Tag Archives: #ბუნებრივი აირი

SOCAR-მა წლის დასაწყისიდან საქართველოს 320 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოაწოდა

კალინი: თურქეთში ჰაბის ამოქმედების შემდეგ, ერაყიდან და ირანიდან ევროპისთვის გაზის მიწოდება გახდება შესაძლებელი

თურქეთმა აშშ-სა და ევროკავშირს, ერაყიდან და ირანიდან გაზის ევროპაში გადატუმბვის შესაძლებლობის განხილვა შესთავაზა. თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, რაც ღურქეთში გაზის ჰაბი ამოქმედდება. „ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გაზის ჰაბის პროექტში ჩავრთოთ [გაზის მიწოდება ევროპაში] გაზის ნაკადები ერაყიდან, თურქმენეთიდან TANAP-ის გავლით.  ზოგიერთ ევროპელ და ამერიკელ კოლეგას კი შევთავაზე, რომ ამ ენერგეტილული რუკის მიხედვით, რაღაც ...

Read More »
ტანაპ

ცნობილია, რა მოცულობის გაზის ტრანზიტი განხორციელდა ევროპაში „თურქეთის ნაკადითა“ და TANAP-ით

„თურქეთის ნაკადის“ და ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გავლით თურქეთსა და ევროპაში დღემდე დაახლოებით 97 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა. Anadolu-ს ცნობით, 2020 წლის 8 იანვარს გახსნილი „თურქული ნაკადის“ გაზსადენით თურქეთმა 26,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 30,5 მილიარდი კუბური მეტრი. 2022 წელს მილსადენით თურქეთმა, 8,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 12,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „თურქული ნაკადი“ ...

Read More »

პესკოვი: ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია. „ეს არის ფასწარმოქმნის საბაზრო პროცესის დარღვევა, მისი ხელყოფა. ეს მიუღებელია. დადებითი და უარყოფითი მხარეების გულდასმით აწონვას დრო დასჭირდება“,- აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ რუსული გაზის ფასი 180 ...

Read More »

თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების დივერსიფიკაციას გეგმავენ

თურქმენეთი და აზერბაიჯანი ევროპის მიმართულებით, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებულ სქემას მხარს უჭერენ. ამის შესახებ 7 დეკემბერს თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აშხაბადში ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ამ დროისთვის თურქმენეთსა და აზერბაიჯანს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის შეფასებით, გამორჩეული მოვლენა იყო 2021 წლის ...

Read More »

როგორ გავარკვიოთ მარტივად თუ რამდენად უსაფრთხოა გაზის გამათბობელი, ან წყლის გამაცხელებელი?

“თბილისი ენერჯი” განცხადებას ავეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გაინტერესებს, როგორ უნდა გაიგო რამდენად უსაფრთხოა გაზის გამათბობელი, ან წყლის გამაცხელებელი? ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლის ან წყლის გამაცხელებლის მოხმარება სახლში, ოფისში, ავტოფარეხში ან ნებისმიერ დახურულ სივრცეში საშიში და კატეგორიულად აკრძალულია. “თბილისი ენერჯი” გთავაზობთ მარტივად გაარკვიოთ ღია წვის კამერიანია თუ დახურული წვის კამერიანი თქვენი გაზის გამათბობელი ან წყლის გამაცხელებელი. გთხოვთ, გადაუღოთ ფოტოები თქვენს ...

Read More »

გს-საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გუდაურის გგს-ში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 16 ნოემბერს გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 16 ნოემბერს 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებს. კერძოდ, მ/წ 16 ნოემბერს 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზაქანი, სეთურები, ჯაღმიანი. აღნიშნული ...

Read More »
ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

აზერბაიჯანს შეუძლია გაზი თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო ჰაბს მიაწოდოს

აზერბაიჯანი მზად არის მიაწოდოს გაზი თურქეთში დაანონსებულ „გაზის ჰაბს“, თუ ასეთი მიწოდება ქვეყანაში მოქმედი უცხოური კომპანიებისთვის სასარგებლო იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სულთანოვმა განუცხადა. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ქვეყანაში გაზის მოპოვების ძირითადი წილი შაჰ დენიზის საერთაშორისო კონსორციუმზე მოდის. „ეს არის ახალი ინიციატივა, რა თქმა უნდა, შევხედავთ. აზერბაიჯანში გაზს ძირითადად კონსორციუმი აწარმოებს, რომელშიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) ...

Read More »

SOKAR-ის პრეზიდენტი: სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, 2027 წლისთვის გაზის ექსპორტი გაორმაგდება

მიმდინარე წელს აზერბაიჯანი გაზის ექსპორტის მთლიან მოცულობას 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ამის შესახებ „სოკარის“ პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აზერბაიჯან-თურქეთის II ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „2027 წლამდე სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის ექსპორტის გაზრდას მინიმუმ ორჯერ ვგეგმავთ. ამასთან დაკავშირებით, განიხილება TAP-ისა და TANAP-ის მილსადენების სიმძლავრის გაფართოების გეგმები. ეს ყველაფერი დიდ ინვესტიციებს მოითხოვს“, – განაცხადა მან. ნაჯაფმა აღნიშნა, რომ „სოკარი“ თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციას გააგრძელებს. შეგახსენებთ, ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგის ხელმძღვანელობას შეხვდა

ეგვიპტეში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, კომერციულ დირექტორთან, ნიკოლოზ ფიცხელაურთან ერთად, ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგის აღმასრულებელ დირექტორს მაგდი გალალსა და თავმჯდომარის მოადგილეს, იასენ მუჰამედ აჰმედს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგის სამომავლო თანამშრომლობის ...

Read More »

აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40%-ით გაზრდის

აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40 პროცენტით გაზრდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა რუმინეთის საერთაშორისო გაზის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. „თუ გასულ წელს მიწოდების მოცულობამ 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, წელს მიწოდება 40 პროცენტით გაიზრდება და თითქმის 11,5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე დიდი მოცულობით უზრუნველვყოთ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება.  ჩვენ ...

Read More »