Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

“გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს”

უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი დასავლეთისგან და „რუსულ ნავთობზე ნამდვილი ემბარგო“, რათა რუსეთი წლის ბოლომდე დაამარცხოს, ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. „უკრაინა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით.  გამარჯვების რეცეპტი მარტივია: ნამდვილი ემბარგო,ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია. მოდით, ეს ერთად დავასრულოთ”, – აცხადებს პოდოლიაკი.

Read More »

რუსეთში ნავთობის მოპოვება შესაძლოა მინიმუმამდე დაეცეს

დასავლეთის სანქციების გამო რუსეთში ნავთობის მოპოვება შეიძლება 18-წლიან მინიმუმამდე დაეცეს. ივლისიდან ქვეყანაში ნავთობის მოპოვების შემცირებამ შესაძლოა 3 მილიონ ბარელს მიაღწიოს დღე/ღამეში. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. რუსეთის ნავთობის ექსპორტზე გამკაცრებული სანქციები, მათ შორის ევროკავშირის შესაძლო ემბარგო, დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთის ნავთობის მრეწველობას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში ნავთობის მოპოვების დაბალ დონეს ბოლო 18 წლის განმავლობაში. ამის შესახებ იტყობინება ენერგეტიკის საერთაშორისო ...

Read More »

კრემლი ნავთობისა და საწვავის გაყიდვიდან თვეში 20 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს იღებს

უსეთში კომპანიების გლობალური ბოიკოტის მიუხედავად, ნავთობიდან და საწვავიდან მიღებული შემოსავალი პირველ ოთხ თვეში 50%-ით გაიზარდა. აგრესორი ქვეყანა ნავთობისა და საწვავის გაყიდვიდან თვეში 20 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს იღებს. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი. იტყობინება Bloomberg. „ამგვარად, რუსეთის შემოსავალი ნავთობის გაყიდვიდან 50%-ით გაიზარდა მიმდინარე წლის ოთხ თვეში გასული წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ სანქციების გამო ბევრმა ...

Read More »

“თალიბანს” რუსეთისგან ნავთობის და გაზის შესყიდვა სურს

“თალიბანის” მთავრობა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას აპირებს – მას სურს მისგან გაზის და ნავთობის ყიდვა, ასევე, მზად არის, კონკრეტულ შეთანხმებებს მოაწეროს ხელი. ამის შესახებ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში მოსკოვში ავღანეთის საქმეთა ე.წ. რწმუნებულმა, ჯამალ ნასირ გარვალმა განაცხადა. „ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბიზნესისა და ფინანსების სფეროში. გადაწყვეტილი გვაქვს და ძალიან გვინდა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, რომ ურთიერთობაში პროგრესი იყოს. რაც შეეხება კონკრეტულ სფეროებს, დაინტერესებულნი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი, შემცირების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,96  აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 112,73 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

საუდის არაბეთის ნაციონალური კომპანია Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. Saudi Aramco-ს კაპიტალიზაციამ Apple-ს კაპიტალიზაციას გადაასწრო. მანამდე ამ მაჩვენებლით სტივ ჯობსის დაარსებული კომპანია ლიდერობდა. აღსანიშნავია, რომ, კომპანიის აქციების ფასმა გუშინ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და კომპანიის კაპიტალიზაციამ $2,43 ტრილიონს მიაღწია. ამ ფონზე Apple-ს აქციები 5,2%-ით დაეცა და კომპანიის კაპიტალიზაციამ $2,37 ტრილიონი შეადგინა.  Apple-ს კაპიტალიზაციის კუთხით, პირველ ადგილს 2020 წლამდე არ თმობდა. 2022 წლის დასაწყისში, Apple-ს კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონი შეადგინა, თუმცა ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

პრემიერის მითითების შესრულებამდე 4 დღეა დარჩენილი, იმპორტიორებმა საწვავზე ფასი 5-10 თეთრით შეამცირეს

საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფების გზებს ეძებს. კონკურენციის სააგენტოს 4 დღე დარჩა იმისათვის, რომ საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება დეტალურად შეისწავლოს და დასკვნა წარმოადგინოს. უცნობია, რა დასკვნას ექნება სააგენტოს და რას მოიმოქმედებს სახელმწიფო, თუმცა ფაქტია, რომ პრემიერის მოწოდების შემდეგ, ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი 5-10 თეთრით გაიაფდა. სპეციალსიტები ამბობენ, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება პრობლემა მოგვარდება.  ბიზნესის გარდა, ყველა ამბობს, რომ საქართველოში საწვავის ...

Read More »

“დაე, დასავლეთმა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ადრე უხდიდა რუსეთის ფედერაციას”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ომანში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ენერგომატარებლებს ევროპის გარდა უამრავი  მყიდველი ჰყავს და ევროპის ბაზრის თუნდაც სრულად ჩაკეტვა მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „დაე, დასავლეთმა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ადრე უხდიდა რუსეთის ფედერაციას და აუხსნას თავის მოსახლეობას, რატომ უნდა გაღარიბდნენ ისინი“, – განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ...

Read More »

გურამ გურამიშვილი: წელიწადში 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ხდება

ყაზახეთმა საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა უკვე დაიწყო. ეკონომიკის მინისტრის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ტვირთი წელიწადში 2 მილიონ ტონას შეადგენს. “უკვე არის განაცხადი და დაიწყო ყაზახურმა ნავთობმა ტრანსპორტირება, რომელიც შეადგენს წელიწადში 2 მილიონ ტონას. ასევე, ყაზახური სხვა ნავთობპროდუქტები 600 000 ტონა იქნება. ასევე, იგეგმება 2.5 მილიონი სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება, როგორიცაა გოგირდი და სხვა. კონტეინერების ზრდაც იქნება. მოლოდინი გვაქვს, რომ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 10  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.88 (+3.23)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.29 (+3.26)  დოლარი/ბარელზე.

Read More »