Tag Archives: #აირი

ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

მარტ-აპრილში ირანმა გაზის გაყიდვიდან 4 მილიარდი დოლარი მიიღო

ირანის ნავთობის მინისტრის, ჯავად ოუჯის განცხადებით, ირანმა, მარტიდან აპრილამდე პერიოდში, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი მიიღო გაზის ექსპორტიდან. „1401 წლის ბიუჯეტი (ირანის კალენდრით 2022 წლის 21 მარტი) ითვალისწინებს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის მიღებას ბუნებრივი აირის ექსპორტიდან. ამ წლის პირველ ოთხ თვეში დავასრულეთ ამ სფეროში დასახული ყველა ამოცანები“, – ციტირებს მან Tasnim. წყარო: bfm.ge

Read More »
გაზი საქართველოს გარდა ყველგან იაფდება

გაზის კრიზისის გამო, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის საჯარო შენობებში წყლის გათბობა გამორთეს

გაზის კრიზისის გამო, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, საჯარო შენობებში წყლის გათბობა გამორთეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ეს გერმანიის პირველი დიდი ქალაქია, რომელმაც რუსეთის მიერ გაზის მიწოდების დრამატულად შემცირების გამო ცხელი წყალი გამორთო. ჰანოვერში, საჯარო შენობებში ამიერიდან ხელის დასაბანად მხოლოდ ცივი წყალი იქნება ხელმისაწვდომი, შეიზღუდება სპორტულ დარბაზებში წყლის გამათბობლის გამოყენება. ასევე ენერგიის დაზოგვის მიზნით, გამოირთვება შადრევნები და ღამის ქუჩის განათებები ისეთ შენობებზე, როგორიცაა ...

Read More »

პესკოვი: „გაზპრომი“ ევროპას მაქსიმალური რაოდენობის გაზს აწვდის“

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, სანქციების გამო, „გაზპრომი“ გარკვეული ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას ვერ ახერხებს. „გაზპრომი, რომელიც არის მიმწოდებელი, აწვდის იმდენს, რაც საჭიროა და რაც შეიძლება მეტს. ჩვენ ვიცით, რომ ახლა ამოტუმბვის ტექნიკური შესაძლებლობები შემცირდა, ისინი შემცირდა უკიდურესად იმ შეზღუდვებისა და სანქციების გამო, რომლებიც ევროკავშირმა შემოიღო. ეს სანქციები არ ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

ირანი რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს გეგმავს

ირანი რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ განაცხადა. „რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ მიღწეული მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე, რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს ვგეგმავთ“, – განაცხადა ჯავად ოუჯიმ. მისი თქმით, რუსულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნავთობსაბადოების დამუშავებასა და თხევადი გაზის პროექტების განხორციელებაზე. ასევე იგეგმება ნედლი ნავთობისა და გაზის ექსპორტი. „მე მჯერა, რომ ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

რეგიონი ახალციხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე სრულად გაზიფიცირებულია სოფლები ანდრიაწმინდა, ანდა, წყორძა, ხეოთი, ურაველი, მუსხი, ივლიტა, წნისი და მიმდინარეობს მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად 10 სოფელში, დამატებით 1700 ოჯახს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ამ დროისთვის ქსელში უკვე ჩართულია ანდრიაწმნდაში – 64 ოჯახი, ანდაში 12 ოჯახი, წყორძაში 18 ოჯახი, ახალშენის დასახლებაში 4 ოჯახი ...

Read More »

ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს

დასავლეთის ქვეყნებში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაზსაცავების პოტენციალთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს. ევროპის ქვეყნებში გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 110 მილიარდ კუბურ მეტრადაა შეფასებული, მაშინ როცა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 400 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. როგორც სააგენტო Anadolu Gas Infrastucture Europe-სა და ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს, წლის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთისგან მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40% შეისყიდა. ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნები, რუსული გაზის ალტერნატივას ეძებენ. 26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

“გაზპრომმა” იტალიას გაზის მიწოდება შეუმცირა

“გაზპრომმა” იტალიას გაზის მიწოდება შეუმცირა. ამის შესახებ იტალიური კომპანია Eni-ში განაცხადეს. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, დღეს გაზის მიწოდება 34 მილიონი კუბური მეტრიდან 27 მილიონამდე შემცირდა, მაშინ – როდესაც გასულ კვირას კომპანიაში აღნიშნეს, რომ გაზის მიწოდება გაეზარდათ. 25 ივლისს “გაზპრომმა” “ჩრდილოეთ ნაკად1”-ის მილსადენით ევროპას გაზის მიწოდება 20%-მდე შეამცირა.

Read More »

მსოფლიო ევროპაში გაზის ფასმა 2500 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 2500 დოლარს გადააჭარბა. შესაბამისი მონაცემი ლონდონის ბირჟის ICE-დან ირკვევა. გაზზე ფასები ევროპაში რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების ფონზე გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან პირველად, ევროპაში გაზის ფასმა 2300 დოლარს გადააჭარბა.

Read More »

გაზის კრიზისის ფონზე ჩეხეთმა თავისი საწყობები 80%-ით შეავსო

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას განცხადებით, გაზის კრიზისის ფონზე ჩეხეთში ბუნებრივი აირის საწყობები რეკორდული მაჩვენებლით, 80%-მდე შეივსო. აღნიშნულის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა. ფიალა ამბობს, რომ ჩეხეთი ამ კუთხით ყველა დროის მაქსიმუმზეა. „ჩვენ ყველა დროის მაქსიმუმზე ვართ. ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ ზამთრისთვის“, – აცხადებს ჩეხეთის მთავრობის მეთაური. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩეხეთი თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. რუსულმა გაზის ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმების წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა გაზის მოხმარების შემცირებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრის კლოდ ტურმესის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უნგრეთი წავიდა „ევროკავშირი გაერთიანდა, დათანხმდა გაზზე მოთხოვნის შემცირების კოორდინირებულ რეგულაციას. რუსეთის მხრიდან შანტაჟზე პასუხის გასაცემად, გაზის მოხმარების 45 მილიარდი კუბური მეტრით შემცირება საუკეთესო ნაბიჯია. ამ ინიციატივას წინააღმდეგ ხმა მხოლოდ უნგრეთმა მისცა“, – განაცხადა მინისტრმა. გეგმის მიზანი საგანგებო ვითარებაში გაზის მოხმარების ...

Read More »