Tag Archives: #ელექტროენერგია

როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

ესპანეთში ელექტროენერგიის ეკონომია დაიწყეს

ესპანეთმა ელექტროენერგიის ეკონომიის ღონისძიებები ოფიციალურად გამოაცხადა. ეს ღონისძიება ევროკომისიის მიმართვის საფუძველზე ხორციელდება, რომელმაც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ელექტროენერგიის მოხმარების 7%-ით კლების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ამასთანავე აღნიშნულმა გეგმამ ესპანეთის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის პოლემიკა გამოიწვია, რადგანაც ადგილებზე ამ ზომების ადეკვატურობაში ეჭვი შეიტანეს. ეს საკითხი, სავარაუდოდ, სასამართლოს გზით გადაწყდება. ამასთანავე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევროკომისიის ეს რეკომენდაცია ესპანეთში გადაჭარბებით შესრულდება, რადგანაც ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

ივნისში გენერაციამ მოხმარებას 403 მლნ კვტ/სთ-ით გადააჭარბა – ISET

2022 წლის ივნისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,485 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, — აღნიშნულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში. როგორც  ISET-ის კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ,  აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 12%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის ივნისში სრული წარმოება 1,323 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურებისა (+12%) და თბოელექტროსადგურების (+81%) გამომუშავების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება შემცირდა (-23%). თვიურ ჭრილში, წარმოება, ...

Read More »

ესკო-მ ელექტროენერგიის საბალანსო მაჩვენებლების გამოქვეყნება შეაჩერა – გამოქვეყნდება თუ არა მონაცემები მომავალში

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებგვერდზე ელექტროენერგიის ყოველთვიური საბალანსო მაჩვენებლების სტატისტიკა მიმდინარე თვეს აღარ გამოქვეყნებულა. როგორც უწყებაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, საიტი რეკონსტრუქციის რეჟიმშია და მისი განახლება სექტემბრიდან მოხდება. კითხვაზე, გამოქვეყნდება თუ არა სტატისტიკური მონაცემები იმავე ფორმით, როგორც აქამდე ქვეყნდებოდა, ესკო-ში ვერ დააკონკრეტეს. უწყებაში მხოლოდ ის თქვეს, რომ მონაცემები შესაძლოა, განახლდეს, თუმცა რა ფორმით, ჯერჯერობით უცნობია. ესკო-ში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ რეკონსტრუქცია ქვეყნის ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), ლოტკინის მთის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თემქა-მუხიანის გადასახვევის, მარიამ ივანიშვილ-დემურიას, ხუდადოვის, ინტერნატის, სამღერეთის, ზაქარაიას, ურიდიას, კაჭრეთის, კახიანის, ნოსტეს, კონდოლის, თიგიშვილის, მესხიშვილის, ჟღენტის და წერონისის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან ...

Read More »

Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს

Azerenergy კასპიის ზღვის სიღრმეში ესტაკადას აშენებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ესტაკადის მშენებლობის მიზეზი კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნა გახდა (20 წელიწადში 2 მეტრი), რაც  სოფელ შუველანში მდებარე „შიმალის  ელექტროსადგურის“ მუშაობას საფრთხეს უქმნის. მედიის ცნობით, ელექტროსადგური ქვეყანაში სიდიდით მეორეა და ბაქოს ტერიტორიის 40%-ზე მეტს ელექტროენერგიით აწვდის. „ახალი ესტაკადის მშენებლობის პროცესი მოქმედების მონაცვლეობითი პრინციპით მიმდინარეობს. კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნის გამო, სუმგაითის ელექტროსადგურთან ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აბაშის, ასხინის, სალხინოს, ცაიშის, ქვალონის, ართვინის, ლარეხის,მნათობის,ჩეჩელაშვილის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე ...

Read More »
არიზონაში მზის სადგურმა გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიიღო

ესპანეთში, ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის გამო, ესპანურმა კომპანია Iberdrola-მ  ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ჩართო. ესპანეთში ბოლო ხუთი წლის მონაცემებთან შედარებით, ელექტროენერგია ორჯერ ძვირია. რადგან ესპანეთი ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი მზიანი ქვეყანაა, ის გათვლას ალტერნატიულ ენერგიაზე – მზის პანელებზე აკეთებს. Iberdrola-ს მზის ელექტროსადგური, რომელიც ესტრამადურას ავტონომიურ თემში, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს, დაახლოებით 1,5 მილიონი მზის პანელისგან შედგება და შეუძლია ელექტროენერგია 334 000-ზე მეტ სახლს მიაწოდოს. მოსალოდნელია, რომ მზის ...

Read More »
გერმანია ენერგოკრიზისის ზღვარზე

ომისა და სიცხის გამო, გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი ექვსჯერ გაიზრდება

ომისა და სიცხის გამო, გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი ექვსჯერ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, მომავალი წლიდან გერმანიაში მეგავატ-საათის ელექტროენერგიის ღირებულება 477,5 ევრო იქნება. ეს შარშანდელთან შედარებით თითქმის ექვსჯერ მეტია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ თვეში დენის ტარიფი გერმანიაში თითქმის გაორმაგდა. ენერგორესურსებზე ფასების ზრდას იწვევს მზარდი შიში იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ ვერა ევროპა, ბუნებრივი აირის შეზღუდული მარაგით დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები ზამთრის პერიოდში. ...

Read More »

„როიტერი“ – კოსოვოში მოქალაქეები ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებენ

კოსოვში ენერგეტიკული კრიზისის გამო მოქალაქეებს დენს გრაფიკით მიაწვდიან. როგორც კოსოვოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ საგანაგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანა მოქალაქეების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ელექტროენერგიას ვერ აწარმოებს, ხოლო იმპორტის ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი. „მომხმარებლებს დენი გრაფიკით მიეწოდებათ. ელექტროენერგია ყოველ ექვს საათში ერთხელ ორი საათით გაითიშება“, – განაცხადეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში. მათივე თქმით, ქვეყანაში არსებული ელექტროსადგურების და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამანაწილებელი კომპანია მხოლოდ 500 მეგავატ/საათ ელექტროენერგიას იღებს, ...

Read More »

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ზამთრისთვის საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოუწოდებს მოქალაქეებს, ზამთრისთვის საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ. ამის შესახებ განცხადება კლიჩკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, კიეველები მზად უნდა იყვნენ, რომ ზამთარში უკრაინის დედაქალაქში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებებია მოსალოდნელი. „არ მინდა არავის დაწყნარება და არც იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მკაცრ რეალობაში ვცხოვრობთ და უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სცენარი. ბუნებრივი აირზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ...

Read More »