Tag Archives: #აირი

რუსეთი აკრძალავს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზედა ზღვარს

რუსეთი აკრძალავს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზედა ზღვარს. Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი უკვე ამზადებს პრეზიდენტის ბრძანებას. დადგენილება აკრძალავს ბიზნესის კეთებას როგორც კომპანიებთან, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც შეუერთდებიან ფასების შეზღუდვის მექანიზმს. „გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს ფასების ლიმიტი ან კრემლის საპასუხო განკარგულება ვაჭრობაზე“, – წერს გამოცემა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბუნებრივ აირს არ მიაწვდის ...

Read More »

თურქეთი შავი ზღვის ფსკერზე გაზის მოპოვების დაწყების შემდეგ, იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას აპირებს

თურქეთის განზრახვამ, შავი ზღვის ფსკერზე ახალი საბადოები განავითაროს, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების 30%-ით შემცირება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა გააკეთა. მისივე თქმით, შავი ზღვის ფსკერზე გაზის მოპოვების დაწყების შემდეგ, ის მთლიანი მოხმარების 25-30%-ს უზრუნველყოფს. „ჩვენი საგარეო დამოკიდებულება ბუნებრივ აირზე 70%-მდე შემცირდება“, – განაცხადა დონმეზმა. იმავდროულად, შავი ზღვის ფსკერზე ახალი საბადოების აღმოჩენის შემთხვევაში, თურქეთის ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

2025 წლისთვის, იტალია რუსულ გაზს სრულად ჩაანაცვლებს

2025 წლისთვის იტალიაში რუსული გაზი სრულად ჩანაცვლდება. ამის შესახებ მედია ენერგოკომპანია Eni-ს აღმასრულებელ დირექტორზე კლაუდიო დესკალციზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, 2023 წელს რუსული გაზის წილი იტალიის ბაზარზე 6-7% იქნება. ამჟამად რუსული გაზი 50%-ით ჩანაცვლდა. დესკალციმ აღნიშნა, რომ იტალიის ხელისუფლებამ გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების ძებნა თებერვალში დაიწყო, მიმართა აფრიკის ქვეყნებს, ახლო და შორეულ აღმოსავლეთს და შეერთებულ შტატებს. „ჩვენ უკვე მოვახერხეთ 21-23 მილიარდი ...

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

ალიევი: TAP-ის გამტარუნარიანობა უნდა გაფართოვდეს, რადგან ის უკვე სრული დატვირთვით მუშაობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) პროექტის მონაწილეები მისი გამტარუნარიანობის გაფართოებაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. ამის შესახებ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, სახელწოდებით, „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა.“ მისი თქმით, აზერბაიჯანულ გაზზე მზარდი მოთხოვნაა, მაგრამ ამისთვის საჭიროა TAP-ის მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა, რასაც, ალიევის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ცალმხრივად ვერ გააკეთებს, რადგან TAP-ში მისი წილი მხოლოდ 20%-ია. ამდენად, ...

Read More »
ევროპის მხრიდან რუსული გაზის აზერბაიჯანულით ჩანაცვლება მოხდება

რუსეთიდან გაზის იმპორტირების აზერბაიჯანული გეგმა: არის თუ არა საფრთხეში ევროკავშირის ენერგოდივერსიფიკაციის გეგმა?

18 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანისთვის დაახლოებით ერთი მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდებას აპირებს.  რუსეთიდან ენერგორესურსის მიღებით ბაქო ცდილობს როგორც შიდა სამომხმარებლო, ასევე აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის იმპორტიორი საქართველო, თურქეთი და ევროკავშირი შეუფერხებლად დააკმაყოფილოს. 18 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროკავშირში 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება 2022 წლის დასასრულისთვის, ხოლო 2027 ...

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, კონდენსატის წარმოებამ 950 000 შეადგინა. აზერბაიჯანული მედია, ინფორმაციას, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობითავრცელებს. აღსანიშნავია, რომ უმიდის ველი 2010 წლის 24 ნოემბერს აღმოაჩინეს. ეს არის პირველი გაზის კონდენსატის საბადო აზერბაიჯანში, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში აღმოაჩინეს. ველი ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა. წინასწარი შეფასებით, საბადოს მთლიანი მარაგი 200 მილიარდ კუბურ ...

Read More »

ევროკავშირი გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრები ექსპორტირებული გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ. უწყების ხელმძღვანელებმა საგანგებო შეხვედრა ბრიუსელში გამართეს, სადაც გაზისა და ნავთობის ფასების რეგულირების შესახებ ევროკომისიის შეთავაზებული მექანიზმები განიხილეს. უკრაინაში ომისა და კორონავირუსის პანდემიის გამო ევროკავშირში ენერგომატარებლების ფასი რეკორდულადაა გაზრდილი.

Read More »

ევროკავშირი აპირებს 1000 კუბურ მეტ გაზზე ფასის ჭერი 3000 დოლარამდე დაადგინოს

ევროკომისია გამოდის წინადადებით, მოხდეს 3000 დოლარის ფასის ჭერის დადგენა ბუნებრ აირზე, რომელიც რეგიონის ეტალონ ჰაბში – ნიდერლანდურ TTF-ზე ივაჭრება. ევროპაში აღნიშნული ფასის გადალახვა მხოლოდ 5 დღით მოხდა 22-26 აგვისტოს მონაკვეთში. „სწორედ ეს საფასო პიკი იქნა მიღებული საორიენტაციოდ, იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ უზომოდ მაღალ ფასებს“, – წერია ევროკომისიის განცხადებაში. ამ დროისთვის დეკემბრის ფიუჩერსები TTF-ზე ბირჯაზე ICE Futures 1000 კუბურ მეტრზე 1 ...

Read More »

გაზის შესახებ რუსეთთან აზერბაიჯანის შეთანხმება ევროპას უსიამოვნო კითხვებს უჩენს

აზერბაიჯანმა რუსეთთიდან გაზის იმპორტი დაიწყო შეთანხმების ფარგლებში, რომელმაც ბაქოს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საშულება უნდა მისცეს. თუმცა ეს სერიზულ კითხვებს იწვევს უშუალოდ ბოლო შეთანხმებების ირგვლივ, რომელიც ევროპაში გაზის ექსპორტის გაზრდას ეხება. ამის შესახებ Eurasianet-ი წერს. რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“, რომელიც გაზის მოპოვებითა და ექსპორტით არის დაკავებული, 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ 15 ნოემბრიდან აწვდის გაზს აზერბაიჯანულ SOCAR-ს და 2023 წლის მარტამდე მილიარდამდე კუბური ...

Read More »
Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, 2023 წელს 1,5 მილიონ ტონა ნავთობს გადატვირთავს

ყაზახეთი, 2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავს. ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რადგან KazMunayGas-მა და აზერბაიჯანულმა SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 5 წლის ვადით ბაქო (აზერბაიჯანი) – თბილისი (საქართველო) – ჯეიჰანი (თურქეთი) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. რჩება მხოლოდ იმის დადგენა, თუ რომელი ...

Read More »