Tag Archives: #ელექტრომობილები

ბრიტანეთში ელექტრომობილებმა დიზელისძრავიან ავტომობილებს გაასწრეს

ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ელექტრომობილების გაყიდვები და არ ჩანს მისი შემცირების ნიშნები, რადგანაც ამ ტიპის ავტომობილები ბრიტანეთში პოპულარობით მეორე ადგილზეა. ელექტრომანქანები პოპულარობით მხოლოდ ბენზინისძრავიან ავტომობილებს ჩამოუვარდება, ხოლო დიზელისძრავიან ავტომანქანებს გაასწრო და წინა თვეში საავტომობილო ბაზრის 32.9% დაიკავა. ავტომწარმოებლებისა და მოვაჭრეთა ასოციაციის (SMMT) ცნობით, წინა წელთან შედარებით, ელექტრომობილების გაყიდვები 40.1% გაიზარდა, ხოლო დიზელისძრავიანი ავტომანქანების გაყიდვები 38.9% შემცირდა. გარდა ამისა, ასოციაცია გვატყობინებს, ...

Read More »
გზა, რომელიც ელექტრომობილებს ტენის უკვე ტესტირების რეჟიმშია

BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’

BMW-ის პატენტი შექმნის ავტომობილის სავალი ნაწილის ახალ დიზაინს, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს მანქანის  ხელოვნურ უსწორმასწორობებზე მოძრაობისას წარმოქმნილი ენერგია. CarBuzz-მა, სატრანსპორტო საშუალების სიახლეების ვებსაიტმა, აღმოაჩინა დოკუმენტები გერმანიის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისიდან BMW-ის საკიდრების დიზაინისთვის, რომელსაც შეუძლია ენერგიის მიღება საგზაო დაბრკოლებებისგან, შედეგად კი, ელექტრო ძრავების დამუხტვა მანქანის მოძრაობისას. როდესაც მანქანა მოძრაობს,  ენერგიას გზის დაბრკოლებებიდან, სავალი ნაწილის ზამბარებში ჩვეულებრივ შთანთქავს  და შემდეგ ენერგია  ...

Read More »

ელექტრომობილების რაოდენობით თბილისი ამიერკავკასიაში ლიდერია

საქართველოს, სომხეთისა და უზბეკეთის დედაქალაქებმა 100 000 მოსახლეზე ელექტრომობილების რაოდენობით მოსკოვს გაუსწრეს. ამის შესახებ რუსულ საკონსულტაციო კომპანია Kept-ის კვლევაში „ჭკვიანი ქალაქების რეიტინგი დსთ-სა და ამიერკავკასიაში“ არის აღნიშნული. გამოცემის თანახმად, თბილისი დსთ-სა და ამიერკავკასიის ქალაქებს შორის ლიდერი გახდა 100 ათას მოსახლეზე ელექტრომობილების რაოდენობის მიხედვით – 114 ელექტრომობილი. პოსტსაბჭოთა სივრცის დანარჩენი ქალაქები (ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით) საქართველოს დედაქალაქს ბევრად ჩამორჩებიან. მინსკი თბილისის შემდეგ ...

Read More »

Tesla-მ IV კვარტალში რეკორდული წმინდა მოგება დააფიქსირდა და შემოსავალი 37%-ით გაზარდა

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla Inc-მა დააფიქსირა რეკორდული წმინდა მოგება 2022 წლის მეოთხე კვარტალში და მნიშვნელოვნად გაზარდა შემოსავალი. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, წმინდა მოგება ოქტომბერ-დეკემბერში 3,69 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის 2,3 მილიარდი დოლარიდან. მოგება აქციაზე გაიზარდა $0.68-დან $1.07-მდე. Tesla-ს კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 37%-ით 24,3 მილიარდ დოლარამდე. მთელი 2022 წლის შედეგების მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგება გაორმაგდა და შეადგინა 12,6 მილიარდი ...

Read More »

BMW-მ ელექტრო ავტომობილების გაყიდვები გააორმაგა

BMW-მ ელექტრო ავტომობილების გაყიდვები 2022 წელს გააორმაგადა მან 15,755 ერთეულს მიაღწია. თუმცა ავტომობილების მთლიანი გაყიდვები შარშან 4,8 პროცენტით დაეცა და 2,4 მილიონ ერთეულზე ნაკლები იყო, მიუხედავად მდიდრული ბრენდის Rolls-Royce-ის რეკორდული გაყიდვებისა. BMW-ს ძირითადი ბრენდის გაყიდვები 5,1 პროცენტით დაეცა და 2,1 მილიონ ერთეულამდე შემცირდა. გასულ წელს BMW-ს და MINI-ს მანქანების გაყიდვები ევროპის შიდა ბაზარზე 7,5 პროცენტით შემცირდა და 877 369 ერთეული შეადგინა. ამავდროულად, BMW-ს უდიდეს ...

