Tag Archives: #ენერგეტიკა

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. „სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, ფრანგულიანის, ღლონტის, ჭირნახულის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ...

Read More »

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: რუსეთი ენერგეტიკულ ბრძოლას წააგებს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორის, ფატიჰ ბიროლის თქმით, რუსეთი წააგებს ენერგეტიკულ ბრძოლას, რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს. „უკრაინაში შეჭრამდე, რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 65%, ხოლო რუსული ნავთობის ექსპორტის 55% ევროპაზე მოდიოდა. ევროპა იყო ყველაზე დიდი ბაზარი, ყველაზე დიდი მყიდველი რუსეთისთვის და რუსეთმა ის სამუდამოდ დაკარგა“, – განუცხადა ბიროლმა Euronews-ს.

Read More »

ლაშა ხუციშვილი – შეთანხმებულები ვართ პრინციპებზე, რომლებზეც უნდა იქნას დაფუძნებული ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მთავრობა ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით განახლებულ სქემას წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, დამატებით ენერგოსიმძლავრის შექმნაზე გამოცხადდება ღია აუქციონი. „ენერგეტიკა ყოველთვის იყო ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, თუმცა ამ სიტუაციაში, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით, ჩვენ ენერგეტიკის სექტორში განახლებული მხარდაჭერის სქემას წარმოვადგენთ, კონკრეტულად, ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით. ჩვენ ...

Read More »

რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების გამო, ენერგოდარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების გამო, ენერგოდარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას უკრაინული მედია, ენერგოდარის მერზე დაყრდნობით ავრცელებს. „დილა ოკუპანტებმა დაიწყეს პროვოკაციებით. რუსების იერიშების გამო ქალაქის ნაწილიელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, – წერს დიმიტრი ორლოვი ტელეგრამში. მერის ინფორმაციით, სპეციალური სამსხურები ენერგოინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შეფასებასა და ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობენ.

Read More »
ერდოღანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს

„რუსული გაზის ევროპაში განაწილებას თურქეთი უზრუნველყოფს“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა რუსული გაზის ევროპაში განაწილებას „თურქული ნაკადის“ გავლით უზრუნველყოფს. ერდოღანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. „რუსეთთან ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ უზრუნველყოფთ ბუნებრივი აირის განაწილებას რუსეთიდან ევროპაში თურქული ნაკადის გავლით“, – განაცხადა ერდოღანმა. წყარო: pia.ge

Read More »

ოკუპანტებმა უკრაინაში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დილიდან უკრაინაში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური დაბომბეს, მათ შორის, აფეთქება მოხდა ზაპოროჟიეში დნეპრის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალსა და ოდესის ოლქში ნოვოდნესტროვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე. ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. აღნიშნულია, რომ ამჟამად დნეპროჰესის შენობები ცეცხლის ალშია გახვეული. წინასწარი ინფორმაციით, კაშხლის ტერიტორიაზე ქვესადგური დაზიანდა. ზაპოროჟიეში ელექტრომომარაგება შეფერხდა. თვითმხილველების ცნობით, აფეთქება ასევე მოხდა კიროვოგრადის ოლქის კრემენჩუგის ჰიდროელექტროსადგურზე. ის ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადში მესამე საფეხურს წარმოადგენს.

Read More »

ენერგოკრიზისის გამო უნგრეთის ათეულობით ქალაქში დაწესებულებები იხურება

ენერგორესურსებზე ფასების მატებით გამოწვეული პრობლემა ყველაზე მეტად თეატრებს, სპაცენტრებს, საცურაო აუზებს, ბიბლიოთეკებს, მუზეუმებსა და სპორტულ დაწესებულებებს შეეხო. ერთ-ერთი ასეთი ქალაქია სეგედი. ქალაქის მერის მოადგილე ტამაშ კოვაჩი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი შვიდჯერ გაიზარდა, თუმცა მთავრობას არაფერი გაუკეთებია მათ დასახმარებლად. მისი თქმით, უნგრეთის სახელმწიფომ მუნიციპალური სექტორისთვის შექმნა დისფუნქციური სისტემა, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტში სექტემბრიდან მოქმედებს, რაც ართულებს სავალდებულო საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებას. ისინი ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

პრემიერი: ენერგოსექტორში $3 მლრდ–ის ინვესტიციას ელოდება

„საქართველოს, რა თქმა უნდა, გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ჩამოთვლილი ...

Read More »

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, რამდენიმე რაიონში წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია

რუსეთმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. შედეგად, უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში წყლისა და დენის მიწოდება შეზღუდულია. ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსა და კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროს ალექსეი კულებაზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობით, დღეს დილიდან კიევში ათამდე აფეთქების ხმა გაისმა. მათი ნაწილი დედაქალაქის შემოგარენიდან ისმოდა. მედიის ცნობით, აფეთქებები იყო ასევე ვინიცის, პოლტავის, კიროვოგრადისა და ოდესის ოლქებშიც. უკრაინული მედიის ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუას, შარტავას და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ...

Read More »