Tag Archives: #ენერგეტიკა

“მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა ბირჟის მეშვეობით მოხდება”

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განაცხადებით, ბირჟის მეშვეობით მოხდება მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონის მიღებითაა განპირობებული. „მიმდინარეობს რეფორმები, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგეტიკის ნაწილში ბაზრის ეტაპობრივ გახსნას, როცა მსხვილი მომხმარებლები გავლენ თავისუფალ ბაზარზე და სწორედ თავისუფალ ბაზარზე შეიძენენ ელექტოენერგიას. მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქციაა კანონის შესაბამისად კანონქვემდებარე აქტების მიღება, ...

Read More »

თურქეთის ელჩი: ნამახვანჰესი საქართველოსა და ქართველებისთვის შენდება

თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანი “ენკას”, მთავრობასა და პროტესტის მონაწილეებს ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით კონტრუქციული დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. “მივესალმები ყველა გადაწყვეტილებას და განცხადებას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ის არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ. ყველა პროცესი ტენდერთან, შეთანხმებასთან, თუ სხვა, უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. მივესალმები ნდობის შენებას, ზომებს, რომლის მიხედვითაც დიალოგის ფორმატი გაფართოვდა მათთან, ვინც ჰესის შენების ...

Read More »

„ენერგოსისტემის ეფექტურობის შენარჩუნებას, მარეგულირებელი ჰესების ინფრასტრუქტურით შევძლებთ“

„კარგია,  რომ საქართველოს ენერგოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ენერგოსისტემაა სამეზობლოში, თუნდაც იგივე რუსეთთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება არ იცის, მაგრამ ფაქტია, თბილისელი და მოსკოველი, ელექტროენერგიის ერთი და იგივე ტარიფს იხდის“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. „ჩვენი მოხმარების 7 % საკმაოდ ძვირი იმპორტირებული ენერგიით ივსება. არ არის იაფი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაც, რომელიც თავისი ...

Read More »

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები იზრდება

ევროპაში ელექტრომობილების მზარდი პოპულარობა ისევ ძალაში რჩება. ევროპის ავტომობილთა მწარმოებელთა ასოციაციის მიხედვით, სრულად ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყივდვებმა პირველ კვარტალში ავტომობილების მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 15% შეადგინა. პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. 2020 წელს ევროპამ გადააჭარბა ჩინეთს, როგორც ელექტრომობილების უდიდეს ბაზარს. გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში უზარმაზარი სუბსიდირების და ასევე Volkswagen-ის და Stellantis-ის ახალი შეთავაზებების ფონზე, რეგიონი, სავარაუდოდ, ...

Read More »

პოლონეთი გერმანიას მოუწოდებს, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის განხორციელებაზე უარი თქვას

პოლონეთი გერმანიას მოუწოდებს, ევროპული სოლიდარობა გამოიჩინოს და უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის განხორციელებაზე. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. „გერმანიას მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ პროექტზე და ამით, ფაქტობრივად, შეწყვიტოს ევროპის ამ ნაწილის დესტაბილიზაცია, რადგან ეს პროექტი ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის უამრავი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს. ამიტომაც გერმანიას სოლიდარობისკენ მოვუწოდებთ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ...

Read More »

„ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა საკუთარი გენერაციით უნდა დაბალანსდეს“

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის დაგეგმილი 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 40%-ის შემოსავლები მოიმატებს. 60%-ისა კი, სავარაუდოდ, შემცირდება. ეს თავისთავად გამოიწვევს ამ 60 %-ის გარკვეული ნაწილის, არსებული გათვლებით, დაახლოებით 1%-ის შრომით მიგრაციას საზღვარგარეთ“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს. მისი მოსაზრებით, განვითარების ზემოთ აღწერილი სცენარი ნიშნავს, რომ ქვეყანას დამატებით ექმნება და ...

Read More »

„ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა არსებობს“

ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეებისგან სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის შენიშვნა, რომ საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული, თუ რეალურად რამდენი ელექტროენერია სჭირდება ქვეყანას და რა წყაროებით შეიძლება აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება. აღნიშნულ თემაზე „ენერგონიუსი“ „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს გიორგი აბრამიშვილს ესაუბრა. “მინდა მოგახსენოთ, რომ სამოქმედო გეგმა არსებობს. სტრატეგია 2007 წელს არის დაწერილი. 15 ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან საერთო ენა უნდა გამოინახოს”

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან საერთო ენა უნდა გამოინახოს და რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. როგორც ნარმანია განმარტავს, ყველაზე მთავარი ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი. „ვფიქრობ, კონსენსუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს. დარწუნებული ვარ, რომ გამოინახება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელშიც ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებები, ხოლო მეორე მხრივ, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ საკითხზე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი ჩაერთვება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების ...

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოცხადდა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

Read More »