Tag Archives: #გაზი

ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

გასული სავაჭრო დღის განმავლობაში, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი 3%-ით გაიზარდა. ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ გასული სავაჭრო დღის განმავლობაში ათას კუბურ მეტრზე 1 012 აშშ დოლარს მიაღწია. ზრდა მკვეთრად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანულმა მარეგულირებელმა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის სერტიფიცირება შეაჩერა. ზოგადად, ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

რუსული Gazprom-ი მოლდოვას გაზის შეწყვეტით ემუქრება

რუსული სახელმწიფო კომპანია Gazprom-ი მოლდოვას 48 საათში გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა არ გადაიხდის ათეულობით მილიონ დოლარს ბოლო მიწოდებისთვის. კიშინოვმა გასულ თვეში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და რუსეთის ალტერნატიული წყაროებიდან გაზის შესყიდვა მას შემდეგ დაიწყო, რაც Gazprom-თან, ევროპის უმსხვილეს მიმწოდებელთან კონტრაქტის ვადა ამოიწურა და მხარეებმა დეტალებსა და ფასზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. 28 ოქტომბერს მოლდოვის მთავრობამ და Gazprom-მა ახალი ფასის ფორმულა გამოაცხადეს ...

Read More »

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს აწესებს

აშშ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს აწესებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. ბლინკენის ცნობით, სანქციები დაუწესდება გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე ორ ხომალდს და რუსეთთან დაკავშირებულ კომპანია „ტრანსადრიას“. შესაბამისი ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს უკვე წარუდგინა. „იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაცია კვლავ ეწინააღმდეგება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს, მათ შორის ჩვენი სანქციებით, ჩვენ განვაგრძობთ გერმანიასთან ...

Read More »

აზერბაიჯანმა და ირანმა ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს

აზერბაიჯანის დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანსა და ირანს შორის ეკონომიკურ, ვაჭრობისა და ჰუმანიტარულ საკითხებში სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარის, შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით თეირანს ეწვია და ირანის ნავთობის მინისტრს, ჯავად ოვჯის შეხვდა. მხარეებმა აზერბაიჯანსა და ირანს შორის, ნავთობისა და გაზის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა გაზის სფეროში არსებული ხელშეკრულებების შესრულების საკითხი და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ამ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების გაგრძელება. ამასთან, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ...

Read More »

წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალზე აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის 300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პრობლემის აღმოფხვრისა და გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური სამსახურების მიერ აღნიშნული მაგისტრალის 64-ე კმ.-ზე, სოფელ საყდრისთან არსებულ მონაკვეთზე, გარეშე ორგანიზაციის ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა. ბუნებრივი გაზის მიწოდებას შპს “სოკარ ჯორჯია გაზი” ეტაპობრივად განახორციელებს.

Read More »

თურქეთი შავ ზღვაში გაზსადენის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს

შავი ზღვის თურქულ სექტორში საკარიას გაზის საბადოზე საინჟინრო-საპროექტო სამუშაოები დასრულდა და მილების მიწოდების ხელშეკრულებაც გაფორმდა. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა, წერს გამოცემა Anadolu. მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზსადენის გაყვანა 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება. შავ ზღვაში, პროვინცია საკარიას აკვატორიაში, გაზის უზარმაზარი საბადოს აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 21 აგვისტოს გავრცელდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ...

Read More »

პოლონეთი რუსულ ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარის თქმას აპირებს

დასრულებულია მილსადენის ყველაზე რთული მონაკვეთის მშენებლობა, რომლითაც პოლონეთი ნორვეგიიდან ბუნებრივ აირს მიიღებს. პროექტის საბოლოო დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. გაზსადენის ამოქმედების შემდეგ პოლონეთი რუსულ ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარის თქმას შეძლებს. გაზსადენის, Baltic Pipe-ის ყველაზე რთული ნაწილის, ბალტიის ზღვის მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა. მილსადენის ბოლო ნაწილის დასრულების შემდეგ დანია და პოლონეთი ერთმანეთს დაუკავშირდა. პროექტი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. მილსადენის ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

გლობალური ენერგეტიკული კრიზისი მწვავდება

ევროპა ზამთარს სავარაუდოდ ბუნებრივი აირის საჭირო ოდენობის გარეშე შეხვდება, ხოლო ფასები კიდევ უფრო გაიზრდება,- ასეთია ენერგეტიკოსების შეფასება გერმანიის მარეგულირებლის მიერ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესაძლო შედეგებზე. გერმანიის მარეგულირებლის განცხადებით, ახალი მილსადენის დამტკიცების პროცესი იქამდე შეჩერდება, ვიდრე ექსპლუატატორი კომპანია (“გაზპრომი”) წარმოდგენილი არ იქნება გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისი იურიდიული ფორმით. “2019 წლის მაისში გერმანიამ მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალ მილებში აუცილებლად უნდა იყოს გაზის ...

Read More »
ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

უკრაინის პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინას „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივება სურს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივება სურს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლამდე მოქმედებს და ამჟამად ევროპელ პარტნიორებთან ერთად კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გარდა ამისა, დენის შმიგალის თქმით, უკრაინა მზად არის, ბუნებრივი აირის ტრანზიტის მოცულობა 55 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდოს და ...

Read More »

კონგრესმენები მაკქოლი და კაპტური “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკქოლი და კონგრესის უკრაინის ჯგუფის თანათავმჯდომარე მერსი კაპტური რუსული მილსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. ისინი გერმანიის ტერიტორიაზე სამუშაოდ პროექტის განმახორციელებლის მიერ ახალი კომპანიის შექმნას და გერმანიის მარეგულირებლის მიერ მილსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებას ეხმაურებიან. კონგრესმენები მაკქოლი და კაპტური “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების თაობაზე საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების ავტორებიც კი ...

Read More »