Tag Archives: #ნავთობი

რუსეთის ნავთობსადგურზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, ირკუტსკის რაიონში ნავთობის სადგურზე ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ასევე ადგილობრივი გამოცემა „ტაიგა“ ავრცელებს. მათი ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა ბენზინის გადამზიდსა და სარკინიგზო ავზებს. ხანძრის გავრცელების არეალი 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $90-ს მიუახლოვდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,18 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 89,91 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებას მარტში გეგმავს

თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა გაზსაზომი სადგურის მშენებლობა დაასრულა და შავი ზღვის გაზს მომხმარებელი Filyos-ის საწარმოდან მიიღებს. თურქეთი განაგრძობს შავი ზღვის შელფზე საკარიას გაზის საბადოს აქტიურ განვითარებას. შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდება თურქეთში, მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (მარტის ბოლომდე) დაიწყება. შავ ზღვაში საკარიას საბადოზე სამუშაოებს თურქეთის ნავთობის კორპორაცია (TPAO) სახელმწიფო BOTAŞ-თან თანამშრომლობით ახორციელებს.

Read More »

კლიმატის ცვლილების კონფერენციის პრეზიდენტად ნავთობკომპანიის დირექტორი დაინიშნა

COP28-ს პრეზიდენტად უდიდესი ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალ ჯაბერი დაინიშნა. რა შეიძლება იყოს ამაზე აბსურდული? მსოფლიოს მე-12 უდიდესი ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალ ჯაბერი კლიმატის ცვლილების შემდეგი კონფერენციის პრეზიდენტად დაინიშნა. გრეტა ტუნბერგმა მსოფლიო ლიდერების ცარიელი დაპირებები მსოფლიო კლიმატზე ზრუნვასთან დაკავშირებით ერთხელ შეაჯამა, როგორც ბლა ბლა ბლა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების სულთან ალ ჯაბერის COP28-ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ, აქტივისტის ეს შეფასება კვლავ რელევანტურია, წერს ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2023 წლის 20 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.16  (+  1.18)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.33   (+   0.85)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ-ს ნავთობის მარაგები ბოლო ერთ კვირაში 8,41 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 8,41 მლნ  ბარელით. იუწყება აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 3,48 მილიონი ბარელით  და შეადგინა  230,26 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  1,94 მილიონი ბარელით და შეადგინა  115,78 მლნ ბარელი.  

Read More »

რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტი გასულ კვირას, აპრილის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა, უმსხვილესი იმპორტიორები არიან ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი

რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტი გასულ კვირას, აპრილის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითეს, რომ ქვეყანამ ამ ეტაპისთვის გადალახა ევროპული სანქციებით გამოწვეული თავდაპირველი დარტყმა მიწოდებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, 13 იანვრის მონაცემებით, წინა ერთ კვირაში რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა 30%-ით გაიზარდა და დღე-ღამეში 3.8 მილიონი ბარელი შეადგინა. საზღვაო გზით რუსული ნავთობს მიწოდება მკვეთრად გაიზარდა ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2022 წელს სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 121,7 ათასი ტონა, რაც 4,2 ათასი ტონით ანუ 3,6%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (117,5 ათასი ტონა) შედარებით. 2022 წლის 12 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 49,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 40,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 32,1 ათასი ტონა (26,4%); ერაყი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,06 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 91,17 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება

საქართველოში საწვავის საცალო ფასს ჯერჯერობით არავითარი საფრთხე არ ემუქრება

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად ძვირდება. ერთი ბარელი “ბრენტის” ღირებულება 88 დოლარზე ავიდა, ამერიკული “ლაითი” 82 დოლარამდე გაძვირდა, რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი “ურალსის” ფასიც თითქმის 3%-ითაა გაზრდილი და 57 დოლარს შეადგენს. ირკვევა, რომ მოკლე პერიოდში მიღებულ ფასთა ცვლილებას საქართველოზე ასახვა არ ექნება. მსოფლიოში ნავთობზე ფასის ზრდა გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული. ღირებულების მატება პირდაპირ კავშირშია ჩინეთის მასშტაბით კოვიდრეგულაციების შემსუბუქებასთან ...

Read More »