ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2022 წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 121,7 ათასი ტონა, რაც 4,2 ათასი ტონით ანუ 3,6%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (117,5 ათასი ტონა) შედარებით.
2022 წლის 12 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 49,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 40,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 32,1 ათასი ტონა (26,4%); ერაყი – 26,6 ათასი ტონა (21,9%); რუსეთი – 9,2 ათასი ტონა (7,5%); თურქმენეთი – 4,3 ათასი ტონა (3,5%) და სხვ.
2022 წლის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 43,3 ათასი ტონა, რაც 6,7 ათასი ტონით ანუ 18,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (36,6 ათასი ტონა) შედარებით.
2022 წლის 12 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,5% (43,1 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.