Tag Archives: #გაზი

იტალიამ ბუნებრივი აირის საცავები 80%-ით შეავსო

იტალიის სწრაფვამ, შეემცირებინა თავისი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ გაზზე, ქვეყანა ნაკლებად დაუცველი გახადა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ზამთრამდე დააგროვა თავისი გაზის მარაგის 80 პროცენტი და უკვე 90 პროცენტს მიაღწევს. დრაგიმ დაამატა, რომ იტალიამ რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულება გასულ წელს დაახლოებით, 40 პროცენტამდე შეამცირა. მისი თქმით, იტალია რუსეთისგან სრულიად დამოუკიდებელი შეიძლება, 2024 წლის შემოდგომაზე გახდეს, თუკი ორ ახალ ...

Read More »

ევროპა რუსული გაზის გარეშეც მზად არის ზამთრისთვის

ევროპის ქვეყნები შემოდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ რუსეთისგან დამატებითი გაზის შესყიდვის გარეშე უკვე მზად არიან ზამთრისთვის. გერმანიის გაზის საცავები 80,65%-ით არის შევსებული. ეს საკმარისია ზამთარში გაზით ქვეყნის უზრუნველსაყოფად. დიდი ბრიტანეთი კი საერთოდ აღარ აწარმოებს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტს. გერმანიის ენერგეტიკული ქსელების სააგენტომ (Bundesnetzagentur) განაცხადა, რომ 24 აგვისტოსთვის გერმანიის გაზის საცავები შევსებულია 80%-ზე ოდნავ მეტით. ენერგეტიკული კომპანიების სურვილია, 1 ოქტომბრისთვის საცავების 85%-მდე ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, დოაში კატარის ემირთან, შეიხ ტამიომ ბენ ჰამადომ ალ ტანისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის, ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის, სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი არის საიმედო პარტნიორი, სტაბილურობის საყრდენი რეგიონში. მან კატარის ემირს აცნობა, რომ 20 აგვისტოს ქვეყანა ევროკავშირის მიერ საბერძნეთის ეკონომიკის გაძლიერებული ზედამხედველობის რეჟიმიდან გამოვია, რაც ქვეყნის განვითარებაში ახალ თავს ხსნის და ...

Read More »

“ენერგეტიკული სანქციები რუსეთზე მეტად ევროპას დააზარალებს, მათი შემოღება საღ აზრს სრულად ეწინააღმდეგება”

უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის პროცედურის გამკაცრებას და არც რუსეთისთვის ენერგეტიკული სანქციების დაწესებას, – ამის შესახებ Facebook-ზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო წერს. „ესტონელ კოლეგა ურმას რეინსალუსთან რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის საკითხზე ვისაუბრეთ. სოლიდარულები ვართ ოლაფ შოლცის პოზიციასთან და რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებას არ ვაპირებთ. ასევე ვიმსჯელეთ ესტონეთის მიერ ინიცირებულ სანქციების ახალ პაკეტზე. ჩვენ როგორც უკრაინის მეზობელი ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ევროპის გაზსაცავებში გაზის მოცულობამ გასული ზამთრის მაქსიმალურ დონეს უკვე გადააჭარბა

ევროპის ქვეყნების მიწისქვეშა საცავებში გაზის რეზერვების დონემ 2021-2022 წლების გასული ზამთრის სეზონის მაქსიმალურ დონეს გადააჭარბა. ამის შესახებ Gas Infrastructure Europe-ის (GIE) მონაცემებში წერია. 21 აგვისტოს მდგომარეობით, გაზის მარაგი ევროპის საცავებში 77,42%-მდე გაიზარდა, რაც, ბოლო ხუთი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,19 პროცენტული პუნქტით მეტია. ამჟამად საცავებში უკვე, დაახლოებით, 83,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზია დაგროვილი, მაშინ, როცა შარშან საცავების მაქსიმალური შევსების დონემ ...

Read More »

გერმანია გაზს კანადისგან შეიძენს

გერმანია გაზს, რუსეთის ნაცვლად, კანადისგან შეიძენს, – შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკეთა. „რუსულ გაზზე უარის თქმის პროცესში კანადა ჩვენი პარტნიორია. იმედი გვაქვს, რომ კანადური გაზი ამაში დიდ როლს ითამაშებს. კანადას ყველაფერი აქვს, რაც რუსეთს აქვს და ის დემოკრატიული და სანდო პარტნიორია“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

Read More »

ბულგარეთი გაზის იმპორტის გაზრდაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს განაახლებს

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთი გაზის იმპორტის გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს განაახლებს. ჰრისტოვის თქმით, სამინისტრო გააგრძელებს გაზის იმ მოცულობის მოძიებას, რომელიც საკმარისი იქნება მთელი ზამთრის პერიოდისთვის. „მათ [აზერბაიჯანს] აქვთ გაზი და საკითხი ფასზეა. ძალისხმევა მიმართული იქნება საშუალოვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც უზრუნველყოფს გაზის სისტემატიურ მიწოდებას კონკურენტულ ფასებში. ამ დროისთვის ჩვენ შეშფოთებული ვართ ფასების მუდმივი ზრდის ტენდენციით და არა ...

Read More »

ტრუდო: კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ჩაშალა

კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა და გერმანია დარჩებიან რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული მომავალი ერთი ან ორ წლის განმავლობაში. „რუსეთის მიზანი არ არის მხოლოდ განხეთქილების ჩამოყალიბება ქვეყნებს შორის, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, არამედ, ძირს უთხრის საზოგადოების მხარდაჭერას იმ მტკიცე პოზიციების მიმართ, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა დაიკავეს უკრაინის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. „ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მან გამოავლინა (რუსეთის პრეზიდენტის) ...

Read More »

სერბეთი ნოემბრიდან რუსული ნავთობის იმპორტს მთლიანად შეწყვეტს, მომავალ წელს კი აზერბაიჯანულ გაზს შეიძენს

სერბეთი ევროკავშირის სანქციების გამო რუსული ნავთობის იმპორტს ნოემბრიდან შეწყვეტს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რასაც გამოცემა Telegraf ავრცელებს. ხალხისადმი მიმართვაში ვუჩიჩი აცხადებს, რომ საზოგადოებამ ყურადღება წვრილმან საკითხებზე კი არ უნდა გაამახვილოს, არამედ ნოემბრიდან ელექტროენერგიის, გაზის, მაზუთისა და ქვანახშირის დაზოგვასა და ალტერნატიულ წყაროებზე იფიქროს. სერბეთმა უნგრეთიდან 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი შეიძინა, რომელიც უნგრეთის საცავებში შეინახება. ამასთან, სერბეთი, რომელიც ...

Read More »

ხვალ აფრიკის დასახლებაში, რეაბილიტაციის გამო 5000 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

“თბილისი ენერჯი” განცხადებით აფრიკის დასახლებაში, რეაბილიტაციის გამო 5000 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. “კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება ქიზიყის ქ. 2, 3, 5, 7, 7ა, 7ბ, 8, 9, 9ა, 11, 11ა, 12, 13/12, 14, 23, 34, გუმათგესის ქ. 11, 12, 13, 14, 16ა, 17, 18, 19, 20, 20ა, 21, 22, ენგურჰესის ქ. 1, 2, ცისკარიშვილის კორპ. ა, ბ, გ, ვ, ე, ...

Read More »