Tag Archives: #ელექტრიფიკაცია

მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება შესაბამისი ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება

მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება. ვადა, რომელიც 2023 წლის 1-ელი იანვრამდე იყო განსაზღვრული, 2026 წლამდე გაგრძელდა. “ტყის კოდექსში“ ცვლილებები 84 ხმით, პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვება ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება დასაშვები. როგორც მთავრობა განმარტავს, სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას უნდა შეეზღუდოს სათბობი შეშის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

30 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის დასახლების IVა, IVბ კვარტლების, სოფელი გლდანის, გობრონიძის, რიკოთის, ხრესილის, ვარდისუბნის, ქერჩის, ნეკრისის, ტეხურას, ხვანჭკარის, იაკობის, გრემის, გომბორის, სკანდეს, მონასტრის, წყალსადენის, ავალიშვილის, ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ყუშიტაშილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის და ზაჰესის ქუჩების ...

Read More »

უკრაინაში არც ერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი – შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ამბობს, რომ უკრაინაში ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგურმა განიცადა თავდასხმა. „დღეს უკრაინაში არც ერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი. ამის მიუხედავად ჩვენი ენერგოსისტემა მძიმე სისტემური ავარიიდან გამოვიდა. ამ მომენტისთვის ელექტროენერგიის მწარმოებლები უზრუნველყოფენ მოხმარების საჭიროების 70%-ს”, – განაცხადა შმიგალმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ელექტროენერგია უკრაინის თითქმის მთლიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება.

Read More »

სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და  სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის მხარდაჭერით,  საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა. კლუბის ფარგლებში გამართულ პირველ შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა, თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა და  ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკული კლუბის დაფუძნების მნიშვნელობაზე. ენერგეტიკული კლუბის გახსნას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, ლიცენზიატი კომპანიების, ...

Read More »
რა სარგებელს მოუტანს "ნენსკრაჰესი" ქვეყნის ეკონომიკას

ნენსკრა ჰესის ინვესტორ კომპანიას მთავრობა ახალ ვადებს აძლევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ნენსკრა ჰესის მშენებელ კომპანიას კიდევ ერთ შანსს აძლევს და წლის ბოლომდე შეთანხმებას გეგმავს. „შერჩეულია კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water, რომელსაც მთავრობა მხარს დაუჭერს, თუკი იგი მზად იქნება პროექტი განახორციელოს და ახალ ვადებში რეალური შედეგი დადოს. კიდევ ერთი შანსი მივეცით კომპანიას და წლის დასაწყისიდან დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, პირობებიც განვაახლეთ. ეს პირობები თავიდანვე კონკურსით ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

29 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, თემქის, ჩარგლის, გომარეთის, ბახმაროს, ახტალის და ლეჩხუმის ქუჩების   მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, პურის მოედნის, გორგასლის, სადგურის, კალანდაძის, ნადიკვარის, ასათიანის, აბო თბილელის და ხანძთელის ...

Read More »

რუსეთის თავდასხმების შემდეგ, კიევში “თითქმის სრულად” აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება

კიევში “თითქმის სრულად” აღდგენილია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, ისევე, როგორც გათბობა და კომუნიკაციები – აცხადებს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია 27 ნოემბერს. ადმინისტრაცია დასძენს, რომ “გათიშვა კვლავ შესაძლებელია, მიწოდების ქსელების გადატვირთვის გამო”. რუსეთის ინტენსიური თავდასხმების შემდეგ, კიევში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. 26 ნოემბერს სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდებოდა 130,000-მდე ადამიანს, ქალაქში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ...

Read More »

დღეს თბილისის ერთ უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 26 ნოემბერს თბილისის ერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Read More »

კიევის მოსახლეობის ნახევარს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება

კიევის მოსახლეობის ნახევარი, 23 ნოემბრის სარაკეტო იერიშის შედეგად, ისევ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში განაცხადეს. ქალაქის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ წყალმომარაგება მთლიანად არის აღდგენილი, თუმცა, ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა, წყალი დაბალი წნევით მიეწოდებოდეს, განსაკუთრებით – მაღალ სართულებზე. უახლოეს დროში ვითარება გამოსწორდება. ქალაქისთვის გათბობის მიწოდების აღდგენა მიმდინარეობს, საავარიო სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. რაც შეეხება მობილურ კავშირს, როგორც ადმინისტრაციაში ამბობენ, მობილური ოპერატორის ...

Read More »

ზელენსკი – აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, როგორც ელექტროენერგიის, ასევე სასმელი წყლის მიწოდების მხრივ რთული მდგომარეობაა ქვეყნის 15 რაიონში. „მათ შორის, ყველაზე  მეტი სირთულე კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ლვოვის, პოლტავასა და ხარკოვის რეგიონებშია, მაგრამ კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან ერთად, ჩვენ ასევე ვაწვდით წყალმომარაგებასა და გათბობას. ენერგიის მდგომარეობა თითქმის ყველა ...

Read More »