Tag Archives: #ენერგეტიკა

გერმანიაში ბუნებრივი აირის ტერმინალზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

გერმანიაში, ვილჰელმს-ჰაფენის მახლობლად,  ქალაქ ჰუქსილში გერმანიის ბუნებრივი აირის პირველ ტერმინალზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. იანვრიდან გერმანიის ბუნებრივი აირის სისტემას გაზი სწორედ ამ ტერმინალიდან მიეწოდება. ამ პროცესისთვის დამატებითი აღჭურვილობა, საცავი და რეგაზიფიკაციისთვის საჭირო მოწყობილობაა აუცილებელი. ორივე მოწყობილობა გერმანიაში მომავალ თვეს გემით უნდა ჩავიდეს. ტანკერებიდან ბუნებრივ აირს სწორედ ამ წყლის საცავებზე გადაიტანენ. „ტერმინალის ტევადობა დაახლოებით ხუთი მილიარდი კუბური მეტრია. აქედან წელიწადში ორმილიონ-ნახევრიდან ხუთ მილიონამდე  ოჯახს შეგვიძლია, მივაწოდოთ ბუნებრივი აირი.  ეს ტერმინალი გერმანიის ბუნებრივი აირის მიწოდების ...

Read More »

დავით ნარმანია – ბუნებრივ აირზე ტარიფის რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, დეკემბერში მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფს დაადგენს, თუმცა ტარიფის რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის. „დეკემბერში მარეგულირებელი კომისია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს, ვინაიდან ადრე დადგენილ ტარიფებს დეკემბერში ეწურება ვადა,  რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Read More »

დავით ნარმანია: ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია, საქართველოში პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე – კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები, სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ კონფერენციაში მონაწილე პირებს გააცნო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კონკურენციის შესახებ საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების ეტაპები. დავით ნარმანიას თქმით, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით განხორციელებული ინსტიტუციური და ნორმატიული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმის ფონზე. ...

Read More »

ზელენსკი – რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია

რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გაუძლებს. „85 რაკეტა გამოუშვეს უკრაინის მიმართულებით, დაარტყეს ჩვენს ქალაქებს და ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გასაგებია, რაც მტერს სურს. ის ამას ვერ მიაღწევს. კიდევ წინ არის 20 დარტყმა. რაკეტები მოფრინავს. ასე რომ გთხოვთ, თავს გაფრთხილდით და ...

Read More »

რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დღეს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს“, უმნიშვნელოვანესი უწოდა. პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით, საქართველო რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს და ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგია მიაწოდოს. ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს და ალტერნატიულ პარტნიორებს ეძებს. „შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური ...

Read More »

რუსეთმა გუშინ უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვა, ქვეყანაში ენერგომომარაგების კუთხით კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი

უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა დღეს უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვა, სარაკეტო დარტყმების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო, ქვეყანაში ენერგომომარაგების კუთხით კრიტიკული ვითარებაა შექმნილი. თითქმის ყველა ოლქში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებებია. ქალაქ ლვოვის ნახევარს დენი არ მიეწოდა. ივანო-ფრანკოვსკში პრობლემებია წყალმომარაგებაშიც, ოდესა ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რუსეთმა, დღეს კიევის გარდა, სარაკეტო დარტყმა განახორციელა ჟიტომირის ოლქზე, ლვოვზე, როვნოზე, ვინიცის ოლქზე, ჩერკასკში, კრივოი როგზე, ოდესის, ვოლინისა ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოს ასახელებს. კრწანისის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერცხლის, ნაკაშიძის, თელეთის, ქუმსიაშვილის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, გრიშაშვილის, ოპიზარის, საბანიძის, წალკის, დეკაბრისტების, ცურტაველის, განჯელის, ალგეთის, სოღანლუღის, ხუციშვილის, მერჩულეს და იალღუჯის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »

განახლებად ენერგიაზე სწრაფმა გადასვლამ შეიძლება დაზოგოს $12 ტრილიონი 2050 წლისთვის

კლიმატური ცვლილებების გზაზე ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაბრკოლება არის ის, რომ ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდება. თუმცა Joule Tuesday – ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ყველაფერი პირიქითაა. წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული ენერგო სისტემიდან განახლებაზე დამოკიდებულ ენერგო სისტემაზე სწრაფი გადასვლით დაიზოგება მსოფლიო მასშტაბით ტრილიონი დოლარი, 2050 წლისთვის. „გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ სუფთა მწვანე ენერგიაზე გადასვლა იქნება მტკივნეული, ძვირადღირებული და მოითხოვს მსხვერპლს ყველა ...

Read More »
ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

რამდენად გაამართლებს ენერგეტიკული და კლიმატური კრიზისის დაძლევის შვედური მოდელი?

მეორეული გადამუშავება, მწვანე ენერგია, ყაიარათიანობა – მაინც რა არის რეცეპტი, რომ ენერგეტიკული და კლიმატური კრიზისები დავძლიოთ? ამ კითხვებზე გარკვეული პასუხის გასაცემად „ევრონიუსი“ შვედეთში ჩავიდა ქალაქ მალმეში,  რომელიც სახელგანთქმულია თავისი მდგრადი ეკონომიკით, რადგან ხელისუფლება ცდილობს, კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს. ოლოფი და  მისი მეუღლე იუკი ინდუსტრიული დიზაინერები არიან. ორივე ამაყობს საკუთარი ხელით მოწეული მოსავლით, რომელიც შვედეთის სამხრეთით, ქალაქ მალმეს ხელისუფლების მიერ იჯარით აღებულ ...

Read More »

IAEA ექსპერტებს გაგზავნის უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო(IAEA) უახლოეს კვირებში ბირთვული უსაფრთხოების მისიას გაგზავნის უკრაინის სამ – იუჟნოუკრაინსკის, ხმელნიცკის და როვნოს მოქმედ ატომურ ელექტროსადგურებზე და ჩერნობილის დახურულ ატომურ სადგურზე. საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ექსპერტების გაგზავნა უკრაინამ ითხოვა. გროსის თანახმად, თავდაპირველად თითოეული მისია დაახლოებით ერთ კვირას გასტანს და საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მუდმივად იმყოფებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ...

Read More »