Tag Archives: #გაზსადენი

ისრაელი და ეგვიპტე ახალი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და ეგვიპტე ახალი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. იერუსალიმში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ისრაელის ენერგეტიკისა და ეგვიპტის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრებმა. დოკუმენტის მიხედვით, ხმელთაშუა ზღვაში მდებარე გაზის საბარო „ლევიათანიდან“ ბუნებრივი აირი ეგვიპტეში მდებარე ქარხანას მიეწოდება. პროექტი ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტის გაზრდას ითვალისწინებს. ბუნებრივი აირის საბადო „ლევიათანი“ ისრაელის სანაპიროსთან 2010 წელს აღმოაჩინეს. ექსპერტების შეფასებით, საბადოზე 535 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ...

Read More »

რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის კომპანია გერმანიის ტერიტორიულ წყლებში სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ნებართვას ითხოვს

რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანია გერმანიის ტერიტორიულ წყლებში სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ნებართვას ითხოვს. გერმანიის ფედერაციის შესაბამისმა უწყებებმა დაადასტურეს, რომ მოთხოვნა უკვე მიიღეს და დოკუმენტები ახლა განხილვის პროცესშია. მანამდე, გერმანულმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა გერმანიის ხელისუფლების მიერ გაზსადენის გაყვანის ნებართვის გაცემა გაასაჩივრეს. როგორც ჩრდილოეთის „ნაკადის ოპერატორი“ კომპანია ამტკიცებს, გაზსადენის გაყვანის სამუშაობის 95 პროცენტი შესრულებულია. დარჩენილია მხოლო 120-კილომეტრიანი მონაკვეთი დანიაში და 28-კილომეტრიანი გერმანიაში. ...

Read More »
დღეიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგება

იანვარში აზერბაიჯანმა 3,518,4 მლნ. კუბ.მეტრი ბუნებრივი აირი მოიპოვა

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში აზერბაიჯანმა აწარმოა 3,080,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი, გაზის კონდენსატის ჩათვლით. საანგარიშო პერიოდისთვის ნავთობის მოპოვება შემცირდა 3,9% -ით (გაყიდვადი – 4% -ით). მიმდინარე წლის პირველ თვეში ქვეყანამ 3,518,4 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიპოვა. ამ მოცულობიდან 2,604,4 მილიონი კუბური მეტრი გაყიდა. იანვრის თვეში ბუნებრივი გაზის წარმოება გაიზარდა 0.6% -ით, ხოლო კომერციული გაზის – 7.9% -ით. ...

Read More »

TANAP-ით შესაძლოა, ევროპის წყალბადით მომარაგება დაიწყოს

დამატებითი ინვესტიციების გარეშე აზერბაიჯანიდან ევროპამდე ტრანსანატოლიურმა მილსადენმა (TANAP), შესაძლოა,  ევროპაში წყალბადის ტრანსპორტირება დაიწყოს. ამის შესახებ თურქული მედია წერს. ცნობისთვის, წყალბადი, რომელიც განახლებადი, ბირთვული და სხვა სახის ენერგორესურსებით იწარმოება, შესაძლებელია, რომ ბუნებრივ აირად ტრანსპორტირდეს მილსადენებით. წყალბადს მომავლის საწვავად მიიჩნევენ, ამიტომაც ამ ტექნოლოგიის განვითარებას ბევრი კომპანია ცდილობს. მაგალითად, იაპონური, ბრიტანული და გერმანული ენერგოკომპანიები, მათ შორის BP-იც. აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია SOCAR-ს უკვე დასრულებული აქვს კვლევა წყალბადის TANAP-ის გამოყენებით ტრანსფორმაციის ...

Read More »

“ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის” ახალი სანქციების სია ცნობილია

აშშ-მა გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტთან დაკავშირებით სანქციების ახალი სია შეადგინა. ჩამონათვალში რუსული და რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაციები მოხვდა, თუმცა ვაშინგტონმა სიაში გერმანული კომპანიები არ შეიყვანა. დოკუმენტი განსახილველად კონგრესში დღეს შევა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პროექტის რეალიზაციის შეჩერებას ცდილობს, რომ ევროპელ მოკავშირეებთან კონფლიქტში არ შევიდეს. ვაშინგტონი ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას, რადგან მიაჩნია, რომ გაზსადენის ამოქმედება კიდევ უფრო მეტად ...

