Tag Archives: #ნაკადი

კულება „ჩრდილოეთ ნაკადის“ შეჩერებას ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შეჩერების გადაწყვეტილებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. ის გერმანიის ნაბიჯს მორალურად და პოლიტიკურად სწორს უწოდებს. „მივესალმები გერმანიის ნაბიჯს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი არსებულ ვითარებაში. ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს“, – წერს კულება.

Read More »

დონბასის აღიარების საპასუხოდ გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიკაცია შეაჩერა

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკვე მისცა შესაბამისი განკარგულება მთავრობას – შეჩერდეს რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი. ოლაფ შოლცის თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, აუცილებელია მთელი პროცესის გადააზრება და ამ ვითარებაში გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი ვერ გაგრძელდება. ამასთანავე შოლცის თქმით, გერმანიამ ევროკავშირში პარტნიორებთან ერთად განიხილა სანქციების პაკეტები და მის შესახებ დღის ბოლომდე ერთობლივ ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი – უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის მომზადებული სანქციების პაკეტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ზომებს მოიცავს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ მომზადებული სანქციების პაკეტი გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ზომებს მოიცავს, –  სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გაზსადენის სერტიფიცირება მაშინ გაჩერდება. ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის სანქციების ნაწილი“, – განაცხადა ავსტრიის ლიდერი. გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, უკვე დასრულებულია, თუმცა ჯერ არ ...

Read More »

სენატორი ტედ კრუზი: სენატის მხარდაჭერა Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების მიმართ მხოლოდ იმის გამო შეიცვალა, თუ ვინ ზის ოვალურ კაბინეტში

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტედ კრუზმა პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გააქტიურების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობა საუკეთესო რამ არის, რაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მოხდა. ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ თეთრი სახლის მიდგომა უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების მიმართ ეფექტური აღმოჩნდა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა უპასუხა: არა, თეთრი სახლის მიდგომამ საერთოდ არ იმუშავა. თუ გადავხედავთ, რა სურთ უკრაინელებს, მათ პირდაპირ სთხოვეს შეერთებულ ...

Read More »

ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიას და უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ

გერმანიას და უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა. აღნიშნული განცხადება მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა. „დეტალურად განვიხილეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები და შეფასებით ნაწილში გვაქვს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. მე აღვნიშნე, ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს განვიხილავთ ენერგეტიკულ და ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისთვის უსაფრთხოების ...

Read More »

როდის დაამტკიცებს გერმანია “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს?

რუსეთმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიცირებისთვის გერმანიის ფორმალური მოთხოვნა შეასრულა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ყველაზე ადრე ივნისშია მოსალოდნელი. რა მოხდა? 26 იანვარს, „გაზპრომის“ შვილობილმა, სააქციო საზოგადოება “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-მა,  გერმანიის ქალაქ  შვერინში კომპანია „Gas for Europe“ (G4E) დააფუძნა. სწორედ G4E-მ უნდა მართოს “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის 54 კილომეტრიანი მონაკვეთი გერმანიის ტერიტორიულ წყლებში და ქალაქ ლუბმინში განლაგებული მიმღებ-გამანაწილებელი ტერმინალი. „გაზპრომის“ აზრით, ამ ...

Read More »

რუსეთის წინააღმდეგ ზომებზე საუბრისას ოლაფ შოლცმა თავი აარიდა “ჩრდილოეთის ნაკად 2-ს”

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა CNN-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავი აარიდა კომენტარებს რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ბედზე, თუკი უკრაინაში ვითარება გამწვავდება. ამავე დროს შოლცმა კვლავ განაცხადა, რომ ბერლინი და ვაშინგტონი „ერთ ტალღაზე“ არიან, როცა საქმე რუსეთსა და უკრაინას ეხება. „ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ერთობლივი იქნება. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. შეგიძლიათ აბსოლუტურად დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გერმანია იმოქმედებს ...

Read More »

ევროკომისია: Nord Stream-ის ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებას არ დავუშვებთ

Nord Stream 2-ის ამოქმედება შეჩერდა, რათა გაზსადენი ევროკავშირის წინააღმდეგ ზეწოლის „იარაღად არ გამოიყენონ“, – აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი. განცხადება ლატვიელმა ევროკომისარმა 31 დეკემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრის დროს გააკეთა. სადავო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც გერმანიას რუსეთს უკავშირებს, კრემლს საშუალებას მისცემს, გაზი ევროპას უკრაინის შუამავლობის გარეშე მიაწოდოს. „ნებისმიერი პროექტი, რომელიც ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას ითვალისწინებს, უკრაინისთვის სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის დაკარგვის ხარჯზე არ ...

Read More »

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაუშვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, საპასუხო ზომები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-საც შეიძლება შეეხოს. „ახალი აგრესიის შემთხვევაში, ჩვენ საპასუხო ზომების ფართო სპექტრი გვაქვს, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალენა ბერბოკის თქმით, დასავლეთის პოზიცია მტკიცეა და ის მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესია დაუშვებელია. „ევროპული წესრიგის ძირითადი საფუძვლები მოლაპარაკებების საგანი ...

Read More »

ვიქტორია ნულანდი – პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო და მკაფიო მოლაპარაკებებს ჩვენს გერმანელ მოკავშირეებთან. მინდა, დღეს გითხრათ გითხრათ – თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ წინ არ წაიწევს“, – განაცხადა ნულანდმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ და მათი მოკავშირეების პოზიცია ერთიანია – გასცენ სწრაფი და მტკიცე ...

Read More »