ბიტკოინის კურსი გაიზარდა და $40,000-ს კვლავ გადასცდა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტო ბაზრისთვის გასულ კვირები არასტაბილური პერიოდი იყო, რადგან აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ინფლაციასთან და გეოპოლიტიკურ არეულობასთან გასამკლავებლად, განაკვეთების ზრდა დაიწყო. დღეს გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ძირითადი ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.
Read More »