Tag Archives: #ენკა

ენკას დირექტორი: მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ დაძაბულობა და ესკალაცია

კომპანია ენკას დირექტორი ნამოხვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე პროტესტის შესახებ რუსთავი 2-თან საუბრობს. როგორც მერაბ ლომინაძე ამბობს, ხეობაში შეინიშნება გარკვეული დაძაბულობა და მისი თქმით, შეკრებილი ადამიანები ხშირ შემთხვევაში პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ “მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია როდესაც მანქანებს აჩერებენ, ჩხრეკენ, ამოწმებენ და მოქალაქეებს არ ეძლევათ გადაადგილების საშუალება. ჩემთვის გასაგები იქნებოდა თუ ეს მიზანმიმართულად იქნებოდა რომელიმე კომპანიის, კერძოდ ჩვენს კომპანიაზე რასაკვირველია, მათ მიმართ ამ შემთხვევაში ...

Read More »

„რიონის ხეობის მცველებმა” ბენზინმზიდი არ გაატარეს

სოფელ გუმათში აღმართულ რკინის ჯებირთან მყოფმა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა არ გაატარეს ბენზინმზიდი. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. ანალოგიურად მოიქცნენ ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში შეკრებილი „რიონის ხეობის მცველები”. ისინი ეჭვობენ, რომ ბენზინმზიდი ეკუთვნის კომპანია „ენკას“. მძღოლი და მისი თანმხლები კაცი კი ამტკიცებენ, რომ სატვირთო ეკუთვნის კერძო ავტოგასამართ სადგურს. მწვანეყვავილას უბანში აქტივისტებს გაშლილი აქვთ კარავი, სადაც გადის რიონის ხეობაში მიმავალი ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის კვლევებზე განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის კვლევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ნამახვანიჰესის პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლასთან დაკავშირებით გამოთქმული სპეკულაციების გაბათილების მიზნით, საჭიროდ მივიჩნიეთ, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ ეკონომიკური კვლევების შესახებ, რომლებშიც პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლიანობა იქნა შეფასებული. ნამახვანჰესის პროექტი საქართველოს ენერგო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია. XX საუკუნიდან მოყოლებული, პროექტის ენერგეტიკული-ეკონომიკური-საინჟინრო დასაბუთების მიზნით არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლითაც დადასტურდა ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: საქართველოს აქვს შანსი, ენერგეტიკული ჰაბი გახდეს

„საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი. საამისოდ, ქვეყანამ საკუთარი უპირატესობები უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ ენეერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, ვითარების ანალიზისას, მოსახლეობა არ უნდა შევიდეს შეცდომაში, რომ თუნდაც თურქეთში, ენერგიის იმპორტი მიმზიდველი აღარ არის. „ეს ასეა ახლა, როცა პანდემიაა და როცა მოხმარება შემცირებული. ამგვარი ვითარება შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ გარკვეული პერიოდით, მაგრამ არა უსასრულოდ. ამდენად, იგივე თურქეთში ...

Read More »

“დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე მყოფთა უმრავლესობა არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან”

ჩვენ „ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათ, ვინც ადგილზე აპროტესტებს ამ მეგაპროექტს, რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, პირველი პლატფორმაა ექსპერტები და საბჭო. „ესაა გახსნილი პლატფორმა იმისთვის, რომ ნებისმიერ ექსპერტს, მათ შორის იმ ადამიანების ნდობით აღჭურვილ პირს, ვინც აპროტესტებს ამას ხეობაში, შეეძლება გადახედოს ყველა კვლევას და თავისი რეკომენდაციები წერილობით, დასაბუთებულად ...

Read More »

ლომინაძე: სიცრუეა რომ პოლიციის მანქანებით გადაგვყავს ჩვენი თანამშრომლები.

ენკას დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, სიცრუეა რომ პოლიციის მანქანებით გადაგვყავს ჩვენი თანამშრომლები. “ის, რომ პოლიციის მანქანებით გადაგვყავს ჩვენი თანამშრომლები, აბსოლუტური სიცრუეა, იმიტომ რომ 400 ადამიანი მუშაობს ჩვენს ობიექტზე, ფიზიკურად წარმოუდგენელია — რამდენი მანქანა იქნება საჭირო ამისთვის”,- ამბობს ლომინაძე. დღეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგემ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ენკას თანამშრომლები პოლიციის მანქანებით შეყავთ ხეობაში.

Read More »

თურნავა: რიონის ხეობა ერთერთი საუკეთესოა ენერგეტიკულად, ჰიდროლოგიურად და გეოლოგიურადაც

“ის დასკვნები, რაც დღესდღეობით დევს, გვიჩვენებს, რომ გეოლოგია, განსაკუთრებით ქვედა საფეხურის, არის ისეთი, რომ ძალიან დაბალია ალბათობა რაიმე გადაულახავი გეოლოგიური პრობლემა შეიქმნას, თუმცა, ნებისმიერ გეოლოგიაზე შეიძლება მშენებლობა, გააჩნია რა დაჯდება. ენგურგესი გაცილებით უფრო რთულ გეოლოგიურ პირობებშია აშენებული, მაგრამ აშენდა და დღეს ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საყრდენი. რიონის ხეობაში, სადაც მდებარეობს უამრავი ჰიდროსადგური, მათ შორის კაშხლიანი წყალსაცავი, ეს ხეობა არის ერთ-ერთი ...

Read More »

გახარია: ნამახვანჰესის კონტრაქტი, სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებთან შედარებით, ბევრად უკეთესია

ყოფილმა პრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ნამახვანჰესის კონტრაქტი სხვა დიდი ჰესების კონტრაქტებთან შედარებით უკეთესია, თუმცა დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, პროექტი კარგია ან ცუდი. „ნამახვანჰესის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით ბევრად უკეთესია. ეს უბრალოდ, ფაქტია. მე ახალს არაფერს არ ვამბობ. ეს კარგია თუ ცუდი, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, ...

Read More »

ვახტანგ გომელაური: ნამოხვანში რკინის ჯებირების საჭიროებაზე: რომ შევუშვათ, იქ მოხდება უფრო მეტი დაძაბულობა, შეიძლება, მოქალაქეებიც დაშავდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაური განცხადებით, “რიონის ხეობის მცველებს” ბარიკადებს მიღმა იმიტომ არ უშვებენ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, ადგილზე დაპირისპირება არ მოხდეს. „ნამახვანჰესს რაც შეეხება, ხედავთ, რომ რამდენიმე თვეა, პოლიციელები გუმათში დგანან და მაქსიმალურად ცდილობენ, შეხლა-შემოხლა არ მოხდეს. გუშინ ნახეთ, რომ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რომელიც ძალიან ცუდი ფაქტია და ასეთი რაღაც არ უნდა ...

Read More »

“ვითარების დაძაბვა და ესკალაცია ხელს უშლის ნებისმიერ დიალოგს, მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შედგეს აქციის მონაწილეებთან საუბარი”

მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს აქციის მონაწილეებთან, ყველა დაინტერესებულ მხარესთან საუბარი, შეჯერება აბსოლუტურად ყველა საკითხზე და მას შემდეგ შეძლებს საქართველო მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის ხელმძღვანელმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. როგორც მერაბ ლომინაძემ აღნიშნა, ვითარების დაძაბვა და ესკალაცია ხელს უშლის ნებისმიერ დიალოგს. „მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს აქციის მონაწილეებთან, ყველა დაინტერესებულ მხარესთან საუბარი, შეჯერება აბსოლუტურად ყველა საკითხზე და ...

Read More »