Tag Archives: #ეკოლოგია

კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ევროკავშირმა საქართველოს გარემოსდაცვითი პროექტებისთვის 20 მილიონი გამოყო

გარემოს დაცვის მიმართულებით 2020 წელს ახალი პროგრამების განსახორციელებლად ევროკავშირმა 2.5 მილიონ ევრომდე ღირებულების ტექნიკური დახმარება გამოყო.  ამ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლოვის ატაშეს, ალექსანდრე დარასს შეხვდა.  შეხვედრაზე ევროკავშირის ახალი პროგრამის დეტალები განიხილეს, რომელიც 2022-2027 წლებში განხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 20 მილიონი ევროა. პროგრამა დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: წყლის რესურსების მართვა, ატმოსფერული ჰაერის ...

Read More »

საქართველოს პლასტმასის ნარჩენების ბაზრის პოტენციალი 534 მლნ ლარია

პლასტმასის ნარჩენების მართვა საქართველოსთვისაც სერიოზული გამოწვევაა. კავკასიის გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად საშუალოდ დაახლოებით 29,000 ტონა პლასტმასის ნარჩენს წარმოქმნის, რაც საერთო ნარჩენების 14.9%-ია. პლასტმასის ნარჩენების დიდი ნაწილი ნაგავსაყრელზე მიდის და, თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, შეიძლება ასობით ან ათასობით წელი არ დეგრადირდეს, რაც კიდევ უფრო დააბინძურებს გარემოს.  “კარგია, რომ საქართველოს მთავრობაში უკვე არსებობს მზაობა, გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. ნარჩენების მართვის 2016-2030 ...

Read More »

ენერგეტიკა VS ეკოლოგია რა შედეგი მოგვიტანა ბოლო წლებში აშენებულმა ჰესებმა

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ 99 ჰესი ფუნქციონირებდა, მათგან 7 წყალსაცავიანი იყო, 19 სეზონური, 73 კი დერეგულირებული 13 მეგავატამდე სიმძლავრის. ჰიდროგენერაციის 49.5% – 4.079 მლრდ კვტ/სთ მარეგულირებლიან ჰესებზე მოდიოდა, სეზონური ჰესების წილი – 42.9%-ს შეადგენდა – 3.538 მლრდ კვტ/სთ. დარჩენილი 73 პატარა ჰესის ანგარიშზე კი მხოლოდ 631 მლნ კვტ/სთ ირიცხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რამდენიმე საშუალო სიმძლავრის ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

102 მცირე ჰესი თუ ნამახვანჰესი

რას მოიტანს ნამახვანჰესის ჩანაცვლება მცირე ჰიდროსადგურებით? – ამ კითხვაზე პასუხს report.ge-სთან  WEG World Experience for Georgia ცდილობს. ორგანიზაცია განახლებადი ალტერნატივების სრული სურათისათვის მცირე ჰიდროსადგურებს განიხილავს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად 48 მცირე ჰესი მუშაობს, ჯამური სიმძლავრით 193.3 მგვტ, რომელთა საშუალო წლიური გამომუშავება ჯამში 630 გვტ/სთ-ს შეადგენს. ამ მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე 4 მეგავატია.  “იმისათვის რომ ნამახვანჰესის ეკვივალენტური 1500 მგვტ/სთ გამომუშავება მივიღოთ საჭირო იქნება დამატებით ...

Read More »

ელექტრომანქანები უფრო მეტ წიაღისეულ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანები?

ელექტრომანქანები ხშირად წარმოდგენილია როგორც “არაბინძურებელი” ან “ნულოვანი ემისიის მქონე” მანქანებად. მაგრამ ისინი შეიძლება სულაც არ იყვნენ შიგაწვის ძრავიან მანქანებზე ნაკლებად დამაბინძურებლები! გარემოზე მათი ზემოქმედების შესაფასებლად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: როგორ გენერირდება ელექტრომობილებისთვის საჭირო ელექტროენერგია? მართალია ელექტრომობილები უშუალოდ არ აბინძურებენ გამონაბოლქვით გარემოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ხშირად გარემოსთვის არც თუ ისე უსაფრთხო გზებით გენერირდება: მსოფლიოში ელექტროენერგიის ...

