაქვს ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ ჰესებზე, რომლებიც გარემოს დიდ ზიანს არ აყენებენ” – გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. მისი თქმით, ქვეყანას საკუთარი ენერგეტიკული ობიექტების განვითარება და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ესაჭიროება.მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში როდესაც ენერგეტიკული პროექტი გარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს, მისი მშენებლობა არ უნდა შეჩერდეს. “აუცილებლად ჰესების მშენებლობა უნდა გაგრძელდეს საქართველოში, ოღონდ ...

Read More »

რა მოცულობის ელექტროენერგია დააკლდება ქვეყნის ენერგოსექტორს ენგურჰესი 3 თვით ჩერდებით

20 იანვრიდან ენგურჰესი ჩერდება. ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 თვეზე მეტ ხანს გასტანს და აპრილის ბოლოს დასრულდება. „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებში განხორციელებული ინვესტიცია ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფზე უკვე აისახა, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა, ზვიად კილასონიამ განუცხადა. სემეკმა 17 დეკემბერს დაადგინა „ენგურჰესის“ ახალი ტარიფი და ის 0.5 თეთრით გაიზარდა. „ნებისმიერ საინვესტიციო პროექტს, ასევე საოპერაციო ხარჯებს ...

Read More »

ენგურჰესი ჩერდება, აფხაზეთის მხრიდან მოთხოვნა კი იზრდება

ენგურჰესი ჩერდება, აფხაზეთის მხრიდან მოთხოვნა კი იზრდება. ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზშია აღნიშნული. სტატიის თანახმად, ბოლო 4 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წელიწადის თორმეტი თვიდან ათი თვის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. ქვეყანა ჭარბ ელექტროენერგიას მხოლოდ მაის-ივნისში (რიგ შემთხვევებში აპრილსა და ივლისშიც) გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის კრიზისმა მოთხოვნა შეამცირა, გამონაკლისი არც 2020 წელი აღმოჩნდა. მაის-ივნისში ...

Read More »

მცოცავი ენერგოოკუპაცია – რა (და)უჯდება საქართველოს აფხაზეთის ელექტრომომარაგება

20 იანვრიდან „ენგურჰესი“ ჩერდება. საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის 2018-2019 წლებში გადადებული რეაბილიტაცია 3 თვე გაგრძელდება. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი – 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე, “ენგურჰესის” ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება. შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას გათვლებით, რეაბილიტირებული “ენგურჰესი”, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი ...

Read More »

თურნავა: ნამახვან ჰესის პროექტის განმახორციელებელი თურქული კომპანი „ენკა“ ძალიან სერიოზული და სოლიდური ინვესტორია

ჩვენ ინვესტორს არცერთ ეტაპზე გადასვლის უფლებას არ ვაძლევთ, იმის გარეშე, დამატებითი დასაბუთებები არ წარმოადგინოს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ნამახვან ჰესის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის განმახორციელებელი თურქული კომპანი „ენკა“ ძალიან სერიოზული და სოლიდური ინვესტორია. „პანდემიისა და სხვა რისკების მიუხედავად, საქართველოში 800 მლნ დოლარს დებს. იშვიათად მესახება რეგიონში ასეთი მსხვილი მასშტაბის პროექტი, როგორიც ნამახვანის ჰესის მშნებლობის პროექტი. ეს არის, ...

Read More »