Tag Archives: #რუსეთი

“მომავალი ზამთრისთვის გაზის 40%-იანი მიწოდება საკმარისი არ არის – რუსეთი ძალიან დიდ ძალას იყენებს ევროპისა და გერმანიის დასაშანტაჟებლად”

ჩვენ ვერ დავეყრდნობით „გაზპრომის“ მიერ აღებულ ვალდებულებებს, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა. „მომავალი ზამთრისთვის გაზის 40%-იანი მიწოდება არ არის საკმარისი. რუსეთი ძალიან დიდ ძალას იყენებს ევროპისა და გერმანიის დასაშანტაჟებლად“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა. გერმანიის ვიცე-კანცლერისა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, გერმანია და ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გადაწყვეტს Nord Stream 1-ის გაზსადენის გათიშვას. ტექნიკური სამუშაოების დასრულების ...

Read More »

რუსეთი ორი თვის განმავლობაში ლიდერობს ჩინეთში ნავთობის მიწოდებით

რუსეთი ივნისის თვეში  მეორე თვეა ზედიზედ ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელია მაისის თვეში რეკორდული მიწოდების ფონზე. Reuters-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ივნისში რუსეთიდან ჩინეთში ნავთობის იმპორტმა შეადგინა 7,29 მლნ ტონა, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს დარჩეს ლიდერებს შორის ქვეყანაში აღნიშნული სახის საწვავის მიწოდების მიხედვით. ამასთან, ეს მაჩვენებელი 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, მაგრამ ოდნავ ნაკლებია მაისის რეკორდულ მონაცემზე. მაშინ რუსეთმა მიაწოდა 8,42 ...

Read More »

პუტინი: ზამთარი გრძელი გამოდგა, ქარი არ იყო და მორჩა

„ენერგეტიკის ფასები გაიზარდა დასავლეთის პოლიტიკის გამო“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანში ვიზის დროს განაცხადა. პუტინის მტკიცებით, დასავლეთში ენერგოკრიზისი გაზპრომის გამოწვეული არაა და ეს მათი ენერგოპოლიტიკის ბრალია. „ისინი არატრადიციული ურთიერთობების დიდი სპეციალისტები არიან. აი, ენერგეტიკის სფეროშიც გადაწყვიტეს ფსონი ენერგიის არატრადიციულ ფორმებზე დაედოთ: მზის, ქარის ენერგია. ზამთარი გრძელი აღმოჩნდა. ქარი არ იყო და მორჩა“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. რუსეთის ლიდერმა ...

Read More »

თურქეთს რუსულ ენერგორესურსებზე ლირაში ანგარიშსწორება სურს

თურქეთს სურს უარი თქვას დოლარით ანგარიშსწორებაზე  რუსეთის ენერგორესურსების შეძენისას და გადავიდეს ეროვნულ ვალუტაზე (ლირაზე), იუწყება Bloomberg. ერთ-ერთი თურქი ჩინოვნიკის თქმით, ანკარას სურს უარი თქვას დოლარზე რუსეთთან ანგარიშსწორებისას და, როგორც ვარიანტი, შესთავაზოს ლირა. რუსეთს, თავის მხრივ, შეუძლია გამოიყენოს თურქული ვალუტა თურქეთიდან საქონლისა და მომსახურების გასატანად. გარდა ამისა, გამოცემის ერთ-ერთი წყარო ირწმუნება, რომ ქვეყნებს შეუძლიათ რუბლის გამოყენება გადახდებში. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთი ...

Read More »

რუსულ ენერგომატარებლებზე უარი ევროპას 200 მილიარდი დოლარი დაუჯდება

ევროკავშირის მიერ რუსეთის ენერგომატარებლების უარყოფის გამო, ევროპის ქვეყნები იძულებულნი არიან მხარი დაუჭირონ ადგილობრივ ენერგეტიკულ კომპანიებსა და კომუნალურ კამპანიებს. Bloomberg-ის ცნობით, ამის ღირებულება დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი იქნება.  „ეს ჰგავს ენერგეტიკული დომინოს დაცემის ჯაჭვს, რომლის თითოეული კამათელი მილიარდობით ევროს შეადგენს. გაკოტრებული ენერგოკომპანია მთელ სახელმწიფოს ჩაითრევს. ევროპის ენერგეტიკული ბაზრის გადარჩენის მთლიანი გადასახადი ამ ზამთარში 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს“, – ნათქვამია სტატიაში. ექსპერტების ...

