Tag Archives: #გაზსადენი

ნორვეგიულმა საერთაშორისო კომპანიამ, „დეტ ნორსკე ვერიტასმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეწყვიტა

ნორვეგიულმა საერთაშორისო კომპანიამ, „დეტ ნორსკე ვერიტასმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეწყვიტა. ნორვეგიის სერტიფიკაციის და კლასიფიკაციის კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზსადენის ამუშავებისთვის საჭირო სერტიფიკატის გაცემის პროცესი ამერიკული სანქციების გამო შეწყდა. აშშ-ის სანქციები, რომელიც პირველ იანვარს, აშშ-ის კონგრესში თავდაცვის ბიუჯეტის მიღებით ამოქმედდა, ფაქტობრივად უკრძალავს უცხოურ კომპანიებს მილსადენისთვის შემოწმების, ინსპექტირების და სერტიფიკაციის სერვისების მიწოდებას. კომპანიებს 30 დღე ეძლევათ პროექტიდან გასასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები ემუქრებათ. ...

Read More »

თურნავა – ყველას ვულოცავ შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდების დაწყებას

აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. „ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს აღნიშნული პროექტის მონაწილე ყველა მხარეს – ყველა ქვეყანას და კონსორციუმს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნის განვითარებისთვის. „დასრულდა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზა ტრანს ადრიატიკული გაზსადენი. ამ დიდი რეგიონალური პროექტის მეშვეობით აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი ევროპას ...

Read More »

გიორგი გახარია – შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო

შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო – ეს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. კორიდორი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და თურქეთზე გამავალი მიწოდების მარშრუტების განვითარებას რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამხრეთის დერეფანი ხელს უწყობს ევროპაში ადგილობრივი გაზის წარმოების შემცირების კომპენსირებას. გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ...

Read More »

კრემლმა ისაუბრა “ჩრდილოეთის ნაკადი 2” – ის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების შესახებ

“ჩრდილოეთის ნაკადი 2” – ზე მიმართულმა ახალმა ამერიკულმა შეზღუდვებმა შეიძლება გაართულოს მისი განხორციელება, მაგრამ რუსეთი და მისი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან ამ პროექტის დასრულებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში “ჩრდილოეთის ნაკადი 2” – ის პროექტის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას გეგმავს, იტყობინება Reuters. ამავე დროს, როგორც რუსეთი, ასევე მისი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან პროექტის ...

Read More »

აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ნახჭევანში გაზის მიწოდების თაობაზე

აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან მემორანდუმს იღდირ-ნახჭევანის გაზსადენთან დაკავშირებით – იუწყება Day.Az. დოკუმენტს ხელი მოეწერა ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრების მიერ. პროექტს განახორციელებენ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR და თურქული კომპანია BOTAŞ. იღდირ-ნახჭევანის გაზსადენის პროექტის დასრულება ერთი წლის განმავლობაში იგეგმება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა აღნიშნა, რომ ნახჭევანში იღდირიდან სადარაკამდე გაზსადენის თურქული მონაკვეთი 85 კილომეტრის სიგრძე იქნება, ხოლო მისი გამტარუნარიანობა წელიწადში ...

Read More »

ევროკავშირს სურს სამხრეთ გაზსადენის დერეფნის გაფართოვების შესაძლებლობის შესწავლა

ევროკავშირს სურს შეისწავლოს სამხრეთ გაზსადენის დერეფნის გაფართოების შესაძლებლობა. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარელიმ განაცხადა გაზსადენი გათვლილია აზერბაიჯანიდან ევროკავშირში, დასავლეთ ბალკანეთში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. დეკემბრის ბოლომდე, შაჰ დენიზის საბადოდან აზერბაიჯანული გაზი უნდა მიეწოდოს ევროპელ მომხმარებლებს საბერძნეთსა და იტალიაში TAP მილსადენით, რომელიც სამხრეთ გაზსადენის დერეფნის ბოლო სეგმენტია. 2021 წელს აზერბაიჯანის გაზს მიიღებს ბულგარეთი, საბერძნეთი-ბულგარეთის უდამაკავშირებელი სადენის ...

Read More »

თურქეთი და ერაყი კერკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენის სწრაფად აღდგენას გეგმავენ

ანკარა და ბაღდადი აპირებენ რაც შეიძლება მალე აღადგინონ ტერორისტების მიერ დაზიანებული კერკუკ – ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთი და გაზარდონ მის მიერ მოწოდებული ნავთობის მოცულობა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ”კერკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელიც დაზიანდა ISIS-ის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ჩვენ გვინდა რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ერაყის ნავთობი მსოფლიო ბაზარზე, ”- განაცხადა ერდოღანმა ერაყის პრემიერ ...

Read More »

სანქციები “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს : ბრძოლა ბოლომდე!

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულება “ჩრდილოეთის ნაკიადი 2“-ს მიმართ ყველასთვის ცნობილია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ მას მიუძღვის ლომის წილი იმაში, რომ დღეს რუსული “გაზპრომ“-ის 9.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი დაუსრულებელია და რუსეთის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი შემოსავლები აკლდება. ჩემი აზრით, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის პოზიცია ამ პროექტთან მიმართებაში ძალიან სამართლიანია. რთულია არ გქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება, როდესაც გერმანია და ...

Read More »