Read More »

Sony და Honda ახალ ელექტრომობილს გამოუშვებენ

იაპონური გიგანტები – Sony და Honda მორიგ ერთობლივ პროექტს იწყებენ და ახალი ბრენდის, Afeela-ს ქვეშ მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავენ. ელექტრომობილის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, სენსორებზე, კამერებზე, აუდიო სისტემაზე, ნავიგაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე კომპანია Sony იზრუნებს; უშუალოდ ავტომობილის დიზაინზე, სავალ ნაწილზე, ძრავასა და სხვა დეტალებზე კი Honda იმუშავებს, რომელსაც სატრანსპორტო ინდუსტრიაში მოღვაწეობის თითქმის 70-წლიანი გამოცდილება აქვს. Afeela-ს პირველი ელექტრომობილი გასაყიდად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ...

Read More »

Mercedes-Benz ელექტრომობილებისთვის საკუთარ დამტენ-სადგურებს შექმნის

გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Mercedes-Benz აპირებს შექმნას დამტენი სადგურების ინფრასტრუქტურა საკუთარი წარმოების ელექტრომობილებისთვის. კომპანია გეგმავს მოიცვას ამერიკის, ევროპის და ჩინეთის ბაზრები. ამის შესახებ გამოცემა Heise online წერს. მისი ცნობით, კომპანია გეგმავს 10 ათასზე მეტი სწრაფი დამტენი პუნქტის შექმნას 2030 წლამდე. პირველი სადგურები კი მიმდინარე წელს ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მოეწყობა და თანაც იქ არა მხოლოდ ბრენდის ელექტრომობილების დატენვა, არამედ ...

Read More »

ევროპა ელექტრო სატვირთო მანქანების დამტენი სადგურების ეროვნული ქსელის შექმნას გეგმავს

Volvo Group, Daimler Trucks და Traton Group სავაჭრო მარკით Milence 2027 წლისთვის გეგმავენ ელექტრო სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების დამუხტვის ეროვნული ქსელის შექმნან. ამის შესახებ eurotransport.de წერს. დამტენი სადგურების ქსელი გამოჩნდება გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, ნორვეგიასა და შვედეთში. ხუთი წლის განმავლობაში იგეგმება მანქანების დატენვის 1,7 ათასი პუნქტის დამონტაჟება. ამ მიზნებისთვის პირველადი დაფინანსება 500 მილიონი ევროს ოდენობითაა მოსალოდნელი. კომპანია Milence-ში ...

Read More »
ელექტრომობილების რაოდენობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში

რამდენად ეკომეგობრულია ელექტროავტომბილების ელემენტები

ელექტროავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რეალურად რამდენად ეკომეგობრულია გამოყენებული ელემენტები. რამდენიმე კრიტიკული საკითხია. მათ შორისაა, რა ზემოქმედება აქვს  ლითიუმის  მოპოვებას გარემოზე, დაცულია თუ არა ადამიანის უფლებები და როგორია ბავშვთა შრომა კობალტის მაღაროებში, ასევე წარმოების მაღალი ღირებულება და გადამუშავების 10-პროცენტიანი მაჩვენებელი. ECOS-ის წარმომადგენელი რიტა ტედესკო ამბობს, რომ ელემენტების მასალის გადამუშავება როგორც გადამამუშავებლებისთვის, ისე მწარმოებლებისთვის არ არის საინტერესო, რადგან გაცილებით იაფია ...

Read More »
"საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს"

„ფასი და ჯარიმები თუ არ გავზარდეთ, ენერგეტიკა აღარ გვექნება,“ – აფხაზური „ჩერნომორენერგო“ მასშტაბურ ცვლილებებს ითხოვს

ენგურჰესის საშუალო წლიური საპროექტო სიმძლავრე 1300 მეგავატი, 4430 მლნ კვტ/სთ-ია მაშინ, როცა აფხაზეთი ამჟამად 3 მილიარდ კვტ/სთ-ს მოიხმარს – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო ენერგოსაწარმო „ჩერნომორენერგოს” მთავარი ინჟინერი, ტიმურ კაცია „აფხაზია-ინფორმთან“ ინტერვიუს დროს აცხადებს. მისი თქმით, ენგურჰესში შედინება, თითქმის, არ ხდება, ხოლო მშრალი ზაფხულის გამო წყალმა მაქსიმალურ დონეს, 495 მეტრს ვერ მიაღწია. „თავის დროზე სადგური აშენდა არა ისეთი მიზნებისთვის, ...

Read More »