Tag Archives: #აზერბაიჯანი

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი გერმანიასთან ენერგეტიკაში ითანამშრომლებენ

მოსკოვი და თეირანი რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანებას განიხილავენ

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა, კაიროში, გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) 24-ე მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა ირანის ნავთობის მინისტრ ჯავად ოუჯისთან, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, ენერგეტიკის გაერთიანებასაც შეეხო. განიხილეს აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის სისტემები. შეხვედრაზე მხარეებმა ნავთობისა და გაზის, ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხნენ. „გრძელდება მუშაობა რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანების შესაძლებლობის შესწავლაზე. პირველი ეტაპი უნდა ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,26 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 95,06 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ევროპისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკული პროქტებიდან საქართველომ მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა უპრეცენდენტო მასშტაბებს მიიღებს. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ევროპის კონტინენტზე შექმნილი ვითარებაა, რომელმაც სრულიად შეცვალა მანამდე არსებული რეალობა. საქართველოს უჩნდება შანსი მიიღოს დამატებითი დივიდენდები როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც. საქართველოში ვიზიტად მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაადასტურა, რომ მოუთმენლად ელის ახალი პროექტების დაწყებას, რათა საერთაშორისო ბაზრებზე ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა გაიზარდოს. „ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს ...

Read More »

აზერბაიჯანის მიერ გაზრდილი ენერგომატარებლების ექსპორტის ფონზე რა სარგებელს უნდა ელოდეს საქართველო?

საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ენერგეტიკული პროექტების გამტარუნარიანობის ზრდაზე ისაუბრა რაშიც საქართველოც იქნება ჩართული. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა სარგებელს შესაძლოა ელოდეს ქვეყანა იმ გაზრდილი მოცულობის ენერგომატარებლებიდან, რაც სამომავლოდ საქართველოზე გაივლის. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ქვეყანამ თავისი სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, თუმცა იმავდროულად უნდა განვითარდეს ადგილობრივი სექტორიც რათა ქვეყანა გახდეს თვითკმარი და თავადად ახორციელებდეს ექსპორტს. რაც შეეხება გაზის ტრანზიტს, გაწერილია ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,06 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 94,80 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

“ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ”

დღეს, თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ენეგოსექტორის ის სამი მიმართულება დაასახელა, რაშიც ილჰამ ალიევი ახალ პერსპექტივას ხედავს და ამ კუთხით ინვესტირებაა დაგეგმილი. კერძოდ, აზერბაიჯანი 2027 წლისთვის ევროპაში 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს. ბუნებრივი აირის გამტარი „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენია. ამასთან, ალიევმა დღეს ღიად თქვა, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება და დამატებითი მოცულობის აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვა იგეგმება „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენით. ამ ენერგოპროექტების მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე, Europetime საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია ...

Read More »

SOCAR-მა ბუნებრივი აირის მოპოვება გაზარდა

როგორც SOCAR-მა ABC.AZ-ს განუცხადა, საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ ექსპლუატაციაში მყოფ საბადოებზე მოპოვებული იქნა დაახლოებით 2 მილიონი ტონა ნავთობი და 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სოკარის გაზის მოპოვება 1,3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანმა მოიპოვა 8 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი და დაახლოებით 11 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. წყარო: bfm.ge

Read More »

ილჰამ ალიევი – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი გაიზრდება, გვინდა, გამოვიყენოთ და დაიტვირთოს ბაქო-სუფსის ტერმინალიც

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. მისივე თქმით, აზერბაჯანს საქართველოში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. „რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გადავცდით ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვას. აზერბაიჯანს ინვესტირებული აქვს საქართველოში მნიშვნელოვანი თანხები და ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. სამი მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული ...

Read More »

SOCAR-ი და რუმინული კომპანია შავი ზღვის LNG-ინვესტიციებთან დაკავშირებით თანამშრომლობას გეგმავენ

რუმინულმა სახელმწიფო კომპანია Romgaz-მა, აზერბაიჯანულ SOCAR-თან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. კომპანიებს შორის ბუდაპეშტში გაფორმებული შეთანხმება შავი ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ობიექტებში ერთობლივი ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს. Romgaz-ი და SOCAR-ი ერთობლივი ძალებით ობიექტების მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს დააფინანსებენ. კვლევები შავი ზღვის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ორ ტერმინალსა  და რეგაზიფიკაციის ქარხნის მშენებლობას შეეხება. რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი ჩუკას განცხადებით, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი თითქმის $2-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,84 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 96,14 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »