რიონის ხეობაში კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩერა. სამუშაოების შეჩერება მინისტრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის 5 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. „რიონის ხეობაში სამუშაოები შეჩერებულია. ხვალ საკომიტეტო მოსმენაა პარლამენტში, ასევე, პარასკევს ქუთაისში იქნება სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ვარლამ გოლეთიანმა, რომელიც „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი და საპროტესტო აქციების ორგანიზატორია. 8 მარტის მონაცემებით ისევ ძალაშია 14 მარტს ...
Read More »