Tag Archives: #ენერგეტიკა

კომპანია „თელმიკო“ – ენერგეტიკულ ბაზარზე ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის

პირველი ივლისიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას განახორციელებს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია „თელმიკო“. აღნიშნული კომპანია აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად მოემსახურება. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს“ აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება განპირობებულია ენერგოსექტორის მასშტაბური რეფორმით, რომლის ფარგლებშიც, საქართველო ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ მოდელზე გადადის. „აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის. მოსახლეობამ, მხოლოდ უნდა გაითვალისწინოს, რომ ივლისის თვეში მომხმარებელი მიიღებს ორ ქვითარს: პირველ ივლისამდე დახარჯული ...

Read More »

BTU-ში მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა

„ინიციატივა 5.0-ის“ ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პანელური დისკუსია „მწვანე ტექნოლოგიების“/GreenTech-ის მიმართულებით ჩატარდა. კონფერენციაზე, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩატარდა, განხორციელდა BTU-ს კვლევის წარდგენა. პანელური შეხვედრის მიმდინარეობისას, დამსწრე საზოგადოებამ მიმოიხილა როგორც აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევები და პოტენციალი, ასევე – საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები. დისკუსიას ესწრებოდნენ პანელისტები – საქართველოს წამყვანი სპეციალისტები მწვანე ტექნოლოგიების დარგში: მაია მელიქიძე – BTU-ს აფილირებული პროფესორი ...

Read More »
2015 წელს რუსეთში ელექტროენერგიის გენერაცია გაიზარდა

ჩინეთი ელექტროენერგიის უკიდურესი დეფიციტის ეპიცენტრშია

ჩინეთი ელექტროენერგიის უკიდურესი დეფიციტის ეპიცენტრშია, რადგან ექსტრემალური ამინდი, ენერგიის მოთხოვნილება და ქვანახშირის მოხმარების მკაცრი შეზღუდვები სამმაგ დარტყმას აყენებს ქვეყნის ელექტრო ქსელს. ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს, რაც ართულებს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას და ზეწოლას ახდენს გლობალურ ვაჭრობაზე. ჩინეთის დაახლოებით ათეულობით პროვინციამ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მათ ენერგომომარაგების შეზღუდვა შეექმნათ, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის რამდენიმე მნიშვნელოვან დაწესებულებას. ...

Read More »

ელექტროსადენები 70%–ით გაძვირდა – „საქკაბელმა“ წარმოება გაზარდა

ელექტროსადენების ბაზარმაც, ისევე როგორც სექტორების უმრავლესობამ, პანდემიისა და ლარის კურსის ცვლილების გამო მკვეთრი ცვლილება განიცადა. კერძოდ, 70%–ით გაძვირდა ნედლეული და, შესაბამისად, გაძვირდა მისგან მიღებული პროდუქტიც. „საქკაბელის“ მმართველი პარტნიორი ედიშერ მამალაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ამის მიზეზი ვალუტის ცვლილებასთან ერთად მსოფლიოში სპილენძის გაძვირებაა, თუმცა, პანდემიის დროს, ადგილობრივი წარმოება, იმპორტთან შედარებით, გაიზარდა. „საკაბელო ბაზარი გაძვრებულია რამდენიმე მიზეზის გამო – ჯერ ერთი, სავალუტო კურსის გამო, რომელიც ...

Read More »

რა იცვლება ელექტროენერგიის აბონენტებისთვის 1-ლი ივლისიდან

1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. კერძოდ, თბილისში, „თელასს“ ჩაანაცვლებს „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში “ნერეგო-პროს” ნაცვლად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი „ეპ ჯორჯია“ იქნება. როგორც „სემეკის“ თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, მომხმარებლებისთვის ტარიფები არ შეიცვლება, თუმცა გარდამავალ ეტაპზე, ანუ 30 ივნისიდან ივლისის პერიოდში, მრიცხველების ამონაწერის კომპანიისთვის მიწოდება თავადაც შეეძლებათ. “1-ლი ივლისიდან გარკვეული ცვლილებები ხდება ელექტროენერგეტიკის სექტორში, რომელიც არაერთხელ იყო დაანონსებული. ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, 30 ივნისს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: სამგორის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალი არსენალის I ქუჩის, ჩეჩელაშვილი, ცაიშის, მნათობის, ლამის, სიღნაღის, ბაგრატიონის, თამარაშენის, სალიების, სააკაძის, გუმათის, ჭიჭინაძის, დიღომბარის, ჯაბაურის, ძეგამის,  ეკატერინე ჭავჭავაძაძის,  ბერიაშვილის,  ახუთის, დავითაშვილის, კუმისის, მჭედლიშვილის, ანთელავას, გედევანიშვილის ...

Read More »
"ენგურჰესი" ტუმბოებს კომპანია Гидромашина-სგან შეისყიდის

ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 70%-ს ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს

დღევანდელი მოხმარების პირობებში ენგურჰესს ელექტროენერგიაზე აფხაზეთის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ამის შესახებ ელექტროსადგურის დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა. „2018 წლის მაისში აფხაზეთმა დახარჯა 100,3 მლნ. კვტ.ს. ენერგია, 2019-ში 100 მლნ., აი 2020-ში კი – 158 მლნ. რაც შეეხება 2021 წელს, მაისში აფხაზეთში ყველა დროის რეკორდი მოიხსნა – მოხმარებამ 208 მლნ. კვტ.ს. შეადგინა. ანუ, 2020 წელთან შედარებით ზრდამ 40% შეადგინა, ხოლო 2019-თან ...

Read More »
ძაბვ

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 29 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი -3 X კვარტლისა და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირისა (ნაწილობრივ) და სანზონის ...

Read More »
სტიქიით დაზარალებულ სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება აღუდგა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 28 ივნისის საჯარო სხდომაზე იმსჯელა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი“ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე. კორექტირებული ტარიფები ძალაში შევა პირველი ივლისიდან და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შპს „გასკო +“ ოპერირებს ქალაქ სენაკში ...

Read More »
აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური ფოტოები

აფხაზეთი ახალი ენერგოკრიზისის მოლოდინშია

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვებზე ალაპარაკდნენ – ე.წ. პარლამენტის დეპუტატები მოელიან, რომ ინტენსიური ენერგომოხმარების გამო უკვე სექტემბერ–ოქტომბერში მოსალოდნელია ენერგოდეფიციტის ახალი ტალღა. ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანია „ჩერნომორენეგრო“ ამ საკითხზე კომენტარებს არ აკეთებს, თუმცა, არ უარყოფს, რომ ენერგეტიკის პრობლემები ამ დღეებში დეპუტატების ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრის დროს განიხილებოდა. ამ შეკრების მონაწილის, ე.წ. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის ნატალია სმირის თქმით, ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ის 40%, ...

Read More »