უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი დასავლეთისგან და „რუსულ ნავთობზე ნამდვილი ემბარგო“, რათა რუსეთი წლის ბოლომდე დაამარცხოს, ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
„უკრაინა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით.
გამარჯვების რეცეპტი მარტივია: ნამდვილი ემბარგო,ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია. მოდით, ეს ერთად დავასრულოთ”, – აცხადებს პოდოლიაკი.