Read More »
ენერგია და მისი გამომუშავების ალტერნატიული მეთოდები

მსოფლიოში რამდენი ქალაქი მოიხმარს მხოლოდ განახლებად ენერგიას?

2020 წელს 1 მილიარდმა ადამიანმა, ანუ მსოფლიოს ურბანული მოსახლეობის 25% -მა გამოიყენა განახლებადი ენერგია. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიები ენერგიის მთავარი წყაროა მსოფლიოს 1,300 ქალაქში: ”გასულ წელს 1300-ზე მეტი ქალაქის მმართველებმა განახლებად ენერგიებზე სრულად გადასვლა მთავარ მიზნად დაასახელეს. მათგან 260-ზე მეტმა აღნიშნული წარმატებით შეასრულა 2020 წელს. ზოგადად, 72 ქვეყნის 830 ქალაქის ხელმძღვანელობამ ...

Read More »

Tesla-მ შესაძლებელია ელექტრომობილების ბაზრის დომინანტის როლი დაკარგოს

Tesla, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დომინირებდა ელექტრომობილების ბაზარზე, პოზიციების დაკარგვას იწყებს. მსხვილი საავტომობილო მწარმოებლები, რომლებმაც თავის დროზე სათანადოდ ვერ შეაფასეს აღნიშული ბაზრის შესაძლებლობები და რამდენიმე წელი დაკარგეს, გონს მოეგნენ და აქტიურად იწყებენ შეტევას. The Wall Street Journal–ის თანახმად, ბაზრის უახლესი მონაცემების მიხედვით, აშშ–ში Ford Motor Co. დაიკავებს Tesla–ს ბაზრის წილს. კორპორაციამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა პირველი ელექტრომანქანა Mustang Mach-E. ევროპაში, ...

Read More »

საქართველო ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე გადადის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველო ეტაპობრივად გადადის ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე.  მინისტრის შეფასებით,  2020 წელი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო. ,,ნარჩენების მართვის ახლებური მიდგომები ითვალისწინებს წარმოების გაფართოებული ვალდებულებების შემოღებას ქვეყანაში. ამ მხრივ, სამინისტრომ აქტიურად იმუშავა და 2020 წელს, მთავრობამ ხუთი რეგლამენტი დაამტკიცა ნარჩენების მართვის კუთხით, რომლებიც ნარჩენების პრევენციას, რეციკლირებას, გადამუშავებას და, ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკისა და მწვანე ეკონომიკის წახალისებას ...

Read More »

თუ Tesla ელექტრომობილების Apple-ია, Volkswagen-ს შეუძლია იყოს Samsung

”ნება მომეცით დავიწყო ცხადიდან: ელექტრონულმა მობილობამ რბოლაში გაიმარჯვა” – ამბობს Volkswagen- ის აღმასრულებელი დირექტორი ჰერბერტ დისი. ”ეს არის ერთადერთი გზა გამონაბოლქვის შესამცირებლად.” დისი ამ სიტყვით VW- ის ღონისძიებაზე გამოვიდა, რომელსაც “Power Day” ეწოდა. კომპანიამ ღონისძიებაზე დიადი გეგმების შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად გეგმავს Tesla-ს აჯობოს და ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი გახდეს მსოფლიოში. ნაცვლად მანქანების, დიზაინის ან მომხმარებლისთვის საინტერესო სხვა მახასიათებლების შესახებ მსჯელობისა, ...

Read More »

2023 წლიდან მსხვილ საწარმოებს გარემოსდაცვითი რისკების ფინანსური დაზღვევის ვალდებულება უჩნდებათ

2023 წლიდან მსხვილმასშტაბიან საწარმოებს გარემოსდაცვითი რისკების ფინანსური დაზღვევის ვალდებულება უჩნდებათ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, თუკი საწარმო დააბინძურებს გარემოს მას უჩნდება თავადვე გამოასწოროს და გაიღოს შესაბამისი ხარჯები. „თუკი საწარმო დააბინძურებს და დროულად არ შეასრულებს დაბინძურების აღმოსაფხვრელად აუცილებელ ღონისძიებებს, მის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა იქნება ძალიან მაღალი. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პირველია, სადაც შეიქმნება გარემოს დაცვითი ფონდი. ეს არის საყოველთაო ...

Read More »