Tag Archives: #ევროკავშირი

მოსკოვმა ევროპაში გაზის მიწოდება შეამცირა

ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ ბოლო დღეებში ევროპაში გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა. კერძოდ, მიწოდება პოლონეთში მდებარე გაზსადენით გერმანიაში საერთოდ შეწყდა, ხოლო უკრაინული მარშრუტით ავსტრიაში და სამხრეთ გერმანიაში განახევრდა. ფორმალურად ყველაფერი რიგზეა, „გაზპრომი“ თავის ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, მაგრამ გერმანელი მომხმარებლებისთვის ვითარება სულ უფრო კრიტიკული ხდება – საშუალოდ, ფასები გაზზე 17,3%-ით გაიზარდა. დაზარალებულებს შორის არა მხოლოდ გერმანიაა – ზუსტად 6 საათზე გაზის ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებს გაზის შენახვის ერთობლივი გეგმის შედგენას ურჩევენ

იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი, ევროკაშირს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სტრატეგიული გაზის რეზერვების ერთობლივი შენახვის სისტემების შექმნის გეგმაზე. ევროკავშირის სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას დრაგიმ აღნიშნა, რომ ბრიუსელს გაზის მარაგების შედგენა სჭირდება, რომელიც ბლოკის წევრი ყველა სახელმწიფოსათვის იქნება ხელმისაწვდომი. „ენერგეტიკასთან დაკავშირებით იტალიამ ევროპულ დონეზე დაუყოვნებლივი ჩარევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ევროპაში გაზის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში უპრეცედენტოდ გაიზარდა. ეს, ერთი ...

Read More »

ევროკავშირი: 21 ოქტომბერს არ გაიმართება ირანთან მოლაპარაკება

ევროკავშირის განცხადებით, 21 ოქტომბერს ბრიუსელში არ არის დანიშნული ირანთან შეხვედრა, რომლის თემაც უნდა ყოფილიყო მოლაპარაკების განახლება 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის შესახებ. ევროკავშირის ეს ცნობა წინააღმდეგობაში მოდის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებასთან. “ხუთშაბათს შეხვედრა არ გაიმართება” – უთხრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის პრესმდივანმა, ნაბილა მასრალიმ სააგენტო “ფრანს პრესს” 18 ოქტომბერს. “ამ ეტაპზე ვერ ვადასტურებთ როდის, ...

Read More »

EU ბუნებრივი აირის ერთობლივად შესყიდვის პერსპექტივას განიხილავს

როიტერის ინფორმაციით, ევროკავშირი წევრი ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ბლოკში შემავალი ქვეყნები ენერგიის ფასების ზრდისგან თავდაცვის სხვადასხვა გზებს განიხილავენ. ევროკავშირი მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს იმ ზომებს – „ინსტრუმენტთა პანელს“, რომელიც  გაზისა და ელექტროენერგიის  ფასების რეკორდული ზრდის საპასუხოდ წევრმა ქვეყნებმა შეიძლება მიიღონ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის შესაძლო სარგებელსაც განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლეიენი: ევროკავშირი უკრაინელ ექსპერტებთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის საკმარისი გაზის მიწოდების შესაძლებლობას

ევროკავშირი უკრაინელ ექსპერტებთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის საკმარისი გაზის მიწოდების შესაძლებლობას და უკრაინული გაზის საცავების გამოყენებას საერთო სიკეთისთვის. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა. „ევროკომისია უკრაინელ ექსპერტებთან ერთად ახლა სხვადასხვა სცენარებს სწავლობს, თუ როგორ მოხდეს უკრაინისთვის გაზის საკმარისი მარაგის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ფონ დერ ლეიენის თქმით, ასევე მუშავდება ვარიანტი, რათა გაიზარდოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გაზის მიწოდების შესაძლებლობები, მათ შორის სლოვაკეთიდან ...

Read More »

უკრაინა და ევროკავშირი მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული დიალოგი დაიწყონ. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უკრაინა მზადაა, შეუერთდეს თანამშრომლობას ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში, რათა განისაზღვროს 2022, როგორც ევროპული თავდაცვის წელი, რადგან ევროპის უსაფრთხოება განუყოფელ კავშირშია უკრაინის უსაფრთხოებასთან და დამოუკიდებლობასთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოება არის უკრაინის დამოუკიდებლობისა და ეროვნული სუვერენიტეტის გარანტი. „ჩვენ შევთანხმდით მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული ...

Read More »

გაზის ფასების გამო ევროპაში გაკოტრების ტალღა დაიწყო

გაზეთ The Independent-ის თანახმად, ევროპის რამდენიმე კომპანიამ ერთდროულად გააკეთა განაცხადი გაკოტრების შესახებ იმის გამო, რომ მათ აღარ შეუძლიათ ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდა. “ბოლო კვირების განმავლობაში, ბრიტანეთში ოთხმა მცირე ზომის ენერგეტიკულმა კომპანიამ ვერ გაუძლო გაზზე ფასების ზრდას. მდგომარეობა ფაქტობრივად გაუსაძლისია სასუქების იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც ბუნებრივ გაზს როგორც ნედლეულს ისე იყენებენ. ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა ასევე მძიმე მრეწველობა, რადგან ის დიდი რაოდენობით სითბოს ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში გაზის ფასმა 1200 დოლარს პირველად გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფასმა 4 ოქტომბრის სავაჭრო სესიის დროს მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 1000 კუბურ მეტრზე 1,200 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა. ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 1,200.36 აშშ დოლარს შეადგენს. ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა. ...

Read More »

ევროპაში გაზი გაძვირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასმა 30 სექტემბრის სავაჭრო სესიის დროს საკუთარი რეკორდი განაახლა და მორიგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ICE Futures–ის ბირჟაზე გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 1,187,45 აშშ დოლარს მიაღწია. ამ კვირის დასაწყისში, გაზის ფასი ევროპაში პირველად გადააჭარბა 1000 აშშ დოლარს 1000 კუბურ მეტრზე. ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასების ზრდას ელექტროენერგიაზე ფასის მატება მოჰყვა

ბოლო კვირებში ევროპის ქვეყნებში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შესახებ BBC იუწყება. ამის შედეგად გაზზე ფასმა მოიმატა, რამაც დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, კვების მრეწველობაზე და სხვა სფეროებზე გავლენა მოახდინა. ასევე, ამ ფაქტს ევროპის სახელმწიფოებში ელექტროენერგიაზე ფასის მატება მოჰყვა. მთავრობა მომხმარებლებისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობს. კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სირთულეები, რაც ენერგიის განახლებულ წყაროებზე გადასვლასთან არის დაკავშირებული. ესპანეთში ბოლო რამდენიმე თვეში ...

Read More »