ბაქო ბიუჯეტს გადახედავს, ნავთობზე $30-იანი ფასის გათვალისწინებით, განაცხადა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელმან რუსტამოვმა. „ახლა ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, მანათის კურსის სტაბილიზაციიდან და მაკროეკონომიკური სტაბილურობიდან გამომდინარე“, – განაცხადა მან. ამჟამად აზერბაიჯანის 2016 წლის ბიუჯეტი შედგენილია ისე, რომ ბარელი ნავთობი $50 ეღირება. ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის გამო, აზერბაიჯანული მანათის კურსი აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით ორჯერ გაუფასურდა. გუშინ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ...
Read More »