Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 2  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117,61  (+  1,32)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  116,87  (+  1,61)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ემბარგო რუსულ ნავთობზე – ომის შეჩერების მოლოდინში?

მოსკოვისთვის დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური შედეგები გამოიწვია, თუმცა ამ შეზღუდვებმა ომის შეჩერება ჯერჯერობით ვერ შეძლო. რუსული აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან იყო ლაპარაკი, რომ შეჩერების ერთადერთი გზა ენერგეტიკულ რესურსებზე ემბარგოს დაწესება იქნებოდა, რადგან სწორედ მათი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალია მოსკოვისთვის ომის დაფინანსების მთავარი წყარო. სამხედრო აგრესიის გაგრძელებასთან ერთად სულ უფრო გააქტიურდა რუსეთის მთავარ ფინანსურ წყაროზე დარტყმაზე მსჯელობა. ბოლო ერთი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 2  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117.74 (+1.54)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 116.87  (+1.69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საუდის არაბეთი მზად არის, გაზარდოს ნავთობის მოპოვება, თუ ბაზარზე დეფიციტი გაჩნდება

ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება, რომ საუდის არაბეთი მზად არის, გაზარდოს ნავთობის მოპოვება, თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების გამო, ბაზარზე დეფიციტი შეიქმნება. როგორც გამოცემა წერს, საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვების გაზრდა სექტემბერში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეს სავარაუდოდ ივლისში ან აგვისტოში მოხდება. „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, საუდის არაბეთმა საკუთარი პოზიცია შეცვალა, რათა ნავთობზე ფასების გაკონტროლება შეძლოს, აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაახლოების ფარგლებში. როგორც გამოცემა წერს, ოფიციალურ განცხადებას ნავთობის ...

Read More »

ნავთობის რუსი მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე მაინც შედის

რუსი ნავთობის მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ვოლ სთრით ჯორნალი.“ ამერიკული გამოცემის თანახმად, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე მაინც შედის. „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ნავთობის გადამტანები და მწარმოებლები ბაზრებს რუსულ პროდუქტს წარმოშობის ადგილის დაფარვით აწოდებენ. მედიის ცნობით, საწვავი, რომელიც სავარაუდოდ, ნაწილობრივ დამზადებულია რუსული ნედლი ნავთობისგან, გასულ თვეში ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში შეიტანეს. როგორც მედია წერს, ...

Read More »

ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა

აზერბაიჯანი ბულგარეთს გაზს IGB ინტერკონექტორის მეშვეობით მიაწვდის, რომელიც ტრანსადრიატიკის გაზსადენთანაა (TAP) დაკავშირებული. ამის შესახებ სამშაბათს, 31 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა ბულგარელ კოლეგასთან თეოდორა გენჩოვსკაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მხარეებს შორის 25 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. IGB-ის ამოქმედება ივლისშია დაგეგმილი, აკონკრეტებს Interfax-Azerbaijan. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტეჩოვმა ადრე აღნიშნა, რომ სოფია 1 -ელი ივლისიდან აზერბაიჯანული გაზის სრულად (1 მილიარდი კუბური მეტრი) მიღებას მოელის. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას – იტალიას, საბერძნეთსა და ...

Read More »

ნავთობის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

31 მაისის მონაცემებით, ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ერთ დღეში გაიზარდა და ბარელზე 123 დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 8 მარტის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელია. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც 31 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ...

Read More »

„ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთში ნავთობმოპოვება 30%-ით უნდა შემცირდეს და ფასი გაიზარდოს

რუსეთში ნავთობის მოპოვება 20-30%-ით, დღეში 10 მილიონიდან 7-8 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირდეს. ამის შესახებ „ლუკოილის“ თანამფლობელი და ვიცე-პრეზიდენტი, ლეონიდ ფედუნი თავის სტატიაში წერს, რომელიც RBC-მ გამოაქვეყნა. მისი თქმით, 7 ბარელი ნავთობის 80 დოლარად გაყიდვა უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე 10 ბარელის 50 დოლარად გაყიდვაა. ფედუნის შეფასებით, რუსეთისთვის აზრი არ აქვს იმაზე მეტი ნავთობის წარმოებას და ექსპორტს, ვიდრე ეს „აუცილებელია დინამიური ეკონომიკური ...

Read More »

აზიამ რუსული ნავთობის შესყიდვით პირველად გაუსწრო ევროპას

რუსეთიდან ინდოეთსა და ჩინეთში ნავთობის მიწოდებამ რეკორდულ დონეს მიაღწია და აზია პირველად გახდა რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი მყიდველი, განუცხადა „ბლუმბერგს“ სინგაპურში Kpler-ის ნავთობის უფროსმა ანალიტიკოსმა, ჯეინ სიმ. უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ დაწყებისა და დასავლეთის მიერ ემბარგოს განხილვის შემდეგ, რუსული ნავთობის ტრანზიტი ზღვით მხოლოდ გაიზარდა. რუსული ნავთობის მიწოდებამ აზიის ორი უმსხვილესი იმპორტიორისთვის – ინდოეთი და ჩინეთი, აპრილში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, ინდოეთი ...

Read More »

მიხაილ ულიანოვი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე – რუსეთი სხვა იმპორტიორებს იპოვის

ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, მიხაილ ულიანოვი ევროკავშირის მიერ რუსეთის ნავთობის იმპორტზე დაწესებულ ემბარგოს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსკოვი სხვა იმპორტიორებს იპოვის. ულიანოვმა „ტვიტერზე“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პოსტი გააზიარა და დაწერა: „როგორც მან სწორად აღნიშნა, რუსეთი სხვა იმპორტიორებს იპოვის“. „აღსანიშნავია, რომ ახლა ის ეწინააღმდეგება საკუთარ განცხადებას. აზროვნების ძალიან სწრაფი ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი არ არის ...

Read More »