Tag Archives: #საფრანგეთი

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი: ვცდილობთ სხვა ქვეყნები დავარწმუნოთ უარი თქვან რუსულ ნავთობზე

საფრანგეთი მხარს უჭერს რუსულ ნავთობზე ემბარგოს და სხვა ქვეყნების დარწმუნებას ცდილობს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას “ეწინააღმდეგებიან”. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა 18 აპრილს რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში განაცხადა. “როდესაც ხედავთ, რა ხდება დონბასში, როგორც არასდროს ისე არის საჭირო რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტა. სწორედ ამას ვამზადებთ… რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, შეწყვიტონ რუსული ნავთობის ...

Read More »

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება

საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს 5“-ის სატელევიზიო ეთერში ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ. „დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს რამდენიმე ევროპელ ლიდერთან და პრეზიდენტ ბაიდენთან მოლაპარაკების დროს განვიხილავ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონის თქმით, საფრანგეთი აპირებს, რუსული გაზის საკითხი წინ წაწიოს, რადგან „საფრანგეთს ის არ სჭირდება“. ამასთან, მაკრონმა თქვა, რომ ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე. რაც შეეხება რუსეთიდან ...

Read More »

საფრანგეთი რუსული ნავთობის იმპორტის ასაკრძალად მზად არის

საფრანგეთი მზად არის აკრძალოს რუსული ნავთობის იმპორტი. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა. მან კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას „მასობრივი მკვლელობა“ უწოდა და თქვა, რომ პასუხისმგებელი პირები უნდა გამოავლინონ, დაისაჯონ ამ დანაშაულებისთვის. როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ევროპაში ერთიანობაა საჭირო რუსეთისთვის უფრო მკაცრი ენერგეტიკული სანქციების დაწესებისთვის. „რაც შეეხება საფრანგეთს, ჩვენ მზად ვართ გადავწყვიტოთ ნავთობის იმპორტის აკრძალვა და ღრმად ...

Read More »

საფრანგეთი ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა ევროკავშირის ქვეყნებს „მომდევნო კვირებში“ რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებისკენ მოუწოდა. ლე მერის განცხადებით, საფრანგეთი მზადაა რუსული ქვანახშირის იმპორტზე სანქციები ნავთობზეც გაავრცელოს. „ენერგეტიკის სფეროში რუსეთის უმთავრესი შემოსავალი ნავთობიდანაა. ყველაზე მეტად რუსეთს სწორედ ნავთობის იმპორტის შეჩერება დააზიანებს“, – თქვა მინისტრმა France Info-სთან ინტერვიუში. თუმცა, ლე მერი აღნიშნავს, რომ ემბარგოს გამოცხადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი სჭირდება, რომლის მიღწევასაც დრო ...

Read More »

ბუჩაში მომხდარის გამო, ემანუელ მაკრონს რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა სურს

„ძალიან მკაფიო მინიშნებები“ არის, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. უკრაინის ქალაქ ბუჩაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მაკრონმა თქვა, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მისი სურვილია“ დაინახოს ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა. „ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ძალიან ...

Read More »

საფრანგეთი მკაცრად გმობს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმას

საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ბრიუსელში განაცხადა. ”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბირთვული სტრუქტურის მთლიანობის ამ დაზიანებას, სრულად ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, მოსთხოვოს რუსეთს შეწყვიტოს ყველა სახის თავდასხმა”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჟან-ივ ლე დრიანი ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც, მისი ...

Read More »

ემანუელ მაკრონი ირანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანის ახალ პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ემანუელ მაკრონმა ირანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ბირთვული საქმიანობა, რომელსაც ის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევით ახორციელებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ირანს, სწრაფად განაახლოს მოლაპარაკებები ვენაში, რათა შეთანხმება გაფორმდეს. 5 აგვისტოს ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ დიპლომატიურ ...

Read More »

საფრანგეთის სენატმა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხის კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე რეფერენდუმი დაბლოკა

საფრანგეთის სენატმა დაბლოკა რეფერენდუმი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხის კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სენატის განცხადებაშია ნათქვამი. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანის საკითხზე რეფერენდუმის ორგანიზება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაპირება იყო. საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში უმრავლესობას ოპოზიცია ფლობს. ინიციატივის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კლიმატურ საკითხზე სახელმწიფო გარანტია შესაძლოა, მომავალში შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს ...

Read More »