Tag Archives: #ენერგეტიკა

BITCOIN-ს შეუძლია ოქროს, როგორც ფასეულობის ჩანაცვლება – სინგაპურის ბანკი

სინგაპურის ბანკი მიიჩნევს, რომ ციფრულ კრიპტოვალუტებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ ტრადიციული აქტივები, როგორიცაა ოქრო, – წერს ბრიტანული გამოცემა Independent-ი. სინგაპურის ბანკის მთავარი ეკონომისტის მანსორ მოჰი-უდდინის თქმით, ინვესტორებისთვის Bitcoin-ი თავიანთი პორტფელის გასაძლიერებლად სულ უფრო აქტუალური ხდება, თუმცა რჩება მრავალი გამოწვევა. ინვესტორებს სჭირდებათ სანდო ინსტიტუტები, რომ ციფრული ვალუტის უსაფრთხოდ დაცვა შეძლონ. ”Bitcoin-ი არასტაბილურია, რადგან მისი აქციების ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში $4,000-დან $ 40,000-ზე გაიზარდა ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას?

საქართველოში კერძო კომპანიების უდიდესი ნაწილი ელექტროენერგიას ან “თელასის” ან “ენერგო-პროჯორჯიას” ქსელიდან იღებს. თუმცა, 16 მსხვილ კომპანიას “პირდაპირი მომხმარებლის” სტატუსი აქვს და ისინი ელექტროენერგიას “თელასისა” და “ენერგო პროს” გვერდის ავლით იღებენ. სახელმწიფო კომპანია ესკოს ანგარიშში საუბარია 2020 წლის განმავლობაში ამ კომპანიების მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტ დენს “ჯორჯიან მანგანეზი” მოიხმარს, რომელმაც გასულ წელს 1.01 მილიარდი ...

Read More »

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი დასჯადი გახდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს კრიპტოვალუტის უკანონო მომპოვებლების წინაამღდეგ სანქციების გამკაცრების და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა. აფხაზი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ ეს ზომა ნაწილობრივ მაინც შეამცირებს ვირტუალური ვალუტის მოპოვებას, რომელიც რესპუბლიკის ენერგოსისტემას ანგრევს და მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული მწვავე ენერგოკრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ გრძელდება და ამის მიზეზად უკვე საყოველთაოდ და ოფიციალურად აღიარებულ იქნა ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო რუსეთთან ერთიან ენერგოსისტემაზე უარის თქმას გეგმავს

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, იური ვიტრენკომ განაცხადა, რომ საჭიროა უკარაინამ უარი განაცხადოს რუსეთთან და ბელორუსთან გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემაზე და შეუერთდეს ევროპულ სისტემას. ”ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვეთიშოთ ბელორუსისა და რუსეთის ერთიან ენერგოსისტემას და შევუერთდეთ ევროპულ სისტემას. აღნიშნული იქნება ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა – ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, ნორმალური ბაზარი, სადაც არ არის მონოპოლისტების თვითნებობა, სადაც ნორმალური გამჭვირვალე ფასია ...

Read More »

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას იწყებს – პირველი ელექტროსისტემა იქნება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. „კიდევ ერთი თემა, რომელზეც ჩვენ დავიწყებთ მსჯელობას, ეს გახლავთ უკვე დაანონსებული და ჩვენ სამთავრობო პროგრამაშიც ჩავდეთ, უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების განმავლობაში, ეს ...

Read More »

ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის სემეკი „მედია კლუბის” ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) „მედია კლუბის“ ფარგლებში, ონლაინ ფორმატში ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს ენერგეტიკის სექტორში, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგსა და კონკურენციას ბაზრებზე;  ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის მექანიზმებსა და ახალ ბაზარზე ტარიფების დადგენის პრინციპებს.   ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკისა  და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლები. ტრენინგები დაიწყება თებერვალში. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ქვემოთ მოცემული ლინკის საშუალებით https://gnerc.org/ge/saregistratsio-forma. ...

Read More »

ნენსკრა ჰესი – არა მხოლოდ ელექტროენერგია

გარდა ამისა, კომპანიის მიერ მხოლოდ 2019–ში ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილია 4 მლნ ლარის გადასახადები. ეს თანხა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს და უკვე 2020–ში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე დაიხარჯება. 280 მეგავატი საპროექტო სიმძლავრის ნენსკრა ჰესის ძირითადი მისია, საბოლოო ჯამში, იმ დეფიციტის შემცირებაა, რომელიც ბოლო წლებში, ელექტრომოხმარების ზრდის პარალელურად, საქართველოს ენერგობაზარზე შეიქმნა. ამ დეფიციტის გამო დღეს უკვე მნიშვნელოვნადაა საქართველო დამოკიდებული აზერბაიჯანული და რუსული ელექტროენერგიის ...

Read More »

შეიცვლება თუ არა ენერგოტარიფები ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ

ენერგეტიკული ბირჟის რეალურ რეჟიმში ამოქმედების შემდეგ ელექტროენერგიაზე ფასების ძირითადი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. გარკვეული კორექტირება იქნება, თუმცა როგორი, ამის წინასწარ პროგნოზირება ბირჟის დირექტორს უჭირს. „ფასებში მთავარი კორექტივი რაც იქნება, ეს არის ის, რომ თუ დღეს ფასი ყალიბდება ყოველთვიურად, მომავალში ყოველ საათობრივი ფასი გვექნება. ეს კიდევ ერთი დამატებითი სიგნალია ორივე მხარისთვის, გენერაციის ობიექტისა და მომხმარებლისთვისაც. როდესაც ფასი ყალიბდება საათობრივ ჭრილში და ...

Read More »

2020-ში აფხაზეთმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც მთელმა თბილისმა – ის უფასოდ მარაგდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალი ტემპით იზრდება. 2020 წლის განმავლობაში რეგიონმა დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც 1.1-მილიონიანმა თბილისმა. ესკოს მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბალანსიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის მიერ საქართველოდან მიღებული უფასო ელექტროენერგია 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. შედარებისთვის თბილისის ენერგოგამანაწილებლის, “თელასის” მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 2.63 მილიარდი კილოვატ საათი იყო. აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით ...

Read More »

2020 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

საქართველოში 2020 წელს წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 4,8%-ით შემცირდა და 12,157 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 12,774 მლრდ კვტ.სთ იყო.2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება Covid 19-ის პანდემიის გამო არსებულმა/დაწესებულმა შეზღუდვებმა განაპირობა. ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, წინა წელთან შედარებით ფაქტობრივად არ შემცირებულა იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა, რაც გამოწვეული იყო 2020 წელს ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებით. 2020 წელს საქართველომ ...

Read More »