Read More »

TAP-ი ევროპას 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის

“დღეისათვის ევროპას TAP– ით მიეწოდება წელიწადში მხოლოდ 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რაც საკმაოდ ”მოკრძალებული” მოცულობაა ევროპული გაზის საერთო ევროპულ მოთხოვნასთან შედარებით. ამის შესახებ “სოკარის” ვიცე-პრეზიდენტმა ინვესტიციებისა და მარკეტინგის საკითხებში ელშად ნასიროვმა განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ ვებინარზე. ენერგოდერეფნის გეოპოლიტიკურ მდგენელებზე საუბრისას, ნასიროვნა მაგნამარტა, რომ TAP–მა შეცვალა თამაშის წესები ევროპის ბაზარზე მიმწოდებლების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, და გახდა ალტერნატიული უნიკალური, უსაფრთხო  ენერგეტიკული დერეფანი. მისივე განმარტებით, TAP–მა ხელი შეუწყო იტალიის ვირტუალურ საცალო ვაჭრობის ლიკვიდურობის ...

Read More »

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესაჩერებლად სანქციების საკითხს განიხილავს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ევროპისთვის ცუდ გარიგებად მიიჩნევს. „რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, ჩვენი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ცუდი გარიგებაა. ეს ცუდი გარიგებაა, რადგან ის ევროპას ჰყოფს და უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას რუსეთის მხრიდან მანიპულაციების საგნად ხდის. ეს პროექტი ეწინააღმდეგება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში ევროპის გაცხადებულ ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

„სამხრეთის გაზის დერეფანს“ ბუნებრივი აირი სამომავლოდ შესაძლოა, თურქმენეთმა და ისრაელმა მიაწოდოს

„სამხრეთის გაზის დერეფანს“ ბუნებრივი აირი სამომავლოდ შესაძლოა, თურქმენეთმა და ისრაელმა მიაწოდოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ელშად ნასიროვმა ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ ვებინარზე განაცხადა. ნასიროვმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ გაზის დერეფნის“ საბოლოო ბიუჯეტი 33 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც პროექტის საწყის ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალია. თავდაპირველად ბიუჯეტი 45 მილიარდი დოლარით იყო განსაზღვრული. 2020 წლის 31 დეკემბერს ევროპაში ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით აზერბაიჯანული ...

Read More »
ნაკადი

Nord Stream 2-ის თაობაზე გერმანია ბაიდენთან შეთანხმებას ცდილობს

Nord Stream 2-ის თაობაზე გერმანია ბაიდენთან შეთანხმებას ცდილობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოხსნას სანქციები და  Nord Stream 2-ის მშენებლობა შეუფერხებლად დასრულდეს. Bloomberg-ის წყაროს თანახმად, ანგელა მერკელი მუშაობს გეგმაზე, რომელიც ევროპის ენერგორესურსებით რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს, რაც ამერიკის ერთ-ერთ მიზანს პასუხობს.  ამავე წყაროს ცნობით, გერმანია სარეგულაციო მექანიზმების შემოღებით შეეცდება, ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთს მანიპულირების სივრცე არ დაუტოვოს. ამავდროულად, გერმანია მხარს დაუჭერს ამერიკიდან გაზის იმპორტს LNG ...

Read More »

სენატორები ბაიდენს Nord Stream 2-ის სანქციების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ჯეიმს რიში ბაიდენის ადმინისტრაციას Nord Stream 2-ის სანქციების დაუყოვნებლივი ამოქმედებისკენ მოუწოდებენ. პარასკევს გამოქვეყნებული წერილის მოტივი და მათი შეშფოთების მიზეზი, მათივე თქმით, გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად, შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის მიმდინარეობს საუბარი სანქციების შეჩერების შესახებ. ”აშშ-ს ურთიერთობა გერმანიასთან ტრანსატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედია, მაგრამ Nord Stream 2-ის დასარულების ნებართვა ამ პარტნიორობის კონსრუქციული გზა არ არის“ – აღნიშნავენ სენატორები. ...

Read More »