Tag Archives: #ქვანახშირი

მაშველებმა თურქეთში, მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ დრომდე გრძელდება და მასში 150 ადამიანია ჩართული.

Read More »

ივლისში საქართველოს ნახშირის მარაგები 1229%-ით გაიზარდა

ივლისში საქართველოში მოპოვებულმა ქვანახშირმა 14.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 51.5%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2021 ივლ: 9.7 ათასი ტ). მოპოვების ზრდასთან ერთად გაზრდილია იმპორტიც. ივლისში იმპორტირებულმა ქვანახშირმა 50.4 ათასი ტონა შეადგინა (+78.7% Y.Y). იმპორტის და წარმოების ზრდის მიუხედავად შიდა მიწოდება მხოლოდ 3.9%-ით გაიზარდა და 37.2 ათასი ტონა შეადგინა. სამაგიეროდ 1229%-ით გაიზარდა ნახშირის მარაგები და ივლისის მდგომარეობით 27.9ათასი ტონა ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ყაზახეთი ნახშირის საავტომობილო გზით ექსპორტს კრძალავს

ყაზახეთმა ქვეყნიდან ნახშირის ექსპორტის აკრძალვა დააწესა, იუწყება newtimes.kz რესპუბლიკის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით. კერძოდ, საუბარია საავტომობილო გზით ექსპორტზე. „დროებითი აკრძალვა შემოღებულია ყაზახეთის საზღვრისპირა რეგიონებიდან მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობისთვის, კომუნალური და სოციალური ობიექტების გასაყიდად განკუთვნილი მყარი საწვავის ექსპორტის ფაქტების აღმოჩენასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რეგიონების ქვანახშირის მაღაროებთან და აკიმატებთან (ადმინისტრაციებთან) ერთად 2022-2023 წლების გათბობის ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

საქართველოში ქვანახშირის წარმოება 5%-ით გაიზარდა

საქსტატის ცნობით, ივნისში საქართველოში ქვანახშირის იმპორტმა 39.7 ათასი ტონა შეადგინა. წინა წლის ივნისთან შედარებით იმპორტი 20.7%-ით გაიზარდა (2021 ივნისი- 32.9 ათასი ტ.). ქვანახშირის წარმოებამ 13.8 ათასი ტონა შეადგინა (+4.5% Y.Y). ამ პერიოდში შიდა მიწოდება გაიზარდა 10.6%-ით. თუ შარშან მიწოდება 32.2 ათასი ტონა იყო, წელს ივნისში 35.6 ტონა შეადგინა. წყარო: gbc.ge

Read More »
21-ე საუკუნეში ყველაზე გავრცელებული ენერგიის წყარო ქვანახშირია

გერმანიაში კიდევ ერთი ქვანახშირის ელექტროსადგური განაახლებს მუშაობას

ენეგრეტიკული კონცერნი Uniper აცხადებს, რომ ორშაბათიდან კვლავ სრული დატვირთვით ამუშავდება ქვანახშირის ელექტროსადგური Heyden 4, რომელიც ერთი წლის დეკარბონიზაციის პროგრამის ფარგლებში გადაიყვანეს კონსერვაციის რეჟიმში. კიდევ ერთმა ენერგეტიკულმა კონცერმა STEAG დღეს განაცხადა, რომ ნოემბერის დასაწყისში საარის მხარეში ნახშირზე მომუშავე ორი ელექტროსადგური, ვეიხერის და დაიწყებს სრული სიმძლავრით ფუნქციონირებას. კონცერნის ხელმძღვანელთა თქმით, თბოსადგურები ტექნიკურად უკვე არიან მზად ამუშავდნენ, მაგრამ არსებული კანონის თანახმად, ელექტროსადგურს უნდა ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

რუსული ქვანახშირის იმპორტმა ჩინეთში ივლისში, 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსული ქვანახშირის იმპორტი ჩინეთში, ივლისში, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. გასულ თვეში ჩინეთმა რუსეთიდან 7,42 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა. 2017 წლის დასაწყისიდან ეს ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია.  2021 წლის ივნისსა და ივლისში ქვანახშირის იმპორტმა შესაბამისად 6,12 მლნ ტონა და 6,49 მლნ ტონა შეადგინა. რუსეთის „შავი ოქროს“ წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ...

Read More »

ომის ფონზე ქვანახშირზე მოთხოვნა წელს ისტორიულ მაქსიმუმს დაუბრუნდება

მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკის შენელებისა და ჩინეთში ლოკდაუნისა, რუსეთის მიერ მიწოდების შემცირების შემდეგ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა ქვანახშირის მოხმარებას მკვეთრად ზრდის. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ახალი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე ეკონომიკური და საბაზრო ტენდენციების გათვალისწინებით, 2022 წელს ქვანახშირის მოხმარება 0.7%-ით, 8 მილიარდ ტონამდე გაიზრდება. ბოლოს ქვანახშირზე ამგვარი მოთხოვნა 2013 წელს იყო, როდესაც მოთხოვნის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2021 წელს ქვანახშირზე მომუშავე გენერატორებით ...

Read More »

ინდოეთი რუსული ნახშირის ფასს აზიური ვალუტით იხდის

ინდური კომპანიები სულ უფრო ხშირად იყენებენ აზიურ ვალუტებს რუსული ქვანახშირის იმპორტის გადასახდელად, თავიდან იცილებენ აშშ დოლარს და ამცირებენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების დარღვევის რისკს. ამის შესახებ Reuters-ი საბაჟო დოკუმენტებისა და ბაზრის წყაროზე დაყრდნობით წერს. Reuters ადრე ავრცელებდა ინფორმაციას ინდური ნახშირის მასიური გარიგების შესახებ, რომელიც მოიცავს ჩინურ იუანს, მაგრამ საბაჟო მონაცემები ხაზს უსვამს იმას, რომ არადოლარიანი ანგარიშსწორებები ჩვეულებრივი ხდება. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ავსტრალია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით ქვანახშირს აწვდის

უკრაინაში ქვანახშირის პირველი 39 ვაგონი ჩავიდა, რომელსაც ავსტრალიის მთავრობა ჰუმანიტარული დახმარების სახით უზრუნველყოფს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა. “დღეს G კლასის ავსტრალიური ქვანახშირით პირველი 39 ვაგონი გადმოიტვირთება. სულ უკრაინას 79000 ტონა ქვანახშირი უნდა მიეწოდოს, რომელიც ავსტრალიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია”, – ნათქვამია განცხადებაში. ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნახშირის პირველი პარტია “Центрэнерго”-ს ერთ-ერთ საწარმოს გადაეცა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ...

Read More »

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს. ემბარგო ძალაში 10 აგვისტოდან შევიდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკავშირდება. ევროკავშირის ემბარგო რუსული ქვანახშირის იმპორტზე შეტანილი იყო სანქციების მეხუთე პაკეტში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დამტკიცდა. გადაწყვეტილების თანახმად, აგვისტოდან აკრძალული იქნება ნახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა, იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში, თუ მათ ექნებათ რუსული წარმომავლობა ან ექსპორტირებულია რუსეთიდან. ევროპული ემბარგოს დაწესება რუსეთისთვის წელიწადში დაახლოებით რვა ...

Read More »