საქართველოს, სომხეთისა და უზბეკეთის დედაქალაქებმა 100 000 მოსახლეზე ელექტრომობილების რაოდენობით მოსკოვს გაუსწრეს. ამის შესახებ რუსულ საკონსულტაციო კომპანია Kept-ის კვლევაში „ჭკვიანი ქალაქების რეიტინგი დსთ-სა და ამიერკავკასიაში“ არის აღნიშნული.
გამოცემის თანახმად, თბილისი დსთ-სა და ამიერკავკასიის ქალაქებს შორის ლიდერი გახდა 100 ათას მოსახლეზე ელექტრომობილების რაოდენობის მიხედვით – 114 ელექტრომობილი. პოსტსაბჭოთა სივრცის დანარჩენი ქალაქები (ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით) საქართველოს დედაქალაქს ბევრად ჩამორჩებიან. მინსკი თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა – 100 ათას მოსახლეზე 63 ელექტრომობილია. ერევანში – 45, ტაშკენტში – 33, მოსკოვში კი – მხოლოდ 16.
მოსკოვს რუსეთის სხვა ქალაქებმაც კი გადაუსწრეს: ნოვოსიბირსკში ელექტრომობილების რაოდენობა თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში – 31.
მოსკოვის დონეზეა ბაქოც (15 ელექტრომობილი). მოსკოვისგან და ბაქოსგან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი უფრო დაბალია ბიშკეკში (9) და ასტანაში (7), ასევე რუსეთის სანკტ-პეტერბურგში (8), ყაზანში (7) და ეკატერინბურგში (0.4).
გლობალური Kept-ის რეიტინგის ლიდერი ლონდონია, სადაც 100 ათას მოსახლეზე 504 ელექტრომობილია, ასევე მოწინავეა ნიუ-იორკი – 148 ელექტრომობილით.
კვლევის მონაცემები 2022 წლის ივნისის პერიოდს მოიცავს.
წყარო: bstandard.ge