Tag Archives: #რუსეთი

“ენგურჰესი” – ხიდი აფხაზეთთან

ენერგო რესურსები, ობიექტები და ზოგადად ენერგეტიკა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების უმრავლესობების მიზეზს ან მიზანს, ან სულაც საშუალებას წარმოადგენენ. ძალიან ხშირად კი – სამივეს ერთად. ცნობილია, რომ ჰიბრიდული ომის კონცეფციაში, ენერგეტიკა ჩვეულებრივ მეთოდებთან ერთად, ინსტრუმენტალიზებულია და მტრების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღად გამოიყენება. რუსეთის უკრაინაში შეჭრით, კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე ენერგეტიკული რესურსებისა და ობიექტების იარაღად გამოყენების პრაქტიკისა. სამწუხაროდ, აგრესორი ენერგეტიკული შანტაჟის ყველა ...

Read More »

გერმანიაში რუსეთისგან გაზის შესყიდვის პირობა დაასახელეს

გერმანიამ უნდა განაახლოს გაზის შესყიდვა რუსეთიდან უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ გერმანიის საქსონიის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრმა, მიხაელ კრეჩმერმა განაცხადა, წერს Bild am Sonntag. „ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი კონტრაქტები თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის აშშ-დან, ყატარიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ჩვენ საბოლოოდ უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი ბუნებრივი აირის მარაგი ჩრდილოეთ ზღვაში. და როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ კვლავ უნდა გამოვიყენოთ გაზი რუსეთიდან“, – ...

Read More »

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: რუსეთი ენერგეტიკულ ბრძოლას წააგებს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორის, ფატიჰ ბიროლის თქმით, რუსეთი წააგებს ენერგეტიკულ ბრძოლას, რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს. „უკრაინაში შეჭრამდე, რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 65%, ხოლო რუსული ნავთობის ექსპორტის 55% ევროპაზე მოდიოდა. ევროპა იყო ყველაზე დიდი ბაზარი, ყველაზე დიდი მყიდველი რუსეთისთვის და რუსეთმა ის სამუდამოდ დაკარგა“, – განუცხადა ბიროლმა Euronews-ს.

Read More »

რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების გამო, ენერგოდარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების გამო, ენერგოდარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას უკრაინული მედია, ენერგოდარის მერზე დაყრდნობით ავრცელებს. „დილა ოკუპანტებმა დაიწყეს პროვოკაციებით. რუსების იერიშების გამო ქალაქის ნაწილიელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, – წერს დიმიტრი ორლოვი ტელეგრამში. მერის ინფორმაციით, სპეციალური სამსხურები ენერგოინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შეფასებასა და ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობენ.

Read More »

რუსეთი: ბრიტანეთი ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე თავდასხმაში მონაწილეობდა

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთი 26 სექტემბერს, ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაადანაშაულა. აქამდე, მოსკოვს ოფიციალური განცხადება იმაზე, თუ ვინ იდგა ჩრდილოეთის ნაკადების გაზსადენების დაზიანების უკან, არ გაუვრცელებია. ასევე, რუსეთის მტკიცებით, 29 ოქტომბერს შავი ზღვის ფლოტის გემებზე შეტევის მომზადებაში მონაწილე უკრაინის 73-ე საზღვაო ოპერაციების სპეციალური ცენტრის სამხედრო მსახურების წვრთნა ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ჩატარდა. რუსეთის დაზვერვის ცნობით, ორივე შემთხვევაში ...

Read More »
ერდოღანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს

„რუსული გაზის ევროპაში განაწილებას თურქეთი უზრუნველყოფს“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა რუსული გაზის ევროპაში განაწილებას „თურქული ნაკადის“ გავლით უზრუნველყოფს. ერდოღანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. „რუსეთთან ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ უზრუნველყოფთ ბუნებრივი აირის განაწილებას რუსეთიდან ევროპაში თურქული ნაკადის გავლით“, – განაცხადა ერდოღანმა. წყარო: pia.ge

Read More »

დიდი ბრიტანეთი, 2023 წლიდან რუსეთისგან თხევად გაზს აღარ იყიდის

დიდი ბრიტანეთი 2023 წლის პირველი იანვრიდან, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტს შეაჩერებს. ამის შესახებ Twitter-ზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თანამეგობრობის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „2023 წლის პირველი იანვრიდან, დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეაჩერებს. ჩვენ პუტინს წავართმევთ საშუალებებს მისი უკანონო ომისთვის“, – აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ეკონომიკისთვის კრიტიკულად საჭირო, თითქმის 700 დასახელების საქონლის ...

Read More »

დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ  ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს. „ენერგოსტაბილურობამდე მისასვლელი გზა განსხვავებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის მოთხოვნების და მისი შედეგების აღიარება, რაც ჩვენს კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის საკითხიც მოგვარდება“, – წერს დმიტრი მედვედევი. მედვედევის თქმით, უკრაინის მიერ ...

Read More »

ირანული წარმოების დრონებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა

რუსეთის დაბომბვის მიუხედავად, ფრონტის ხაზთან ახლოს მცხოვრებ უკრაინელთა უმეტესობას წასვლა არ სურს. ბახმუტის მოსახლეობასაც საკუთარ ტერიტორიაზე დარჩენა ურჩევნია. რუსი სამხედროების მუდმივი შეტევის ფონზე, უკრაინელი სამხედროები ხერსონს კიდევ უფრო მეტად უახლოვდებიან. მოსკოვი კი საარტილერიო და დრონებით შეტევას აძლიერებს. „ორ დღეში 30-ზე მეტი დრონი გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენი ცის დამცველებმა ურჩ მტერს ქვეყნის შიგნით შეღწევაში ხელი  შეუშალეს და ჩამოყარეს 23 ირანული წარმოების ...

Read More »

ზელენსკი: ბარბაროსები ჩვენს ენერგეტიკას ურტყამენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბნელეს მამაცურად და ღირსეულად დავძლევთ

ბარბაროსები ჩვენს ენერგეტიკას ურტყამენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბნელეს მამაცურად და ღირსეულად დავძლევთ, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „რთული დღეა. ბარბაროსები ჩვენს ენერგეტიკას ურტყამენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბნელეს მამაცურად და ღირსეულად დავძლევთ. მთავარია გულში სინათლე შევინარჩუნოთ. ყველას საკუთარი სინათლე გვაქვს. ვიღაცისთვის ეს არის მამა ფრონტზე, ვიღაცისთვის მეგობარი, ვიღაცისთვის საყვარელი ადამიანი, ვიღაცისთვის პირველი პაემანი. დარწმუნებული ვარ, ყველა უკრაინელისთვის მთავარი ...

Read More »