ბელარუსმა უკრაინას საწვავის მიწოდება შეუწყვიტა

მინსკმა კიევს საწვავის მიწოდება შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსალტინგო ჯგუფის A-95 ხელმძღვანელი სერგეი კიუნი წერს. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა LIGA.net–ს „უკრგაზმოპოვების“ კომერციულმა დირექტორმა სერგეი ფედორენკომ დაუდასტურა.

გამოცემის ცნობით, ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი არის, მაგრამ მოთხოვნა მასზე საკმაოდ მაღალია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ გასამართი სადგური ვერ ახერხებს საწვავის მარაგების შევსებას, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში.

ბენზინგასამართი კომპანიებში ამბობენ, რომ ძირითადად შეუფერხებლად მუშაობენ და მარაგები 30 დღე ეყოფათ.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply