გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაუშვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, საპასუხო ზომები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-საც შეიძლება შეეხოს.

„ახალი აგრესიის შემთხვევაში, ჩვენ საპასუხო ზომების ფართო სპექტრი გვაქვს, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანალენა ბერბოკის თქმით, დასავლეთის პოზიცია მტკიცეა და ის მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესია დაუშვებელია.

„ევროპული წესრიგის ძირითადი საფუძვლები მოლაპარაკებების საგანი არ გახდება“, – აღნიშნა მან.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მტკიცედ გააკრიტიკა უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებები.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინ აღარ წაიწევს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

Leave a Reply