Tag Archives: #ატომური

ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ზაპორიჟიეს ტერიტორიის დაბომბვა. ამის შესახებ მან Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა. „რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში და უკრაინის მხარეს გადასცეს ყველა ატომური ელექტროსადგური უკრაინაში”, – წერს ესტონელი დიპლომატი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 6 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა გაანხორციელეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურსა და ამავე ოლქის ქალაქ ენერჰოდარზე. 

Read More »

ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებაზე წინსვლას ოპტიმისტურად აფასებენ ევროკავშირის და რუსეთის წარმომადგენლები

ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო განახლებული მოლაპარაკების წამყვანმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის მიმართ. ევროკავშირის მთავარმა წარმომადგენელმა ენრიკე მორამ კვირას თქვა, რომ ის „მთლიანად“ ოპტიმისტურად არის განწყობილი მოლაპარაკებაზე პროგრესის მიმართ. „ჩვენ წინ მივდივართ და ველით, რომ მოლაპარაკებებს მალე დავასრულებთ“, – უთხრა 7 აგვისტოს ირანულ მედიას ენრიკე მორამ. რუსეთის ელჩმა მიხაილ ულიანოვმა 7 აგვისტოს თქვა, რომ „3-4 ...

Read More »

“აქ, ან იქნება რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო” – რუსებმა აღიარეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური დანაღმულია

“აქ, ან იქნება რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო” – აღნიშნულის შესახებ რუსული გარნიზონის მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილიევმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით განაცხადა. მედიის ცნობით, ოკუ­პან­ტებ­მა ღიად გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ნაღ­მუ­ლია ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი. რუ­სე­თი აღარ მა­ლავს, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ას “ბირ­თვულ ფა­რად” იყე­ნებს. “აქ იქ­ნე­ბა ან რუ­სუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი მიწა, ან გა­და­ი­ბუ­გე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. თქვენ, რუ­სუ­ლი არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბი, მზად უნდა იყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძა­ნე­ბის ...

Read More »

უკრაინის ბირთვული ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით დაიმუქრნენ

უკრაინის ბირთვული ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით დაიმუქრნენ. როგორც „ენერგოატომში“ ირწმუნებიან, რუსეთი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილევმა თავის სამხედროებს განუცხადა, რომ „ზაპოროჟიე იქნება რუსული მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ის გადამწვარ უდაბნოდ იქცევა“. როგორც უკრაინული მხარე იუწყება, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრობლოკები დანაღმეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 6 ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსული ბირთვული ტერორი მოითხოვს უფრო მკაცრ პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, სანქციებს რუსულ ბირთვულ ინდუსტრიასა და ბირთვულ საწვავზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო და ფრონტზე არსებული ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ისაუბრა. როგორც ზელენსკი „ტვიტერში“ წერს, რუსული ბირთვული ტერორი უფრო მკაცრ პასუხს მოითხოვს. „რუსული ბირთვული ტერორი მოითხოვს უფრო მკაცრ პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, ის მოითხოვს სანქციებს რუსულ ბირთვულ ინდუსტრიასა და ბირთვულ საწვავზე. დადებითად შეფასდა ზღვით მარცვლეულის ექსპორტის დაწყება. ყირიმის პლატფორმის სამიტისა და სხვა ღონისძიებებისთვის მზადება. ხაზი გაესვა უკრაინისთვის, რაც შეიძლება სწრაფად მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტის განბლოკვის მნიშვნელობას“, ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რუსების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას მკაცრად გმობს

უკიდურესად შეშფოთებული ვარ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გუშინდელი დაბომბვით, რაც ხაზს უსვამს ბირთვული კატასტროფის რეალურ საშიშროებას, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობას, გარემოს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ, – აცხადებს გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი. მისივე განცხადებით, მზად არის, უხელმძღვანელოს მისიას, რომელშიც გაერო-ს სააგენტოს ექსპერტები შევლენ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. „ეს მისია გადამწყვეტ როლს შეასრულებს ბირთვული უსაფრთხოების ...

Read More »

შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს

შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს. ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს. მისი ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების საეჭვო აქტივობა შეინიშნება. კერძოდ, ობიექტზე შევიდა სატვირთო ავტომობილების კოლონა და, როგორც The Insider-ის წყაროები ამბობენ, იქ დანაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. გამოცემის ცნობით, ოკუპანტები ნაღმებს ენერგობლოკებთან ახლოს, ნაწილს კი უშუალოდ ენერგობლოკში ინახავენ. რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს 4 მარტიდან აკონტროლებენ.

Read More »

რუსეთის ჯარებმა რამდენიმე დარტყმა მიაყენეს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე არეალს

რუსეთის ჯარებმა რამდენიმე დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო უბნის მახლობლად, იტყობინება უკრაინის კომპანია “ენერგოატომის“ „ტელეგრამის“ არხი. ცნობით, რადიოაქტიური ნივთიერებების გამოჟონვა არ დაფიქსირებულა, ერთ-ერთი დარტყმა მაღალი ძაბვის ხაზს მოხვდა. “ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აგრძელებს მუშაობას და ელექტროენერგიის მიწოდებას უკრაინის ენერგოსისტემაში იმ ხაზების მეშვეობით, რომლებიც მოქმედებს. მათი გამტარუნარიანობის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი მოქმედი ენერგობლოკის განტვირთვისა და ქსელიდან გათიშვის ...

Read More »

ოლაფ შოლცი დეკემბრისთვის დაგეგმილი ატომური ელქტროსადგურების შეჩერების გადავადებას არ გამორიცხავს

ასეთი მოსაზრება გამოთქვა გერმანიის კანცლერმა იოლაფ შულცმა რურის რეგიონის ქალაქ მიულჰაიმის Siemens Energy-ის ქარხანაში, სადაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1″-ის მუშაობისთვის საჭირო კანადაში გარემონტებული ტურბინა ინახება. ოლაფ შოლცის თქმით, ენერგიის მოსალოდნელი დეფიციტიდან გამომდინარე, ფედერალური მთავრობა ატომური ენერგიის გამოყენების ხანგრძლივობის ვადის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამჟამად ჯერ კიდევ მოქმედი სამი ატომური ელქტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია არაა დიდი (სამივე ატომური ელექტროსადგურის წილად გერმანიაში წარმოებული ელექტროენერგიის ...

Read More »

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება. ამის შესახებ გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ვენაში მოლაპარაკებებს დიპლომატები შეერთებული შტატებიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან დაესწრებიან. პროცესში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირიც, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს.

Read More »