Tag Archives: #ევროპა

ევროკავშირის ქვეყნები სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ გამოცემა Politico რეზოლუციის სამუშაო ვარიანტზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გარკვეული შეღავათები მიიღეს კვიპროსმა, საბერძნეთმა და მალტამ, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენდნენ, ვინაიდან რუსული ნავთობის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნების ტანკერებს გადააქვს. ახალი პაკეტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს რუსული სახელმწიფო ...

Read More »

ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასის ზღვარი დაამტკიცა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები სამშაბათს წინასწარ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე, მათ შორის საკანონმდებლო ბაზაზე რუსული ნავთობის ფასების შემდგომი ზღვრის შემოღებისთვის, იუწყება Politico წყაროებზე დაყრდნობით. „ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დღეს მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის დაწესებაზე“, – განუცხადა გამოცემას შვიდმა ევროპელმა დიპლომატმა. მათივე თქმით, „მოსალოდნელია, ...

Read More »

ევროპაში მკაცრი ზამთარი გვექნება, მაგრამ მოსკოვის ოცნებებს ახდენა არ უწერია – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი სერგეი ლაგადინსკი რუსი პროპაგანდისტების, მაღალჩინოსნების და თავად კრემლის ლიდერის საპასუხოდ, რომლებიც ევროპას ზამთარში გაყინვას უწინასწარმეტყველებს, ამბობს, რომ წინ ნამდვილად რთული პერიოდი იქნება, მაგრამ მოსკოვის ოცნებებს ახდენა არ უწერია. ინფორმაციისთვის: ლაგადისნსკიმ რუსეთი 1990–იან წლებში დატოვა და ამჟამად ევროპარლამენტში გერმანიას წარმოადგენს. ევროპარლამენტარი საკუთარი პოზიციის მხარდასაჭერად ყურადღებას ამახვილებს ევროპული მთავრობების გადაწყვეტილებების სიმყარეზე და მათ შორის, გერმანიაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე. „ზამთარი როგორც ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 6%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე  1 650 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ გაზის მიწოდების ერთობლივი გეგმა წარმოადგინა

ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემის ეროვნული ოპერატორები, გაზსადენების ინტეგრირებული ქსელით ბუნებრივი აირის მიწოდების ინიციატივით გამოვიდნენ. Report-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება რუმინულმა კომპანია Transgaz-მაგამოაქვეყნა. „Bulgartransgaz, Transgaz, FGSZ და Eustream გეგმავენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გასაფართოებლად მათი არსებული ქსელებით, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის ტრანსპორტირებას“, – ნათქვამია ანგარიშში. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევს, ბუნებრივი აირი ეკონომიურად მოიხმარონ

ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევენ, ბუნებრივი აირი ეკონომიურად მოიხმარონ. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიშში, რომელიც კვარტალში ერთხელ ქვეყნდება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირში 9-13 პროცენტით უნდა შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება, რათა 2022 წლის ნოემბერში რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, საცავებში არსებული მარაგი არ ამოიწუროს. სააგენტოს გათვლებით, თუ ევროკავშირის ქვეყნები შეძლებენ ბუნებრივი აირის მოხმარების 13 პროცენტით შემცირებას, მაშინ საცავებში ბუნებრივი ...

Read More »

შარლ მიშელი – უკრაინაში ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე

რუსეთის ომის დრამატული შედეგების გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, შევთანხმდით, რომ შევქმნათ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანებისა და პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წერილში, რომელიც მან ევროკავშირის საბჭოს წევრებს 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა. მიშელის განცხადებით, ამბიცია არის ლიდერების თანაბარ პირობებში შეკრება, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთო ინტერესის ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის ამოქმედებული გაზსადენი, ბაზარზე თამაშის წესებს შეცვლის

IGB ინტერკონექტორი შეცვლის თამაშის წესებს ბაზარზე და საშუალებას მოგვცემს განთავისუფლდეთ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან. ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა. „ეს მილსადენი ცვვლის თამაშის წესებს ბულგარეთისთვის. ეს არის საკვანძო პროექტი ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ევრპას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ რუსული წიაღისეულისგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა ფორ დერ ლაიენმა გაზსადენის გახსნის ცერემონალზე.

Read More »

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა

დღეს აზერბაიჯანი გახდა ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი და მალე ელექტროენერგიის მიმწოდებელიც გახდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შაბათს, სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის დამაკავშირებელი ხაზის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „გასულ წელს აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტმა 19 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. წელს კი 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

Read More »

ევროპაში გაზის ექსპორტის გაორმაგებას ვგეგმავთ – ალიევი

„აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ გაორმაგდეს გაზის ექსპორტი ევროპაში“, – ამის შესახებ, კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 1 ოქტომბერს საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა. “ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან TANAP-ის (ტრანსანატოლიური გაზსადენი) 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე და TAP-ის  (ტრანადრიატიკული გაზსადენი) 10 მილიარდ კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაფართოებაზე” ...

Read More »