Tag Archives: #ევროპა

დმიტრო კულება: რუსული გაზის ყიდვა რუბლით იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი

რუსული გაზის ყიდვა რუბლით, იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის ფედერაციის წინადადებას, ევროკავშირმა რუსული გაზის საყიდლად რუბლი გამოიყენოს. აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო პუტინის დამამცირებელი მოთხოვნის წინაშე თავს დახრის და რუსულ ნავთობსა და გაზს რუბლში შეისყიდის, ამგვარი ქმედება მხოლოდ ერთს ნიშნავს, – ...

Read More »

ევროკავშირის ლიდერები გაზის ერთობლივად შეძენაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, მომავალი ზამთრისთვის ბუნებრივი აირის, თხევადი ნატურალური გაზისა და წყალბადის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ გაზის ფასები რეკორდულ ზრდას განიცდის. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ გაზზე უარის თქმა გადაწყვიტეს, რაც იმპორტში, დიდი ალბათობით, ახალ მიმწოდებლებს, მათ შორის კატარს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შემოიყვანს. სამიტზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ლიდერები, მომხმარებლებისთვის გაზის ცვალებადი ფასებისგან დასაცავად, ახალ ზომებს შეიმუშავებენ და ...

Read More »

ოლაფ შოლცი – ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის არ შეუძლია სრულად უარის თქმა

ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის ორგანიზაციას არ შეუძლია რუსულ ენერგორესურსებზე სრულად უარის თქმა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოლაფ შოლცმა და რობერტა მეცოლამ უკრაინაში რუსეთის აგრესია და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები განიხილეს. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტი უკვე თვალსაჩინოა და ის უფრო ...

Read More »

ევროპის ლიდერები ენერგორესურსებზე მზარდი ფასის საკითხს განიხილავენ

ენერგორესურსებზე ფასების ზრდა და უნდა ჩაერიოს თუ არა ევროკავშირი ევროპული ეკონომიკისა და მოქალაქეების დასაცავად –  ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვას ბრიუსელში დიდი დრო დაეთმობა. საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ეს არც არის გასაკვირი. ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი რამდენიმე ევროპულ ქალაქში ჩავიდა. იგი ცდილობდა, ადგილობრივი მთავრობებისთვის შეეთავაზებინა წინადადება, რომელიც ფასების ლიმიტის დაწესებასა და ელექტროენერგიის ფასების გაზის მზარდი ფასებისგან გამიჯვნას ეხებოდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ...

Read More »

ევროპარლამენტის პრეზიდენტი – რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი, ენერგორესურსები უნდა ვიყიდოთ მეგობრებისგან და არა მტრებისგან

ომმა უკრაინაში, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, რუსეთის გაუმართლებელმა შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა ყველაფერი. პუტინმა შეარყია მშვიდობა ევროპაში, რაც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ გვეგონა, რომ წარმოუდგენელი იყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა იმოქმედა სწრაფად და მიიღო უპრეცენდენტო და მასშტაბური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ევროპარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის სწორი მიდგომა, ...

Read More »

ნიდერლანდების პრემიერი: ევროკავშირის ქვეყნები კვლავ დიდწილად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობსა და გაზზე და მოკლე დროში მასზე უარს ვერ იტყვიან

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები კვლავ დიდწილად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობსა და გაზზე და მოკლე დროში მასზე უარს ვერ იტყვიან. „ევროპის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში ძალიან ბევრი გადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ მთლიანად დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე. რაც შეეხება გაზს, სიტუაცია კიდევ უფრო რთულია“, – აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა. მარკ რუტეს თქმით, ევროკავშირმა უნდა მოიშოროს ეს დამოკიდებულება და რაც შეიძლება სწრაფად ...

Read More »

გერმანიამ კატართან თხევადი გაზის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია

გერმანიამ კატართან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ გრძელვადიან შეთანხმებას მიაღწია, აცხადებს ბერლინი. 20 მარტს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი დოჰას ეწვია, სადაც კატარის ამირა თამიმ ბინ ჰამად ას-სანისთან ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. გერმანული მხარე შესყიდული გაზის მოცულობის და ფასის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს. თუმცა, ჰაბეკის განცხადებით, გაზით მომარაგების დივერსიფიცირება გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. „რუსული ბუნებრივი აირი შესაძლოა წელს ...

Read More »

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსულ ენერგორესურსებს უნდა ჩავეხსნათ, რადგან ამ თანხით პუტინი ომს აფინანსებს

რუსულ ენერგორესურსებს უნდა ჩავეხსნათ. ჩვენ ინტერესშია, რომ გავწყვიტოთ ეს კავშირი რუსეთთან, რადგან ამ თანხით პუტინი ომს აფინანსებს, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა განაცხადა. მისი თქმით, სლოვაკეთი 100 %ით დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე. „პოლიტიკური თვალსაზრისით ეჭვი არ არის, რომ რუსულ ენერგორესურსებს უნდა ჩავეხსნათ. მსჯელობა დღეს გადავიდა ამ იდეის განხორციელების გზებზე. ერთ ღამეში ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან 15 წლის ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის შეჩერება

პუტინის რეჟიმი, მთავრობის დასაფინანსებლად და სამხედრო ოპერაციებისთვის, მნიშვნელოვანწილად ენერგიის ექსპორტზეა დამოკიდებული. რუსული ბიუჯეტის თითქმის ნახევარი წიაღისეული საწვავის ექსპორტზე  მოდის. რუსეთი, ყაზახეთთან და უზბეკეთთან ერთად, ურანის გლობალურად მოპოვების 50%-ზე მეტს იკავებს და ყველა ბირთვულ რეაქტორს, რომელთა მშენებლობაც 2019 წლიდან ჩინეთის გარეთ დაიწყო, რუსული მიმწოდებელი ჰყავს. ამის მიუხედავად, რუსული ეკონომიკის საფრთხედ განახლებადი ენერგია იქცა, რომელსაც 2020 წელს ექსპლუატაციაში შესული ელექტროენერგიის წარმოების  სიმძლავრის ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – ვისაუბრებთ, რა დამატებითი სანქციების დაწესება შეგვიძლია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ერვოკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მისივე თქმით, ყოველგვარი კანონისა და ომის წესის მიღმაა ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ევროპის სამშვიდობო ცენტრის საშუალებით, რომ აღმოვუჩინოთ მეტი ფინანსური დახმარება. ჩვენ გვექნება შეხვედრა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მოლდოვა უზრუნველყოფს უკრაინელი ლტოლვილების შესანიშნავ მხარდაჭერას. შემდეგ ჩვენ გვექნება ვიდეოკონფერენცია უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, სადაც საომარ ვითარებაზე ვისაუბრებთ. რაც მარიუპოლში ხდება, ...

Read More »