Tag Archives: #რუსეთი

ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა შეაჩერა, რუსულ ნავთობზე ფასი რეკორდულად ეცემა

ჩინეთის ნავთობტრეიდერებმა, რომლებიც რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან, რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. აღნიშნულის მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შედეგად ამოქმედებული დასავლური ფინანსურ-ეკონომიკური სანქციებია. შემსყიდველები, რომლებიც რუსულ ნავთობს აღმოსავლეთის პორტებში ყიდულობდნენ, აცხადებენ, რომ სანამ სანქციების მოქმედებას ნათელი არ მოეფინება, აჩერებენ ნავთობის შესყიდვას. მათივე განცხადებით, შიშობენ, რომ რუსული ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში, თავადაც არ მოხვდნენ სანქციების სიაში. რუსული ...

Read More »

ჰაკერებმა გაზპრომის ვებგვერდი გათიშეს

ჰაკერებმა გაზპრომის ვებგვერდი დაჰაკეს. ამის შესახებ მათ რამდენიმე წუთის წინ „ტვიტერზე“ დაწერს.   #Anonymous #OpRussia @GazpromEN has been taken offline in support of the people living in #Ukraine. We are legion. Expect Us! Check Host: https://t.co/KYWwZNyGt3 pic.twitter.com/J9OSdBLnzf — Anonymous (@LiteMods) February 25, 2022

Read More »

სანქციების თავიდან ასარიდებლად რუსმა მილიარდერებმა შესაძლოა, კრიპტოვალუტები გამოიყენონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთს ძლიერი სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანია, ქვეყანას ბიზნესის დოლარებსა და სხვა მნიშვნელოვან ვალუტებში წარმოება შეეზღუდოს. ასევე, იგი მოიცავს რუსეთის ხუთი ბანკის შეზღუდვას, დაახლოებით, 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვის გზით. შეზღუდვები შეეხება რუსეთის მაღალი წრის საზოგადოებასა და მათი ოჯახის წევრებსაც. ეს ყველაფერი კი იმ სანქციებს ემატება, რომლებიც ოკუპანტს კვირის ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

რუსეთს მეტად სჭირდება ევროპის ფული, ვიდრე ევროპას რუსული გაზი

ენერგეტიკულ ბაზრებზე მოწინააღმდეგის შესახებ გადამეტებული წარმოდგენა კარგად იშვიათად სრულდება. როდესაც “ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის” (OPEC) არაბმა წევრებმა 1973 წლის ოქტომბრის ომის შედეგად ნავთობზე ემბარგო გამოაცხადეს, იმპორტიორმა ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიებზე ნავთობსაბადოებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებაზე ზრუნვა დაიწყეს, რამაც საბოლოო ჯამში ნავთობის მოხმარების ყველაზე მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ეს ფაქტი რუსეთისთვის წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, თუ ის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, შეეცდება ენერგიის მიმწოდებლის პოზიცია გამოიყენოს, როგორც გეოპოლიტიკური ბერკეტი. ...

Read More »

რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის სადგურის აღების შემდეგ იქ რადიაციის დონე გაიზარდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში, რომელიც 24 თებერვალს საღამოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს, რადიაციის დონის მატება შეინიშნება. ამის შესახებ vlasti.net იუწყება. ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექცია ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, რადიაქტიური კონტროლის ავტომატიზებული სისტემა გამა-გამოსხივების სიმძლავრის მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ზონაში რუსი სამხედროები 24 თებერვალს შევიდნენ. მათ სადგურის პერსონალი მძევლად აიყვანეს.  

Read More »

რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს

რუ­სე­თის სამ­ხედ­რო­ებ­მა ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი და­ი­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ „უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და“ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ველ­ზე მი­ხა­ილ პო­დო­ლი­აკ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. “მძი­მე ბრძო­ლის შე­დე­გად, ჩვე­ნი კონ­ტრო­ლი ჩერ­ნო­ბი­ლის ობი­ექ­ტზე და­კარ­გუ­ლია. ყო­ფი­ლი ატო­მუ­რი სად­გუ­რის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ბირ­თვუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის შე­სა­ნა­ხი ობი­ექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ნო­ბია“ , – გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა.

Read More »

ბელარუსმა უკრაინას საწვავის მიწოდება შეუწყვიტა

მინსკმა კიევს საწვავის მიწოდება შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსალტინგო ჯგუფის A-95 ხელმძღვანელი სერგეი კიუნი წერს. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა LIGA.net–ს „უკრგაზმოპოვების“ კომერციულმა დირექტორმა სერგეი ფედორენკომ დაუდასტურა. გამოცემის ცნობით, ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი არის, მაგრამ მოთხოვნა მასზე საკმაოდ მაღალია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ გასამართი სადგური ვერ ახერხებს საწვავის მარაგების შევსებას, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ და ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, თითქმის 30%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 300 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 389,7 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა ...

Read More »
რა დაუჯდება ბიუჯეტს დენის ტარიფის სუბსიდირება

„იზრდება გაზის და ნავთობის ღირებულება, ომის ხარჯის ნაწილს ფაქტობრივად თავად დასავლეთი ფარავს“

“სამწუხაროდ, რუსეთისთვის მიყენებული ჯერ-ჯერობით სიმბოლური ზიანი არც უკრაინისთვის და არც ჩვენთვის არავითარი გულის მოფხანის საშუალებას არ იძლევა”, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “სამწუხაროდ, რუსეთისთვის მიყენებული ჯერ-ჯერობით სიმბოლური ზიანი არც უკრაინისთვის და არც ჩვენთვის არავითარი გულის მოფხანის საშუალებას არ იძლევა. 5 ბანკის, 7 ოლიგარქის, კიდევ ერთი 5 იურიდიულის პირის ...

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

რუსული გაზის წილი საქართველოში გაორმაგდა

Gazprom-ი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წლე­ბის წინ დაკარგული პოზიციების აღდგენით არის დაკავებული. 2021 წელს საქართველოში რუსული გაზის იმპორტი 108%-ით გაიზარდა და მან 77 მილიონ დოლარს მიაღწია. ასეთი მკვეთრი მატება რუსული გაზის იმპორტში არცერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამავდროულად, შემცირდა ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან. გასულ წელს საქართველოში სულ 256 მილიონი დოლარის ღირებულების აზერბაიჯანული გაზი შემოვიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 2.4%-ით ნაკლები იყო. იყო თუ ...

Read More »