Tag Archives: #ენერგოსექტორი

თურნავა: “გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი კორუფციული გარიგებებით ხორციელდება, სრული სიცრუე და ცილისწამებაა”

მიზანმიმართულ დისკრედიტაციად ვაფასებთ ზოგიერთ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი კორუფციული გარიგებებით ხორციელდება და მათი წყალობით იზრდება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, რაც სრული სიცრუე და ცილისწამება , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. „ასევე კატეგორიულად არ ვადასტურებთ ელექტროენერგიის იმპორტის პროცესში ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ ცილისწამებლური განცხადებებისგან“ ,- ...

Read More »

თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოცემულობა არცერთმა ოჯახმა არ იგრძნოს

ეკონომიკის მინისტრი ახალ წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს ეწვია და ღამის ცვლაში მომუშავე თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. სადისპეტჩერო ცენტრში ნათია თურნავა მართვის ფარის მუშაობას გაეცნო, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიანი უწყვეტი მორიგეობაა – ცვლაში მორიგეობს სამი დისპეტჩერი, რომლებიც ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ...

Read More »

„ელექტროენერგიის სუბსიდირების ტენდეცია თუ სამომავლოდ გაგრძელდა, ეს მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომელიც შევარდნაძეს პერიოდში გვქონდა“

„ელექტროენერგიის სუბსიდირების ტენდეცია თუ სამომავლოდ გაგრძელდა, ეს მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომელიც შევარდნაძეს პერიოდში გვქონდა“, – განაცხადა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ მთავრობის მიერ ელექტროენერგიის სუბსიდირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიის სუბსიდირება მის დეფიციტს გამოიწვევს. „ენერგო სექტორის დახმარება და მისი ბიუჯეტზე ჩამოკიდებას თუ სამომავლოდაც გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დარგი გახდება დეფიციტური და ელექტროენერგიის სექტორი, რომელიც ერთ დროს იყო ეფექტიანი, ...

Read More »

სემეკში ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა

აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ინფორმაციას საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს: “კომისიაში ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა. განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიის ახალი ფუნქციების განსახორციელებლად, რათა კომისიამ უზრუნველყოს ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის არსებობისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა, მათ შორის ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხვენების შესაბამისად. ბაზრის ...

Read More »

TOP-20 ინვესტორი, რომელმაც საქართველოში ენერგეტიკაში ფული ჩადო

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 37.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით. ჯამურად, ...

Read More »

ცვლილებების წელი

2020 წელს ჩამოყალიბდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელმაც სრულად უნდა შეცვალოს ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა, ამასთან, შემუშავდა არაერთი კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახელს უკავშირდება. 2020 წელი სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შეაჯამა.   ბატონო დავით, როგორ შეაჯამებდით 2020 წელს და რა ცვლილებებს ანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას? 2020 წელი ენერგეტიკის სექტორისთვის დატვირთული წელი იყო, ვინაიდან ეს არის ...

Read More »

სემეკმა 2020 წელს მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომისია საკუთარ Facebook გვერდზე ავეყნებს: “სემეკმა 2020 წელს მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. კომისიამ 2020 წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. 2020 წლის განმავლობაში კომისიაში გამართულ საჯარო სხდომებზე განხილული საკითხების 85% შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მომხმარებელთა საჩივრები ...

Read More »
ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

როგორ გაიზარდა დენისა და წყლის ტარიფი 2013 წლიდან

2021 წლის 1-ლი იანვრიდან დენიც ძვირდება და წყალიც. მართალია, დღეს მოქმედ ტარიფთან შედარებით ზრდა კოლოსალური არაა, თუმცა 2013 წელთან გაძვირება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაც „ოცნებამ“ გააიაფა, ეს იყო გაზის სამომხმარებლო ტარიფი. ერთი კუბური მეტრი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 46,1 თეთრს შეადგენს, როცა „ოცნებამდე“ ის 51 თეთრი ღირდა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, 2013 წელს დადგენილი ტარიფით 101-დან 300 კვტსთ მოხმარებულ ელექტროენერგიაში „თელასის“ აბონენტი ...

Read More »

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის – ესკო-ს განცხადება

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი – ესკო საკუთარ Fasebook გვერდზე განცხადებას აქვეყნებს: “ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მერამდენედ ხდება სიცრუის ტირაჟირება საქართველოს ენერგეტიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ამჯერად, მორიგი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) და მისი საქმიანობის შესახებ. ესკო სააქციო საზოგადოებაა. მისი ერთადერთი აქციონერია საქართველოს სახელმწიფო. სააქციო საზოგადოების აქციათა წილის მფლობელი არასოდეს ყოფილა თანაინვესტირების ფონდი, როგორც ეს ზოგიერთ მედია საშუალებაში გადაიცა. „ელექტროენერგეტიკული ...

Read More »
აფბა: ენერგეტიკის სამინისტროს სტრატეგია სწორად დასმული აქცენტებით არის წარმოდგენილი

ანდრია გვიდიანი: ტარიფის სუბსიდირება მოსახლეობას და ენერგოკომპანიების ინტერესებს შორის არსებული ოქროს შუალედია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ენერგოგამანაწილებელი კომპანიებისთვის განახლებული ტარიფები დაადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო დაასუბსიდირებს ტარიფებს შორის სხვაობას იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. ასევე, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს წყალმომარაგების ტარიფის სხვაობის დაკომპენსირებას თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, სოციალურად დაუცველებისთვის. საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ტარიფების სუბსიდირების გადაწყვეტილება დროულია, რაც მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის, ისე ენერგოკომპანიების ინტერესებისთვის. „პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ...

Read More »