Tag Archives: #ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის კვლევებზე განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის კვლევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ნამახვანიჰესის პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლასთან დაკავშირებით გამოთქმული სპეკულაციების გაბათილების მიზნით, საჭიროდ მივიჩნიეთ, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ ეკონომიკური კვლევების შესახებ, რომლებშიც პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლიანობა იქნა შეფასებული. ნამახვანჰესის პროექტი საქართველოს ენერგო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია. XX საუკუნიდან მოყოლებული, პროექტის ენერგეტიკული-ეკონომიკური-საინჟინრო დასაბუთების მიზნით არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლითაც დადასტურდა ...

Read More »

აფბას ინიციატივა – ყველა კომპანიაზე, სადაც 50%-ზე მეტს სახელმწიფო ფლობს, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი უნდა გავრცელდეს

აფბა პრემიერმინისტრს მოუწოდებს სახელმწიფო საწარმოების მუშაობა გამჭვირვალე გახადოს  „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ფინანსისტთა ასოციაცია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, სახელმწიფო საწარმოების მუშაობა უფრო გამჭვირვალე გახადოს. აფბა გამოდის ინიციატივით, რომ ყველა საწარმოზე/კომპანიაზე, სადაც 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, გავრცელდეს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი, რაც კომპანიების საქმიანობას გახდის უფრო გამჭვირვალეს, ხოლო ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება ინფორმაცია შეუფერხებლად  მიიღოს, – ამის შესახებ აფბას მიერ ...

Read More »

კომუნალურ სუბსიდირებაზე ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯა

2020-2021 წლებში სახელმწიფომ კომუნალური სუბსიდიის სახით ნახევარ მილიარდ ლარამდე გასცა. სემეკის მონაცემებით, მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 267 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც თავდაპირველად გამოყოფილ ბიუჯეტზე, 165 მილიონ ლარზე, ბევრად მეტია. ზამთრის განმავლობაში, სუბსიდიას ელექტროენერგიის ნაწილში  ყოველთვიურად 1 მილიონზე მეტი, გაზის 900 000-მდე, ხოლო წყლის ნაწილში 600 000-ზე მეტი მომხმარებელი იღებდა. როგორც სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, ...

Read More »
ენგურჰესი თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს

ენერგეტიკული ოკუპაცია – კრიზისი, რომელიც მწვავდება

გაყინულ კონფლიქტს, უმძიმეს ადამიანურ ტრადეგიასთან ერთად, საქართველოსთვის ყოველწიურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგიც მოაქვს. ენერგეტიკა კი არის სფერო, რომელშიც დანაკარგები ყოველწლიურად იზრდება, რაც აფხაზეთში ელექტროენერგიის უკონტროლო ზრდასთან არის დაკავშირებული. დღეს ამ ზრდას ვირტუალური ფულის მაინინგი განაპირობებს. 2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა ყველგან, გარდა აფხაზეთისა. გასული წლის განმავლობაში რეგიონში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა აქამდე არნახული ტემპით – 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატსაათი შეადგინა. შედეგად, აფხაზეთმა, რომლის ...

Read More »

რას გულისხმობდა ეკონომიკის მართვის რუსული მოდელი – კითხვები, რომლებსაც გიორგი ქობულია არ პასუხობს

რამდენიმე დღის წინ “აიპრესმა” საქართველოში რუსული ენერგეტიკული ლობის შესახებ  ჟურნალისტური მოკვლევის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა. მოკვლევაში ვრცელი ნაწილი ეთმობა ეკონომიკის ექსმინისტრის გიორგი ქობულიას დამოკიდებულებას საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით. კერძოდ, ქობულიას საჯარო განცხადებებიდან  გამომდინარე, იგი მიიჩნევდა, რომ ელექტროენერგიაზე ფასები მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს და ეს უნდა გვარდებოდეს სახელმწიფო კომპანიების მიერ. ამასთან, წლების წინ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრობამდე პერიოდში, როდესაც იგი ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანია  McKinsey-ის რუსეთის ...

Read More »

ინვესტორები გაქრნენ, ქვეყანაში კაპიტალის დაბანდება არავის სურს

ინვესტიციების კლებამ წარმოუდგენელი ვარდნა აჩვენა. მართალია, 2020 წელი ყველა თვალსაზრისით კრიზისული იყო, მაგრამ 15-წლიან მინიმუმამდე დაცემა მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 52.9% ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ცალკეული სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 400 მილიონი დოლარი საფინანსო სექტორში ჩაიდო, მეორე ადგილზეა ...

Read More »