Tag Archives: #გაზი

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გაზის მოხმარების შემცირების შესახებ ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგება

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გაზის მოხმარების შემცირების შესახებ ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 20 ივლისს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 27 წევრი სახელმწიფოდან, სულ მცირე, 12-მა შეშფოთება გამოთქვა ევროკომისიის გეგმასთან დაკავშირებით. დაპირისპირების მთავარი საგანია, უნდა ჰქონდეს თუ არა ევროკავშირს უფლებამოსილება, სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება. დანია, საფრანგეთი, ირლანდია, ...

Read More »

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიისფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა, კლაუს მიულერმა განაცხადა. მისი თქმით, გაზსადენის მუშაობა 30 პროცენტით აღდგა და ბუნებრივი აირის მიწოდება მინიმუმ ორი საათის განმავლობაში გარანტირებულია. ამასთან, მან დაამატა, რომ ნაკლებსავარაუდოა, დღის განმავლობაში რაიმე შეიცვალოს და მიწოდება შეწყდეს. გაზსადენის მუშაობა, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი მთელ ევროპას მიეწოდება, 11 ივლისს შეჩერდა გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ...

Read More »

ირანმა და თურქეთმა გაზის მიწოდებაზე 25-წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

თეირანი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ ირანი თურქეთს მომდევნო 25 წლის განმავლობაში ბუნებრივ აირს მიაწვდის. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება. როგორც ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა, ეს შეთანხმება თეირანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან იყო მიღწეული. შეთანხმების ყველა დეტალი უცნობია. აქამდე ირანი თურქეთს ყოველწლიურად 10 მლრდ. კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა. თურქეთის ენერგეტიკაში ირანული გაზის წილი 15%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ორი ...

Read More »

რუსეთის მიერ გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს

რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის საფუძველზე, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მომავალი თვიდან, ბუნებრივი აირის მოხმარება 15%-ით ნებაყოფლობით შეამცირონ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ეს მიზანი გათვალისწინებული იქნება რეგულაციაში, რომელიც თან ახლავს გაზის დაზოგვის გეგმას, რომელსაც ევროკომისია ოთხშაბათს გამოაქვეყნებს. გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია შეძლებს გაზის მიწოდების მწვავე დეფიციტისა ან მოთხოვნის ზრდის მნიშვნელოვანი რისკის დროს, ქვეყნის მასშტაბით გაფრთხილება გამოაცხადოს. ...

Read More »

ირანში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ირანში ვიზიტისასგანაცხადა,რომ შესაძლოა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდეს, რადგან გაზსადენზე ტექნიკური რემონტი ჯერ არ დასრულებულა. „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ ევროპის კონტინენტზე რუსული გაზის მიწოდების ყველაზე დიდი რგოლია. მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენის დღიური სიმძლავრე დაახლოებით 167 მილიონი კუბური მეტრია, „გაზპრომმა“ მიწოდების მოცულობა გასულ თვეში 67 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა. გარდა ამისა, მილსადენი დახურულია ტექნიკური რემონტის ...

Read More »

Gazprom-ი ევროპისთვის Nord Stream-ით გაზის მიწოდების აღსადგენად მზად არის

Gazprom-ი ევროპისთვის Nord Stream მილსადენით გაზის მიწოდების აღდგენას დათქმულ ვადაში გეგმავს. ინფორმაციას Bloomberg-ი სანდო პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მილსადენზე ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, ევროპა ისევ გაზის შემცირებულ ნაკადებს მიიღებს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევროპას მიწოდების განახლდება შესთავაზა, თუმცა აღნიშნა, რომ მილსადენის მიწოდებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტურბინის მიღების შეფერხებამ შესაძლოა მოცულობების სიმძლავრის მხოლოდ 20%-მდე შემცირება გამოიწვიოს. გასულ თვეში, 14 ივნისს რუსეთმა ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით ...

Read More »

გერმანულმა Uniper-მა უარყო გაზპრომის მოთხოვნა ფორსმაჟორზე

რუსული ბუნებრივი აირის გერმანიის უმსხვილესმა იმპორტიორმა Uniper-მა განაცხადა, რომ მიიღო წერილი “გაზპრომისგან”, რომელშიც ნათქვამია, რომ გაზის მიწოდების გარანტირებას ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იუწყება. გერმანულმა კომპანიამ პრეტენზია ოფიციალურად უარყო, როგორც უსაფუძვლო. Uniper-მა არ გაასაჯაროვა წერილის შინაარსი, მაგრამ სააგენტოს წყარომ განმარტა, რომ ფორსმაჟორი დაკავშირებული იყო Nord Stream 1 მილსადენით მიწოდებასთან. ივნისის დასაწყისში, “გაზპრომმა” გამოაცხადა ამ მილსადენით საწვავის ამოტუმბვის შემცირება, Siemens-ის მიერ ბუნებრივი ...

Read More »

გერმანიაში აცხადებს, რომ მომავალ ზამთარს რუსული გაზის გარეშე ვერ გადაიტანენ

გერმანია მომავალ ზამთარს რუსული გაზის გარეშე ვერ გადაიტანს. ახლა ქვეყანაში გაზსაცავი მხოლოდ 65%-ითაა სავსეა, მარაგების შევსება Nord Stream 1-ის მეშვეობით საჭიროა. ასეთი განცხადებები გააკეთა ქსელების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა Bild am Sontag-თან ბოლო ინტერვიუში. “გაზის საცავი სავსეა თითქმის 65 პროცენტით. ეს უკეთესია, ვიდრე წინა კვირებში, მაგრამ რუსული გაზის გარეშე ზამთრის გადატანისთვის საკმარისი არ არის” – თქვა მიულერმა. ოფიციალური პირის ...

Read More »

ეგვიპტე ევროპას გაზის კრიზისის შემსუბუქებაში დაეხმარება

ეგვიპტე მზადაა ევროპას გაზის მიმდინარე კრიზისის შემსუბუქებაში დაეხმაროს. განცხადება პრეზიდენტმა აბდელ-ფატაჰ ელ-სისიმ გააკეთა. “ამჟამინდელი გათხევადების ქარხნებით ეგვიპტეს შეუძლია ბუნებრივი აირის ექსპორტი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან. თუ ეგვიპტეს შეუძლია გარკვეული როლი შეასრულოს ნებისმიერი კრიზისის შერბილებაში, ის მზად არის ამისათვის”,- განაცხადა ელ-სისიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. Gazprom-მა ევროპის 3 ქვეყანაში, რომელიც მისგან ბუნებრივ აირს ყიდულობს, მიწოდებაზე ფორს-მაჟორი გამოაცხადა. ნაბიჯი შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ...

Read More »

აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებას 49%-ით ზრდის

აზერბიჯანი ევროკავშირთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას ზრდის – 2027 წლამდე ევროკავშირი აზერბაიჯანისგან ყოველწლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეისყიდეს. ამის შესახებ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სტრატეგიული ენერგეტიკული თანამშრომლობის მემორანდუმშია საუბარი. მომერანდუმის ხელმოწერის ცერემონია ბაქოში შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მემორანდუმი სამხრეთ საგაზო კორიდორის (ბაქო-თბილისი-ერზურუმი) გამტარობის გაორმაგებს ითვალისწინებს. ამგვარად 2027 წალმდე ევროგაერთიანება აზერბაიჯანისგან ყოველწლიურად ...

Read More »