Tag Archives: #ენერგეტიკა

მოლდოვას მთლიანად მოუწია რუსულ ელექტროენერგიაზე გადასვლა

მოლდოვა საჭირო ელექტროენერგიის მთელ მოცულობას მოლდავსკაიას GRES-დან იღებს, რომელიც დნესტრისპირეთში მდებარე საწარმო Inter RAO-ს ეკუთვნის. ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელი რუსეთის მასიური დარტყმის შემდეგ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, ელექტროენერგიის აქამდე არსებული წყაროებით მიღება მოლდოვის რესპუბლიკისთვის ჯერ კიდევ შეუძლებელია. დღეისათვის რუსული ელექტროენერგიის წილი 70%-ია, მოლდოვა კიდევ 30%-ს უკრაინაში ყიდულობს. „მოლდოვა პირდაპირ დაზარალდა უკრაინის რუსული ...

Read More »

ელექტროენერგიის და წყლის პრობლემები – ოკუპანტები გამთენიამდე ენერგოდარს ბომბავდნენ

რუსი ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ენერგოდარს ბომბავდნენ, ქალაქი ნაწილობრივ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ენერგოდარის მერმა, დიმიტრი ორლოვმა Telegram-ში დაწერა. „ღამით ენერგოდარი ისევ დაიბომბა. ქალაქი ნაწილობრივ არის დარჩენილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე. იერიში სამრეწველო ზონიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრით გაგრძელდა. ამ დრომდე, აფეთქებების ხმა არ ისმის. ვრცელდება ინფორმაცია ერთ-ერთ ელექტრო ქვესადგურის, ასევე, საკრებულოს შენობის დაზიანების შესახებ“, – დაწერა მან. ორლოვის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ...

Read More »

2022 წლის იანვარ-სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 6,6%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი 20.9%-ით

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მომდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოში 10 მილიარდ 965 მილიონ 800 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა შარშანდელ იანვარ-სექტემბერთან (9073,645) შედარებით გაზრდილია 20,9%-ით. თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 65%-ით არის გაზრდილი, ჰიდროსადგურების გამომუშავებულის (8854,5 →7770,76) 13,9%-ით, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავებულის (64,7→62,4) კი 3,7%-ით. თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი მთლიან ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 19 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, ვენერა ურუშაძის, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცა ღოღობერიძის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან ...

Read More »
ინდუსტრიული ჯგუფი 150 მგვტ სიმძლავრის თბოსადგურს ააშენებს

თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, წინა წლის სექტემბერთან შედარებით 117%-ით გაიზარდა

სექტემბერში თბოსადგურებმა 316 მილიონ 451 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს (146 მილიონ 133 ათასი კვტსთ) 2,17-ჯერ ანუ 117%-ით აღემატება. სულ, მიმდინარე წლის ცხრა თვეში თბოელექტროსადგურებმა 2 მილიარდ 46 მილიონ 700 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გამომუშავებულზე (1 მილიარდ 240 მილიონ 562 ათასი კვტსთ) 65%-ით მეტია. თბოსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მატება თურქეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ...

Read More »

“თელასი”-ს აბონენტთა რაოდენობა გაიზარდა

2022 წლის 9 თვეში კომპანია “თელასმა” 2.241 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8.2%აღემატება 2021 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა. “თელასი”-ს აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 2021 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 3.2%-ით, 22 000 აბონენტით გაიზარდა და 719 000-ზე მეტი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 648 000-ზე მეტი ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის იერიშების შედეგად, უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია

რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. ზელენსკის თქმით, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება. „რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა – ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა და მათი დაზიანება. 10 ოქტომბრის შემდეგ ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, რამაც მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. შეგახსენებთ, 10 ოქტომბრის შემდეგ, ...

Read More »

IAEA: ზაპოროჟიეს ელექტროსადგური მთავარი გადამცემის დაზიანების გამო სარეზერვო ენერგიაზეა

გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სარეზერვო ენერგია ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურიდან მიეწოდება მას შემდეგ, რაც მთავარი, 750 კილოვოლტის სიძლიერის ელექტროგადამცემი ხაზი დღეს, 17 ოქტომბერს ოკუპანტების თავდასხმის გამო ხელახლა დაზიანდა. “დღეს, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 750 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, ZNPP-ის 20 გადაუდებელი დიზელის გენერატორიდან ერთ-ერთმა ავტომატური ფუნქციონირება დაიწყო. თუმცა, ის მალევე გამოირთო, რადგან სარეზერვო ელექტროსისტემამ ...

Read More »

რუსეთის ძალებმა კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

რუსეთის ძალებმა კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანეს. როგორც უკრაინული მედია წერს, კიევში აფეთქების ხმა დილის ცხრა საათზე გაისმა. ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აღნიშნავს, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე ენერგომომარაგების ობიექტზე სავარაუდოდ, სამი დარტყმა განხორციელდა. ამასთან, აფეთქებების ხმა ისმის კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 18 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორნაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში: თავისუფლების მოედნის, ლერმონტოვის, ლეონიძის, ტაბიძის, ასათიანის, სულხან საბას, ინგოროყვას, ნიშნიანიძის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ჩიტაძის, კრავეიშვილის, ყიფიანის, მესხის, ბესიკის, კოტეტიშვილის, არსენას, ბერიძის, ჭონქაძის, უკლებას, მთაწმინდის, ანტონ კათალიკოსის, ივერიის, ყავლაშვილის, სიონის, თუმანიანის, ერეკლე მეორეს, ვეკუას, შარდენის, ბარათაშვილის ...

Read More »