Tag Archives: #აშშ

ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. „პრეზიდენტი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც გლობალური ეკონომიკა პუტინის უკრაინაში შეჭრის უარყოფით გავლენას უმკლავდება“, – აღნიშნეს თეთრ სახლში. თეთრ სახლში ასევე განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი გააგრძელებს იმის შეფასებას, გამოათავისუფლოს თუ არა ნავთობის სტრატეგიული მარაგები ფასების შესამცირებლად. ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,2 მილიონი ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0.2 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 430,6 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.   ბენზინის მარაგები  შემცირდა 2,41  მილიონი ბარელით  და შეადგინა  212,2 მლნ ბარელი.   დისტილატების მარაგები  შემცირდა  2,9 მილიონი ბარელით და შეადგინა  114.4 მლნ ბარელი.   ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,0 ...

Read More »

აშშ-ის ხელისუფლებას სურს შემოიღოს ზღვრული ფასის არა მხოლოდ რუსულ ნავთობზე, არამედ ნავთობპროდუქტებზეც

ვაშინგტონის აზრით, აშშ-ის მიერ შეთავაზებული რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასები უნდა გავრცელდეს ასევე ნავთობპროდუქტებზეც, Bloomberg ფინანსთა მინისტრის თანაშემწის მოადგილე კეტრინ ვოლფრამზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.   ვოლფრამის თქმით, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის წინადადება ნავთობპროდუქტებზეც ვრცელდება“, – წერს სააგენტო.   მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს OPEC-თან იმ საკითხზე, თუ როგორ იმოქმედებს დაგეგმილი ზღვარი ნავთობის ფასებზე. ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთი ...

Read More »

ფლორიდის შტატში ქარიშხლის გამო ქალაქები დაიტბორა, ორ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ფლორიდის შტატს აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი „იანი“ დაატყდა თავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ქარიშხალი ფლორიდის შტატს გასცდა და სამხრეთ კაროლინისკენ მიემართება. ქარიშხალმა ფლორიდაში ქალაქების დატბორვა და მასშტაბური ზიანი გამოიწვია. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დაახლოებით 2,6 მილიონი ადამიანი. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, რადგან მაშველებს რამდენიმე საათის წინ მიეცათ დაზარალებულ რაიონებში მისვლის საშუალება. „რიცხვები ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ნაადრევ ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,14 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,14 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 430,774 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 1,57  მილიონი ბარელით  და შეადგინა  214,61 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  1,23 მილიონი ბარელით და შეადგინა  117,25 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ სტრატეგიული მარაგებიდან კიდევ 10 მლნ ბარელი ნავთობის გაყიდვის შესახებ განაცხადა

აშშ-ის ხელისუფლებას გაყიდვაში გამოაქვს კიდევ 10 მილიონი ბარელი ნავთობი მისი სტრატეგიული მარაგებიდან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების ფარგლებში ნახევარი წლის განმავლობაში ეროვნული მარაგებიდან  1 მილიონი ბარელი ნავთობის/დღე-ღამეში გამოთავისუფლების  შესახებ. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საყრდნობით, იუწყება “მავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ენერგეტიკის სამინისტრომ დღეს გააკეთა განცხადება ნოემბერში სტრატეგიული მარაგებიდან კიდევ 10 მილიონ ბარელამდე ნავთობის გაყიდვის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. ბაიდენმა 31 მარტს განაცხადა, ...

Read More »
რუსული ენერგოგიგანტი და ხუდონჰესის ლობისტები

აშშ 28 მილიონი დოლარის ღირებულების ჰიდროენერგეტიკის კვლევისა და განვითარების პროგრამას იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა ჰიდროენერგეტიკის დარგში კვლევისა და განვითარებისთვის (R&D) 28 მილიონი აშშ დოლარი გამოყო – ამის შესახებ ინფორმაციას energylivenews ავრცელებს. მათივე ინფორმაციით პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც  ხელს უწყობს ჰიდროენერგეტიკის ზრდას, მათ  შორის სატუმბი საცავის ჰიდროენერგიას. რასაც ჰიდროენერგეტიკის  დეპარტამენტის თქმით, შეუძლია, რომ განახლებად ენერგიის  ქსელში ინტეგრირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. დაფინანსება შესაძლებლობას მისცემს, ინოვაციური ტექნოლოგიების და სამშენებლო ტექნიკის ...

Read More »

აშშ ევროკავშირისთვის გათხევადებული გაზის მიწოდებას ზრდის

აშშ აქტიურად ზრდის ევროპაში გათხევადებული გაზის მიწოდებას. ამის შესახებ LPG სააგენტოს Argus-ის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე 8 აგვისტოს მდგომარეობით, ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში იმპორტი აღემატება მთელი წინა წლის მაჩვენებელს. „ გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 3,98 მლნ ტონა, ხოლო 2022 წლის 8 აგვისტოსთვის ამ მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 4 მილიონ ტონას. წლის ბოლომდე ველოდებით 7 მლნ ტონა მიწოდებას,“ – განაცხადა ...

Read More »
უკრაინა ენერგო ბაზრის განსავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

აშშ-მა უკრაინას შესაძლოა 1.5 მილიარდი დოლარი გამოუყოს გაზის შესაძენად

„აშშ Eximbank-მა შესაძლოა 1,5 მილიარდი დოლარი გამოუყოს უკრაინას გაზის შესაძენად“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აშშ-ს ხაზინის მდივან, ჯანეტ იელენთან საუბრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გათბობის სეზონის საკითხები, ასევე გაზის შესყიდვაში ამერიკელი პარტნიორების დახმარება. „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანშის გამოყოფაზე 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით გაზის შესაძენად აშშ-ის Eximbank-ისგან“, – განაცხადა შმიჰალმა. წყარო: bfm.ge

Read More »

აშშ-მა რუსეთისთვის ნავთობის კრიტიკული ფასი დაასახელა

ნავთობის მოპოვება რუსეთში წამგებიანად იქცევა, თუ ბარელის ფასი 44 დოლარს ჩამოსცდება, – თვლიან აშშ-ის ფინანსთან სამინისტროში. რუსული ნავთობმოპოვებისთვის კრიტიკული სწორედ ეს ზღვარი განიხილება ამჟამად G7-ის მიერ გასულ კვირას ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, – აცნობა Bloomberg-ს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიმომ, რომელიც უწყებაში რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესრულების საკითხებს კურირებს. მისივე განმარტებით, ბარელში 44 დოლარი ...

Read More »