Read More »

„ენერგოატომი“ – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დაარღვიეს ატომური და რადიაციული უსაფრთხოების ნორმები

ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დაარღვიეს ატომური და რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და პერსონალი რადიაციული დასნებოვნების საფრთხის წინაშე დააყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგოატომი“ ავრცელებს. უფრო კონკრეტულად რუსულმა ჯარმა სადგურის ორ თანამშრომელს იძულებით ჩამოართვეს საშვი და მათი გამოყენებით რადიაციულ ბლოკში შევიდნენ. „რუსებს მხოლოდ საკუთარი თავისთის რომ შეექმნათ საფრთხე, შეიძლებოდა იმის თქმა „რამდენად სამწუხარო თვითმკვლელობაა“, თუმცა ტანისამოსით მათ შეიძლება გადაეტანათ რადიაციული ...

Read More »

საქართველო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვებს ზრდის – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ $576.8-ის ღირებულების 597.5 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. მთლიანად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემთან შედარებით, 76.3%-ით, ხოლო მოცულობითი წილი 4%-ით გაიზარდა. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთისგან $184 მილიონის ღირებულების 198.242 ტონა ნავთობი შეიძინა. რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემზე 208%-ით მეტია. აქამდე, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ...

Read More »

გერმანულმა Uniper-მა უარყო გაზპრომის მოთხოვნა ფორსმაჟორზე

რუსული ბუნებრივი აირის გერმანიის უმსხვილესმა იმპორტიორმა Uniper-მა განაცხადა, რომ მიიღო წერილი “გაზპრომისგან”, რომელშიც ნათქვამია, რომ გაზის მიწოდების გარანტირებას ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იუწყება. გერმანულმა კომპანიამ პრეტენზია ოფიციალურად უარყო, როგორც უსაფუძვლო. Uniper-მა არ გაასაჯაროვა წერილის შინაარსი, მაგრამ სააგენტოს წყარომ განმარტა, რომ ფორსმაჟორი დაკავშირებული იყო Nord Stream 1 მილსადენით მიწოდებასთან. ივნისის დასაწყისში, “გაზპრომმა” გამოაცხადა ამ მილსადენით საწვავის ამოტუმბვის შემცირება, Siemens-ის მიერ ბუნებრივი ...

Read More »

გერმანული ფონდი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს ტოვებს

გერმანიის საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც რუსულ „გაზპრომს“ Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის დასრულებაში უნდა დახმარებოდა, პროექტიდან გასვლას ცდილობს. ამის შესახებ Reuters იტყობინება. მისივე ინფორმაციით, ფონდს სურს, გადაიხადოს 12 მილიონი ევრო (12,10 მილიონი აშშ დოლარი) კომპანიის შვილობილი Nord Stream 2 AG-ის წინაშე ვალდებულებების დასაფარად. ფონდის ხელმძღვანელმა, ერვინ სელერინგმა განმარტა, რომ მის ორგანიზციას სურს, გაწყვიტოს ყველა კავშირი Nord Stream 2-თან მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

ირანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ და „გაზპრომმა“ $40 მილიარდიანი მემორანდუმი გააფორმეს

ირანის ნავთობის ეროვნულმა კომპანია NIOC-მა  და რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ $40 მილიარდის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმიგააფორმეს. NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ჰოჯასტეხმერმა და გაზპრომის მართვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი მარკელოვმა დოკუმენტს ონლაინ ცერემონიაზე მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, „გაზპრომი“ ირანულ NIOC-ს კიშისა და ჩრდილოეთ პარსის გაზის საბადოებისა და ნავთობის 6 საბადოს განვითარებაში დაეხმარება. რუსული გაზის გიგანტი ასევე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტების დასრულებასა და ...

Read More »