Tag Archives: #ენერგეტიკა

სტამბულში, ერდოღანისა და გაზპრომის ხელმძღვანელის დახურული შეხვედრა შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერი მიიღო. თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა სტამბულში, ვაჰტედინის რეზიდენციაში შედგა. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა.

Read More »

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

10 დეკემბერს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.  

Read More »

Ukrenergo-ს ხელმძღვანელი: რუსებმა უკრაინის ელექტრო ობიექტებსა და ხაზებს 1 000-ზე მეტი ჭურვი და რაკეტა ესროლეს

რუსულმა ძალებმა 1 000-ზე მეტი ჭურვი და რაკეტა გაისროლეს უკრაინის ელექტრო ქსელის წინააღმდეგ, რომელიც, მნიშვნელოვნად დაზიანების მიუხედავად, ჯერ კიდევ მუშაობს, – ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Interfax Ukraine Ukrenergo-ს აღმასრულებელ დირექტორზე, ვოლოდიმირ კუდრიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს. კუდრიცკიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელის რემონტისთვის საჭიროა კომპლექსური აღჭურვილობა. მისი თქმით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის ბოლო ტალღებმა სერიოზულად ...

Read More »

უკრაინული მედია: “საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინისთვის 200 გენერატორის თანხა 8 დღეში შეაგროვეს”

მაშინ, როცა უკრაინამ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარება სხოვა და მისგან პასუხად უარი მიიღო, ქართველებმა გადაწყვიტეს, საკუთარი სახსრებით ეყიდათ აღნიშნული გენერატორები და საჩუქრად გადაეცათ ომში მყოფი ქვეყნისთვის. ინიციატივის “გაუზიარე სინათლე” ფარგლებში უკვე 200 გენერატორის საყიდლად სამყოფი თანხა შეგროვდა და ეს ყველაფერი 8 დღეში მოხერხდა. აქცია 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ ფაქტს უკრაინული მედია ეხმაურება: „გააზიარე სინათლე“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინისთვის 200 გენერატორისთვის ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა უკრაინაში გენერატორებს გაგზავნის

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება. აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს. „როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას ...

Read More »

შოლცი: 2021 წლის ბოლოს არ ვიცოდით, რუსული გაზის შეწყვეტის შემთხვევაში რა გვექნა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ამერიკულ ჟურნალ Foreign Affairs-ში გერმანიის საგარეო პოლიტიკის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად გერმანიის რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებაზე ისაუბრა. როგორც გერმანიის კანცლერი წერს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გერმანიას არავითარი გეგმა ჰქონია ისეთი შემთხვევისთვის, როცა რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტდა: “2021 წლის დეკემბერში, როგორც კი გერმანიის კანცლერი გავხდი, ჩემს მრჩევლებს ვკითხე, გვქონდა თუ არა გეგმა, თუ რუსეთი ...

Read More »

ვიტალი კლიჩკომ ისაუბრა, თუ როგორ ემზადება კიევი ზამთრისთვის

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი შეიძლება, ზამთრის თვეებში, ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩეს. „აპოკალიფსი, ისე, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, როდესაც დაბალი ტემპერატურის გამო სახლებში ცხოვრება შეუძლებელია, შეიძლება, ასე მოხდეს“, – თქვა კლიჩკომ. „ახლა ელექტროენერგიის დეფიციტი შედარებით დაბალია, ამიტომ, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ჯერ არ არის“,- აღნიშნა კლიჩკომ. თუმცა, თუ ელექტროენერგიის დეფიციტი გაგრძელდება ნულოვანი ტემპერატურის პირობებში, მაშინ ...

Read More »

თურქულმა კომპანიამ შესაძლოა, უკრაინას დენი მცურავი ელექტროსადგურებით მიაწოდოს

თურქეთმა შესაძლოა, რუმინეთში მცურავი ელექტროსადგურები გაგზავნოს, რათა უკრაინას 300-400 მეგავატი ელექტროენერგია მიაწოდოს. ამის შესახებ Karpowership-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზეინეპ ხარეზიმ განაცხადა. მცურავი ელექტროსადგურების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, თურქული კომპანია Karpowership-ი უკრაინისთვის მოლდოვასა და რუმინეთის გავლით 400 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ 300-400 მეგავატ სიმძლავრის შესახებ. ამ სიმძლავრის შედეგად, შესაძლოა, ელექტროენერგია უკრაინაში ერთმა მილიონმა ოჯახმა მიიღოს. ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

8 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ანდრონიკაშვილის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, ჭიათურის და სულხან ნასიძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის,  სანაპიროს, კოსტავას და ...

Read More »

უკრაინის ენერგოსისტემის ნახევარი დაზიანებულია

უკრაინაში დაუღალავად მუშაობდნენ, რათა რუსული სარაკეტო დარტყმების მორიგი ტალღის შემდეგ დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება აღედგინათ. ენერგოინფრასტრუქტურაზე რამდენიმეთვიანი გამუდმებული დარტყმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემის ნახევარი უკვე დაზიანებულია. მოქალაქეებს  სიბნელეში უწევთ ცხოვრება. მდგომარეობას დაბალი ტემპერატურაც ართულებს. ამავდროულად, რუსეთის ქალაქ კურსკიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ აფეთქდა დრონების თავდასხმების შედეგად  ნავთობის საცავი. სავარაუდოდ, აფეთქება რუსეთის ავიაბაზებზე თავდასხმებიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა და, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს  კრემლის იმ სტრატეგიის ჩაშლას, რომელიც უკრაინის ენერგოქსელის განადგურებას ითვალისწინებდა. აშშ-ის ...

Read More »